ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი

პრო მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 2 შეფასება

ვიწყებ სექტემბრიდან აბიტურიენტების მიღებას,ქართულ ენასა და ლიტერატურაში.გთხოვთ წინასწარ ჩაეწეროთ! სწავლის პროცესი წარიმართება უახლესი მეთოდებით,საფუძვლიანად შეისწავლით გრამატიკის იმ ნაწილს,რომელიც აუცილებელია ეროვნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის.ლიტერატურული ნაწილის სრული კურსს გაივლით პროგრამით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით,ხოლო რაც შეეხება თხზულების წერას(რომელიც ყველას უჭირს),ძალიან მარტივად შეგასწავლით,ამომწურავად,დეტალურად!წარმატებებს გისურვებთ ყველა მომავალ აბიტურიენტს..

ტელეფონი
პრო ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

✅ მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მაქვს სკოლაში მუშაობის ხუთწლიანი და კერძო მოსწავლეებთან მუშაობის სამწლიანი გამოცდილება. ასევე, ვარ უფროსი მასწავლებელი და ქართული ფილოლოგიის მაგისტრი. საგაკვეთილო პროცესი წარიმართება, სურვილისამებრ ინდივიდუალურად ან ჯგუფში. გაკვეთილის ფასი განისაზღვრება გრაფიკის მიხედვით, შეთანხმებით. ✅ ვასწავლი თანამედროვე სწავლების ხერხების გამოყენებით. მეცადინეობები მიმდინარეობს უახლესი სასწავლო მეთოდოლოგიისა და 2023-2024 წლის ეროვნული გამოცდის პროგრამის მიხედვით... ✅ ჯგუფები დაკომპლექტდება მაქსიმუმ 4-5 მოსწავლისგან. ✅ კვირაში ორი გაკვეთილი. გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,30 - 2 საათი. ✅ გაკვეთილის პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალა და ინტერნეტ რესურსი, რაც დაგეხმარებათ მასალის უკეთ გააზრებაში. ✅ თეორიული მასალის განსამტკიცებლად, რამდენიმე თემის გავლის შემდეგ, გავაკეთებთ ეროვნული გამოცდების ტესტთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ტესტირებას. ✅ სწავლა მიმდინარეობს, როგორც ონლაინ რეჟიმშ, ასევე სახლში მოსვლით/სახლში მისვლით. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ტელეფონზე.

video icon სერტიფიკატი
ტელეფონი
მომზადება ქართულში
მომზადება ქართულში

ეროვნული, სამაგისტრო და პედაგოგთა პროგრამები კურსი მოიცავს: ესეს წერის სტრუქტურის შესწავლას, პრაქტიკულ ვარჯიშებს, ნიმუშებს, კრიტერიუმებსა თუ ცალ-ცალკე დაშლილ სტრუქტურას. ასევე მხატვრული ხერხების შესწავლას, ავტორის წერის მანერასა თუ სტილს. ქართული ლიტერატურის პროგრამასა და გრამატიკის იმ ნაწილს, რომელიც საჭიროა ტექსტის რედაქტირებისა და გამართულად წერისათვის. ყოველთვიურად შემოწმდება ცოდნა ტესტირებებით - გამოცდების ფორმატით. პროგრამა ითვალისწინებს ბოლო თვეში ტესტირებების რეგულარულ რეჟიმსა და იმიტირებულ გამოცდას- კურსის დასასრულს, რაც კარგი გამოცდილებაა ნებისმიერი კონკურსანტისთვის. სასწავლო პროცესის დასრულებამდე დადგინდება მოსწავლის საშუალო მაჩვენებელი, რაც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ მოსალოდნელი შედეგი. მოკლე ინფორმაცია პედაგოგის შესახებ: ნინო ნაკაშიძე 2013 წლიდან ამზადებს აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 2017 წლიდან კი მაგისტრებსა და პედაგოგებს გამოცდებისათვის. მისმა ყველა მოსწავლემ, მაგისტრმა თუ პედაგოგმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. დაამთავრა ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგია მაგისტრის ხარიხით. ასწავლიდა კერძო და საჯარო სკოლებში. არის სასწავლო ცენტრის”free academy” ორი ფილიალის ადმინისტრატორი. სწავლობდა ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და აქვეყნებდა სტატიებს, მუშაობდა რადიოში- საინფორმაციო გადაცემის წამყვანად. პერიოდულად ჩართულია განათლების სამინისტროს პროექტებში- პედაგოგების ტრენერად. არის წიგნის რეცენზიის ავტორი:” ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დასავლური ოჯახის კარდაკარ”. აქვს youtube-ზე ქართულის ვიდეო გაკვეთილების არხი. Facebook-ზე ქართულის გვერდი...

video icon ვიდეო
ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (განიხილება ბინაზე მისვლაც). მაქვს როგორც სკოლაში მუშაობის, ისე კერძო რეპეტიტორობის სამწლიანი გამოცდილება. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა წითელ დიპლომზე. ამჟამად ვსწავლობ ხსენებული უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამაზე შიდა დაფინანსებით. ჩემი უპირატესობაა თანამედროვე კრიტიკულ ლიტერატურასა და სამეცნიერო აზრებთან წვდომა, რომლებსაც ვაცნობ ჩემს მოსწავლეებს. ვარ კომუნიკაბელური, აქტიური, ხალისიანი და მარტივად გავდივარ საუკეთესო შედეგებზე. სხვა დეტალებისთვის დამიკავშირდით და გაგაცნობთ მუშაობის პრინციპსა და მეთოდებს. მანამდე შეგიძლიათ, იხილოთ ჩემი რეზიუმე.

video icon სერტიფიკატი