მომზადება მათემატიკაში

პრო
მომზადება მათემატიკაში
eyeნანახი
მომზადება მათემატიკაში
5.0
| 1 შეფასება

დაიწყეთ მათემატიკური და სამეცნიერო აღმოჩენების ოდისეა დინამიურ დამრიგებელთან, სამედიცინო სტუდენტთან ერთად, რომელსაც აქვს დაუოკებელი სწრაფვა ფიზიკისა და მათემატიკის სფეროებში ახალგაზრდა გონების გაღვივებისთვის. გაათავისუფლეთ სწავლის ძალა ფიზიკისა და მათემატიკის სფეროებში, ჩემი სწავლების ფილოსოფია სცილდება ჩვეულებრივს, სადაც ყოველი სესია არის მოგზაურობა აკადემიური სრულყოფილებისკენ. შემომიერთდით ამ საგანმანათლებლო მოგზაურობაში, სადაც მედიცინის ბრწყინვალება ხვდება რიცხვების სიზუსტეს, აერთიანებს სამედიცინო მეცნიერებების სიზუსტეს რიცხვების მაგიას. როგორც გამოცდილი მეგზური, ვიყენებ შემოქმედებით მეთოდოლოგიებს, გარდაქმნის რთულ ცნებებს სიბრძნის მოსანელებელ ნაკრებებად, რომელიც მორგებულია ახალგაზრდა გონების ცოდნასა და ცნობისმოყვარეობას. მოდით, ერთად ჩავუღრმავდეთ რიცხვებისა და სამეცნიერო საოცრებების მომხიბლავ სამყაროს. აღმოჩენების მომავალი და მე აქ ვარ, რათა გზა გავუკვალო! მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში 12 კლასის ჩათვლით და ასევე ფიზიკაში როგორც მოსწავლეებს, ასევე აბიტურიენტებს. ვარ თბილისი საელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, მაქვს ბავშვებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება, ყველა მოსწავლისთვის ვქმნი შესაბამისი პროგრამას და ვცდილობ ინდივიდუალური მიდგომის გზით შედარებით მარტივი და საინტერესო გავხადო გაკვეთილები. მომზადების ფასი დამოკიდებულია კლასსა და მეცადინეობის ხანგრძლივობაზე

ტელეფონი
პრო
მომზადება მათემატიკის საგანში
eyeნანახი
მომზადება მათემატიკის საგანში

ვამზადებ საშუალო სკოლის და უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლეებს მათემატიკის საგანში ონლაინ რეჟიმში, ქართულ და ინგლისურ ენებზე. უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლეებს ვამზადებ ინდივიდუალურად პრეკალკულუსის, კალკულუსის საგნებში. სკოლის მოსწავლეებს ავიყვან მათემატიკის გაძლიერებული კურსისთვის. სკოლის მოსწავლეებისთვის მომზადება ხდება ჯგუფურად, კვირაში 2 დღე, ხუთშაბათს და კვირას საღამოს 9 საათზე. გაკვეთილის ხანგძლივობაა 1.5 საათი. სასურველია სკოლის მოსწავლე იყოს მე-9 ან უფრო მაღალ კლასელი და გააჩნდეს მყარი საფუძველი მათემატიკაში, რომ არ გაუჭირდეს კურსის დაძლევა. კურსის ფარგლებში, მოსწავლეები უმაღლეს დონეზე შეისწავლიან ეროვნული გამოცდებით გათვალისწინებულ მასალებს. ასევე გარკვეული მოცულობით გავივლით უმაღლესი სასწავლებლის საკითხებსაც. ჯგუფური მეცადინეობისას არ ხდება საშინაო დავალებების დაწერა, საკლასო ამოცანების გარჩევა, დამოუკიდებელი/საკონტროლო წერებისთვის მომზადება და ა.შ. მუშაობის გამოცდილება : 2 წლიანი - სკოლაში, 10 წლიანი - კერო მასწავლებლად. მოსწავლეებთან მიდგომა მაქვს ინდივიდუალური, მათი ინტერესებიდან და უნარებიდან გამომდინარე.

certificates icon სერტიფიკატი
ტელეფონი
მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი
5.0
| 1 შეფასება

მოვამზადებ მოსწავლეებს და აბიტურიენტებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის მეორე კურსზე 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია როგორც ონლაინ ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.

მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი

მათემატიკაში მოვამზადებ: მოსწავლეებს, აბუტურიენტებს , სტუდენტებსა და მასწავლებლებს (ქართულ/ინგლისურ/რუსულ/გერმანულ ენოვანს) როგორც ეროვნული, ასევე უცხოური გამოცდებისთვის (ეროვნული პროგრამა, IB, SAT, Linear Algebra, Differential Calculus, Stats and Probability) . ყველას ვთავაზობ უფასო საცდელ გაკვეთილს/გასაუბრებას, რომელიც ძალიან სასარგებლო და საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის. დავმთავრე კომაროვი, შემდეგ NRNU. მაქვს 20 წლიანი გამოცდილება. უმაღლესი ქულა მასწავლებლის გამოცდაში. მოსწავლეთა შედეგები: ყველა აბიტურიენტმა მოიპოვა გრანტი ეროვნულ გამოცდებში, უმაღელსი შეფასება - 7 IB Mathematics HL დასკვნით გამოცდაში. გამოცდილებით დარწმუნებული ვარ, მოტივირებულ მოსწავლეს ერთ წელიწადშიც შეუძლია მაღალი ქულების მოპოვება, თუნდაც არ ჰქონდეს თვალსაჩინო მიღეწევები სკოლაში. სწავლა იქნება საინტერესო და სახალისო.