სახლის გარემონტება ძალიან დამღლელი პროცესია, თუმცა „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. როცა ოთახისთვის კედლის ფერს ვარჩევთ ან იატაკისთვის ლამინატს, გონებაში ჩვენი იდეალური პირადი სივრცე წარმოგვესახება, რაც სტრესს ანელებს.
როცა მუშები ჩვენი ბინის ან კერძო სახლის გასაღებს გვაბარებენ, გვახსენდება, რომ
რემონტის შემდგომი დასუფთავება, არანაკლებ მტკივნეული პროცესი გველის წინ.
ნათელი ფერები, ფუმფულა ლოგინი, დენცქვიტა („შტეფცელი“) ლოგინთან, აბრეშუმის ზეწრები და საძინებელი ლამაზი ხედით, მართლაც, ჰარმონიაა ჩვენთვის.
თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, ვხვდებით, რომ ცემენტის მოსაცილებელი გვჭირდება ან
საღებავის ლაქების, ფანჯრების, ან წებოს საწმენდი.
და მერე გვებადება კითხვა, სად შევიძინოთ ეს ყველაფერი?
ჰო... რა თქმა უნდა, საოჯახო მაღაზიაში... შევდივართ იქ, რათა სარეცხი საშუალებები ავარჩიოთ, მაგრამ...
შემდეგი პრობლემა იჩენს თავს, რადგან არ ვიცით,
რომელი ბრენდია ხარისხიანი, ანტიალერგიული, სანდო, დიდი ხნის გამოცდილი...
უი, გვახსენდება, კონსულტატი ამისთვის არსებობს, არჩევისას დაგვეხმაროს, თუმცა
არა, ჰოპ, და... ისეთი ფასები ადევს ამ ყველაფერს,
უეცრად სურვილი გვეკარგება მათი შეძენის.
თან რამდენი სახეხ-საგლეჯია ყველა კუნჭულში... სადაა ამის ენერგია?!
ამ ფასად ხომ კარგი პორტატული დინამიკები მოგვივა?! მეგობრებთან ერთად, მხიარულ საღამოებს მოვაწყობთ, კარგი მუსიკის ფონზე.
ჰოდა, ამიტომ სჯობს, „პური მეპურემ აცხოს”, ვიდრე მომავალში ორმაგი დავხარჯოთ იმ საქმეზე, რაც თავიდანვე ვიცით, რომ „განწირულია“.
ენდორფინები, ბედნიერების ჰორმონები, წარმოიქმნება, როცა ვფიქრობთ საბოლოო შედეგზე, ამიტომ იხილეთ ბმული და მიანდეთ თქვენი ფართების დაწკრიალება ჩვენს პროფესიონალებს.