კანალიზაციის მილების დაბალი გამტარიანობა ან საცობები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა როგორც კომერციული ორგანიზაციებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის. მსგავსი სიტუაცია საკანალიზაციო სისტემის არარეგულარული მოვლის გამო წარმოიქმნება. დროთა განმავლობაში მილების გამტარიანობა მცირდება და იქ მოხვედრილმა მცირე ობიექტმაც კი შეიძლება მთლიანი ჩაკეტვა გამოიწვიოს.
იმ შემთხვევაში, თუ მილები დიდი ხნის განმავლობაში არ გაიწმინდა, წარმოიქმნება საგანგებო სიტუაციები, მათ შორის მილის აფეთქება, რაც სარემონტო ხარჯებს ზრდის.
საგანგებო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად
საკანალიზაციო მილების რეგულარული, პროფილაქტიკური, წმენდა აუცილებელია. ამასთან, გეგმიური მოვლა უფრო იაფია, ვიდრე ერთჯერადი მომსახურება.
კანალიზაციის წმენდა მოიცავს:
- სპეციალისტის ვიზიტს ადგილზე;
- საკანალიზაციო სისტემის პირველად დიაგნოსტიკას;
- უშუალო სამუშაოებს სისტემის გასაწმენდად;
- წმენდის შემდგომ საკანალიზაციო სისტემის ფუნქციონირების შემოწმებას;
რა სიხშირით უნდა გაიწმინდოს საკანალიზაციო სისტემა?
კანალიზაციის გაწმენდის სერვისით უმჯობესია რეგულარულად ისარგებლოთ. სამუშაოს შესრულების სიხშირე დამოკიდებულია:
- ობიექტის ტიპზე;
- საკანალიზაციო სისტემის დატვირთვაზე;
- დამკვეთის სპეციფიკურ მოთხოვნებზე;
დასუფთავების სამუშაოების შესრულების რეკომენდებული ვადა 1-დან 6 თვემდე მერყეობს. როგორც წესი, პირველადი შემოწმების საფუძველზე, სპეციალისტი აღნიშნულ პერიოდს ზუსტად ადგენს.
კანალიზაციის წმენდის მეთოდები
კანალიზაციის წინასწარი დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ტელეინსფექტირება და ვიდეო დიაგნოსტიკა. ამ გზით სპეციალისტი ზუსტად განსაზღვრავს ბლოკირების ტიპს და აღმოაჩენს სისტემაში არსებულ უცხო ობიექტებს. ასევე ეს მეთოდი ხელს უწყობს მილსადენის დეფექტების გამოვლენას. აღსანიშნავია, რომ ტელეინსპექტირება პრევენციული კონტროლისთვისაც აქტიურად გამოიყენება.
ტელეინსპექტირება სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით ხორციელდება. გრძელ კაბელზე დამაგრებული მინიატურული ვიდეოკამერა ჩადის მილში და გამოსახულებას აჩვენებს, ან იღებს ფოტოს. ამის შემდგომ სპეციალისტი არჩევს კანალიზაციის გაწმენდის ყველაზე ეფექტურ მეთოდს. კანალიზაციის სისტემების გასაწმენდად გამოიყენება მექანიკური და ჰიდროდინამიკური მეთოდები.
კანალიზაციის მექანიკური გაწმენდა
კანალიზაციის მილების როგორც შიდა ასევე გარე ქსელების მექანიკური გაწმენდისას გამოიყენება უნივერსალური მანქანები, რომლებიც უზრუნველყოფენ მყარი მასალების შეერთებას და ჭრას. კანალიზაციის მექანიკური გაწმენდის მეთოდი გამოიყენება მილების რთული ბლოკირების დროს. გაწმენდის მიზანია დანამატის ან ნამსხვრევების დაშლა, რათა სისტემაში მისი გასვლა გამარტივდეს. პროცედურის დროს გამოყენებული უნივერსალური მანქანები ანაწევრებენ საკვების და სხვა სახის ნარჩენებს, რომლებიც ხშირად ხვდება კანალიზაციაში.
სანიაღვრე გაწმენდის
მექანიკური მეთოდები მოიცავს ტროსის გამოყენებასაც. ტროსი აძლევს ბიძგს და ხვრელში ნარჩენების გადინებას ხელს უწყობს.
კანალიზაციის ჰიდროდინამიკური წმენდა
ჰიდროდინამიკური გაწმენდა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ყველა სახის კანალიზაციის გასაწმენდად. ჰიდროდინამიკური წმენდისთვის
მაღალი წნევის მანქანები გამოიყენება. შიდა კანალიზაციის გასაწმენდად გამოიყენება უფრო მძლავრი დანადგარები.
ეფექტის გასაძლიერებლად წყალში ამატებენ სპეციალურ რეაგენტებს რაც განაპირობებს უფრო ეფექტურ გასუფთავებას ცხიმოვანი ნარჩენების შემთხვევაში.
ცხიმიანი ნარჩენებისგან სისტემის ჩაკეტვა ხშირად ხდება სურსათის საწარმოებში (ხორცის გადამამუშავებელი ქარხნები, რძის პროდუქტების ქარხნები და სხვა.), სადაც ჩამდინარე წყლებში ცხიმის მაღალი კონცენტრაციაა. ჩამდინარე წყლების არასაკმარისი დამუშავება კანალიზაციის მილებში ქმნის ცხიმოვან დეპოზიტებს. საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით მსგავსი საწარმოები უნდა აღიჭურვონ ცხიმის დამჭერებით, რაც ხელს უწყობს უკეთეს ფილტრაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში წყალი ვეღარ ჩავა საკანალიზაციო სისტემაში და შეუძლებელი გახდება საწარმოო ობიექტის მუშაობა.
როგორ გავწმინდოთ გაჭედილი ნიჟარა?
გაჭედილი ნიჟარა საცხოვრებელ სახლში პერიოდული პრობლემაა. ეს არ არის რთული პრობლემა იმ შემთხვევაში, თუ სახლში სადრენაჟე საცობებთან მუშაობისთვის აპრობირებულ მეთოდებს იყენებთ.
აბაზანის ან სამზარეულოს ნიჟარის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ცხელი წყალი. თუ მილები პლასტიკურია წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60 გრადუსს, რათა პლატმასი არ დაზიანდეს. ლითონის მილების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მდუღარე წყალი.
ჩაასხით 1-1.5 ლიტრი ცხელი წყალი სანიაღვრეში, დაელოდეთ დაახლოებით 20 წუთი, შემდეგ გახსენით ონკანი, გაუშვით წყალი და შეამოწმეთ სანიაღვრე გაწმენდილია თუ არა. მეტი ეფექტურობისთვის გამოიყენეთ დგუში - სპეციალური მოწყობილობა ბლოკირების გასარღვევად. ცხელი წყლის ჩასხმის შემდეგ სანიაღვრე ხვრელს დგუშით მტკიცედ დააჭირეთ და შემდეგ შეამოწმეთ შედეგი.
ნიჟარების გასაწმენდად სპეციალური ქიმიური საშუალებების გარდა მარტივი საშინაო საშუალებებიც გამოიყენება. მაგალითად, შეგიძლიათ დაასხათ სოდა და მარილი ღამით და სანიაღვრე დილით ჩარეცხოთ გამდინარე წყლით.
თუ აღნიშნული მეთოდები უშედეგოა საჭიროა ისარგებლოთ სპეციალისტის მომსახურებით, რათა სწორად დაიშალოს სიფონი, გაიწმინდოს ის ფუნჯით და გასუფთავდეს ყველა ზედმეტი ელემენტისგან.
როგორ გავწმინდოთ ონკანი?
ჩვენ რეგულარულად ვაწყდებით უსიამოვნო ლაქებს სამზარეულოსა და სააბაზანოს ონკანებზე. ექსპერტების აზრით არსებობს რამოდენიმე რჩევა, რაც ზედმეტ ძალისხმევას აგარიდებთ და მუდმივი ლაქების ეფექტურად მოშორებაში დაგეხმარებათ.
ონკანის გასაწმენდად იყენებენ ძმარს ან ლიმონმჟავას. პრობლემურ ადგილას 10-15 წუთი უნდა გააჩეროთ და შემდგომ ონკანი ქსოვილით ან ქაღალდით გაწმინდოთ. მჟავას გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ონკანი კარგად ჩამორეცხოთ, რათა კვალი არ დარჩეს.
- არ გამოიყენოთ ქრომის შემცველი ნაერთები, რადგან მასში არსებული მჟავები მუქი ლაქების წარმოქმნას უწყობს ხელს;
- გამწმენდი ფხვნილები შეიცავს მექანიკურ ნაწილაკებს, რომლებიც ადვილად აზიანებენ გლუვ/მბზინავ ზედაპირს. შესაბამისად აუცილებლად შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებული პროდუქტები;
როგორ გავწმინდოთ უნიტაზი?
უნიტაზში ძალიან ცხიმიანი ნივთიერების ჩაღვრისას შესაძლოა ცხიმი სანტექნიკისა და მილების კედლებზე ჩაილექოს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს უნიტაზის ბლოკირება კანალიზაციის სისტემაში.
შესაძლებელია სახლის პირობებში უნიტაზის გაწმენდა ცხელი წყლით, სოდით ან ძმრით სცადოთ. ამ დროს მიმდინარეობს ქიმიური რეაქცია, რომელიც ბლოკირების არეალს ათავისუფლებს. ამასთან, შესაძლებელია გამოიყენოთ სპეციალური ქიმიური პროდუქტები.
გაითვალისწინეთ, რომ აგრესიული ქიმიკატების გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე აუცილებელია. ტუტეებს და მჟავებს შეუძლიათ გაანადგურონ არა მხოლოდ კანალიზაციის მილის ნამსხვრევები, არამედ გაწმენდილი კომუნიკაციები. გარდა ამისა, ძლიერი რეაგენტები საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას, ამიტომ მათთან მუშაობისას საჭიროა დაიცვათ თვალები, კანი და სასუნთქი ორგანოები.
კანალიზაციის ბლოკირების მოსაგვარებლად მექანიკური მეთოდების გამოყენება ეფექტური და ამავდროულად ეკოლოგიურად უსაფრთხოა.
აღნიშნული მეთოდები არაეფექტური იქნება თუ ბლოკირება უნიტაზის მილის ან გოფრირებული მილისგან ბევრად შორს მდებარეობს. ამ შემთხვევაში პროფესიონალებს დასახმარებლად უნდა მიმართოთ, რომლებიც სპეციალური აღჭურვილობით ნებისმიერი სახის გაუმართაობას აღმოფხვრიან.
რა ღირს საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებული სერვისები?
საკანალიზაციო სისტემა რთულ ქსელს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს:
- სხვადასხვა დიამეტრის მილებს;
- კავშირებს სანტექნიკის მოწყობილობებისთვის;
- გამწოვ მილებს უსიამოვნო სუნის გასაფილტრად და ა.შ.
საკანალიზაციო სისტემის გაყვანისას დგება ინდივიდუალური პროექტი, რომელიც საცხოვრებელ/სამრეწველო ობიექტის ფართობსა და გეგმარებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, კანალიზაციის გაყვანის ფასი ინდივიდუალურად დაანგარიშდება.
რაც შეეხება კანალიზაციის გაწმენდას, ამ შემთხვევაში ბლოკირების ტიპი და სირთულე სპეციალისტის მომსახურების საფასურს განსაზღვრავს. უმჯობესია servisebi.ge-ზე რეგისტრირებულ ოსტატებთან სატელეფონო კონსულტაცია გაიაროთ და სანტექნიკოსი ამის შემდეგ გამოიძახოთ.
რა ღირს კანალიზაციის გაწმენდა?
კანალიზაციის გაწმენდა რთული საინჟინრო პროცესია. პრობლემის სპეციფიკა დიაგნოსტიკის ეტაპზე დგინდება, რის შემდეგაც სპეციალისტი საჭირო მეთოდებს და აღჭურვილობას ირჩევს. აქედან გამომდინარე, კანალიზაციის გაწმენდის ფასი ფიქსირებული არ არის და ის სამუშაოს მოცულობაზეა დამოკიდებული.
რა ჯდება კანალიზაციის გაყვანა?
კანალიზაციის დასამონტაჟებლად საჭიროა სპეციალისტმა შეადგინოს პროექტი. კანალიზაციის გაყვანის ფასი დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე. ღირებულების დაზუსტება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც გამოითვლება:
- ჩამდინარე წყლების მოცულობა;
- შენობის დიზაინის მახასიათებლები;
- მცხოვრებთა რაოდენობა და სხვა;
როგორ გავწმინდოთ გაჭედილი ნიჟარა?
გაჭედილი ნიჟარის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ:
ცხელი წყალი და დგუში (თუ პლასტმასის მილები გაქვს წყლის ტემპერატურა 60 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს);
- სოდა ან ძმარი;
- ქიმიური საშუალებები;
თუ ეს მეთოდები უშედეგოა
მიმართეთ სპეციალისტს.
როგორ გავწმინდოთ ონკანი?
ონკანის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძმარი ან ლიმონმჟავა. მჟავას გამოყენების შემთხვევაში ონკანი კარგად ჩამორეცხეთ, რათა კვალი არ დარჩეს. გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალიზებული ქიმიური საშუალებები, რათა გლუვი ზედაპირი არ დაზიანდეს.
როგორ გავწმინდოთ უნიტაზი?
სახლის პირობებში უნიტაზის გაწმენდა შესაძლებელია ცხელი წყლით, სოდით ან ძმრით. თუ ბლოკირება უნიტაზის მილის ან გოფრირებული მილისგან ბევრად შორს მდებარეობს, მიმართეთ სპეციალისტს.