საოცარი განცდაა, როდესაც ზამთრის ცივ საღამოს სახლში ბრუნდებით და სითბო და სიმყუდროვე გხვდებათ. რა თქმა უნდა ეს სიმყუდროვე არ არის შემთხვევითობა – ის სწორად დამონტაჟებული და მოვლილი გათბობის სისტემებს დამსახურებაა. გათბობის სისტემის გამართულობა კი პროფესიონალურ მომსახურებაზეა დამოკიდებული, რომელსაც გათბობის სპეციალისტები სერვისების დახმარებით გვთავაზობენ.
Servisebi.ge - ეს არის სივრცე, რომელიც არა მხოლოდ შესაძლებლობას გვაძლევს გავამარტივოთ სპეციალისტის მოძიება, არამედ საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ სანდო და პროფესიონალი ხელოსნები.
პლატფორმა შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ სპეციალისტები სხვადასხვა ქალაქში ნებისმიერი მომსახურების მისაღებად, მათ შორის გათბობის სისტემების დასამონტაჟებლად და მოსავლელად. მეორე მხრივ პლატფორმა საშუალებას აძლევს სპეციალისტებს განათავსონ შეთავაზება ვებგვერდზე და მიაწოდონ მომსახურების ინფორმაცია დაინტერესებულ მომხმარებლებს. სერვისებზე პროფესიონალების ბაზა მუდმივად ახლდება და მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ სასურველი სერვისით მრავალფეროვანი არჩევანიდან. ვებგვერდზე მომსახურების პირობებთან, ფასებთან და საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად შეხვდებით შეფასებების ფუნქციონალს, რაც კიდევ უფრო მეტად გიმარტივებთ სანდო და პროფესიონალი ხელოსნის მოძიების პროცესს.
გათბობის სისტემების სპეციალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საცხოვრებელი თუ კომერციული ფართების სითბოსა და კომფორტის უზრუნველყოფაში. მათი ძირითადი მოვალეობებია გათბობის სისტემების მონტაჟი, დიაგნოსტიკა და შეკეთება. პროფესიონალი ხელოსნები პასუხისმგებელნი არიან სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე, რაც მოიცავს მილების, ბოილერების, რადიატორების და თერმოსტატების გამართულ მუშაობას. ისინი აფასებენ მომხმარებლის საჭიროებებს და სთავაზობენ მათთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებებს.
გათბობის სპეციალისტის ძირითადი მიმართულებებია:
· ცენტრალური გათბობის ქვაბის მონტაჟი, დიაგნოსტიკა და შეკეთება: ცენტრალური გათბობის ქვაბის ხელოსანი მუშაობს, რათა თქვენი სისტემა იყოს ენერგოეფექტური და უსაფრთხო. ეს მოიცავს ქვაბის რეგულარულ გაწმენდასა და ტექნიკურ შემოწმებას.
· წყლის გამაცხელებლების მონტაჟი და მოვლა: წყლის გამაცხელებლები ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელია. მათი სწორად მონტაჟი და რეგულარული შემოწმება უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს და ენერგიის ეკონომიას.
· გაზის გამათბობლების დამონტაჟება და მოვლა: გაზის გამათბობლები ერთ-ერთი პოპულარული გადაწყვეტილებაა გათბობისთვის. ხელოსანი უზრუნველყოფს, რომ სისტემა იყოს სწორად დამონტაჟებული და უსაფრთხო.
· გათბობის სისტემების გაწმენდა: ნებისმიერი სისტემა, იქნება ეს ცენტრალური გათბობა თუ დამოუკიდებელი ქვაბი, საჭიროებს პერიოდულ გაწმენდას, რათა თავიდან ავიცილოთ მწყობრიდან გამოსვლა და ენერგიის ზედმეტი ხარჯვა.
გათბობის სისტემების მუშაობის პრინციპის უკეთ გასაგებად გთავაზობთ ინტერვიუს პროფესიონალთან, რომელიც დეტალურად აგვიხსნის გათბობის მუშაობის მექანიზმს და გსათვალისწინებელ ფაქტორებს.
კახა ბერიძე 15 წლიანი გამოცდილების მქონე გათბობის სპეციალისტია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სარგებლობს ჩვენი ვებგვერდის მომსახურებით და მომხმარებლებს სთავაზობს გათბობის სისტემების მონტაჟს, შეკეთებასა და მოვლას. კახა გვიპასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად აინტერესებთ მომხმარებლებს:
რამდენი წელია მუშაობთ ამ სფეროში ?
ჩემი გამოცდილება დაიწყო 2009 წლიდან, 15-16 წელია ამ სფეროში ვარ. მაშინ არ იყო სპეციალისტების დიდი არჩევანი, ამიტომ მოგვიწია გაყიდვასთან ერთად ჩვენ თავად გაგვეწია სერვისი მომხმარებლებისათვის.
რომელ სისტემებს მოიცავს თქვენი სფერო?
ჩვენი მომსახურება მოიცავს ცენტრალური გათბობის ბოილერებს, საქვაბეებს, წყლის გამაცხელებლებს, გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლებს, ასევე ელექტრო ენერგიაზე და მზის ენერგიაზე მომუშავე გამაცხელებლებს.
ყველაზე ხშირად რა პრობლემით მოგმართავენ?
ყველაზე ხშირად გამათბობელს ვერ რთავს მომხმარებელი.
როდესაც გამათბობელი გასულ სეზონზე გამორთო და შემდეგ აღარ იხმარა შიგნით არის გაფუჭებული გაზის აირი, რომელიც უნდა გამოიდევნოს („დაჰაერდეს“) გამათბობლის ჩასართავად. ძირითადად მსგავსი გამოძახებები გვაქვს.
თუ გახსოვთ პირველად როდის განათავსეთ განცხადება სერვისებზე?
თუ არ ვცდები 4-5 წლის წინ დამიკავშირდა წარმომადგნელი, რომელმაც მირჩია სერვისებზე განცხადების განთავსება, ტექსტიც შევარჩიეთ და ეს იყო რამაც განაპირობა შემდგომში მომხმარებლების მოზიდვა.
რა უნდა გავითვალისწინოთ წყლის გამაცხელებელის შეძენისას?
გამდინარე წყლის გამაცხელებლები არის ორი ტიპის: მექანიკური და ავტომატური მარეგულირებლით. ავტომატურ მარეგულირებლებს აქვს საშუალება წყლის წნევის ცვალებადობის მიუხედავად თვითონვე დაარეგულირონ ტემპერატურა. მექანიკურ წყლის გამაცხელებლებს აქვთ ესეთი პრობლემა, რომ წყლის ცვალებადობასთან ერთად იცვლის წყლის ტემპერატურად. თუ ძალიან ხშირია წყლის ცვალებადობა, ამ შემთხვევაში არაკომფორტულად ითვლება მსგავსი გამაცხელებელი, თუმცა სტაბილური წნევის შემთხვევაში კარგად მუშაობენ და რეკომენდაციას ვუწევთ.
რას გვეტყვით წყლის გამაცხელებელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით?
ხშირად გვესმის: მოხდა უბედური შემთხვევა, გაზის გაჟონვა და ა.შ. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ წყლის გამაცხელებლები, რომლებიც იყიდება ბაზარზე არის ღია წვის კამერის. ღია წვის კამერა ნიშნავს, იმას რომ მას არ აქვს მეორე, დამატებითი მილი. ამის გამო, ნიავის ან ქარის დროს შესაძლებელია CO დააბრუნოს უკან და შემოიტანოს ოთახში, რაც ხშირად სავალალო შედეგით სრულდება. დახურული წვა არის მეორე, განახლებული ტიპის გამაცხელებელი, რომელიც ჟანგბადს იღებს გარედან და ნახშირორჟანგსაც წნევით გაიტყორცნის გარეთ. ის სახლში ინსტალაციის დროსაც კი არის აბსოლიტურად უსაფრთხო.
როგორ შევარჩიოთ ენერგო ეფექტური გათბობა სახლისთვის ?
თუ ენერგო ეფექტურებაზე მიდგება საქმე ამ შემთხვევაში ჰელიო სისტემებს ვერაფერი აჯობებს. ენერგოეფექტურობისათვის ასევე, მნიშვნელოვანია განისაზღვროს თბოიზოლაცია. საერთო საცხოვრებელს გაცილებით დიდი თბოიზოლაცია აქვს ვიდრე კერძო სახლს ან ობიექტს. ფართის თბოიზოლაციის მიხედვით იგეგმება სწორად, თუ როგორი რადიატორი შეირჩეს კონკრეტული ოთახებისთვის.
რაც შეეხება მასალას, დიდი მნიშვნელობა აქვს რა მასალისგან მზადდება თითოეული რადიატორი. იქნება ეს პანელური რადიატორი თუ სექციური რადიატორი. მეტალი არის უკეთესი ხარისხითაც, ექსპლუატაციის ხანგრძლივობითაც და თბოენერგიითაც.
რა განსხვავებას ხედავთ მომხმარებელთან კომუნიკაციაში მას შემდეგ, რაც სერვისებს იყენებთ?
მნიშვნელოვანი გახდა როგორ აღიქვამს მომხმარებელი მომსახურებას. მომხმარებელი როდესაც მირეკავს, უკვე თვითონვე მეუბნება, იცით რა, მე თქვენი ნომერი ვნახე, ყველაზე მეტი რევიუ გქონდათ, კომენტარებმა დამაინტერესა და ამიტომ გირეკავთ თქვენ, ე.ი. კარგი სპეციალისტი ბრძანდებით. როგორც ჩანს შეფასებებს მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
რა პრობლემებია "კარმა" სისტემებთან ზამთარში?
კარმის მონტაჟში პრობლემას წარმოადგენს წვის კამერა. ნახშირორჟანგს გამოყოფს „ფარსონკა“ რომელიც დევს წვის კამერაში და იმ კარმებს რომელსაც წვის კამერა აქვს უკან იკეთებს ბზარებს. ეს ბზარი დროთა განმავლობაში იკეთებს შოვს საიდანაც უშვებს CO-ს. მართალია იმ რაოდენობით არა, რამდენსაც მაგალითად გაზქურა, თუმცა გარკვეულ რაოდენობას უშვებს.
რა ჯდება ქვაბის შეკეთება?
ეს ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა. ქვაბის შეკეთება დამოკიდებულია მისი დაზიანების ხარისხზე. ვიზიტის ღირებულება არის 50 ლარი. იმ შემთხვევაში თუ არ არის საჭირო რაიმე ნაწილის შეცვლა, ან დამატებითი სამუშაოს ჩატარება იხდიან მხოლოდ ვიზიტის თანხას.
როდის სჭირდება ქვაბის ნაწილს ჩანაცვლება და როდის შეკეთება?
თუ დეტალი მწყობრიდან მნიშვნელოვნად არის გამოსული ამ შემთხვევაში საჭიროა მისი გამოიცვალოს. თუმცა, არის ნაწილები ქვაბში, რომლებიც ძირითად ექვემდებარება შეკეთებას. ასე ვანგარიშობთ, რომ მინიმუმ 50% ფასის სხვაობა მაინც უნდა მოგვცეს ძველმა ნაწილმა ახლისგან განსხვავებით იმისათვის რომ შევაკეთოთ.
რას ურჩევდით სხვა პროფესიონალებს სერვისებიდან?
ვიყოთ ბოლომდე პასუხისმგებელი მომხმარებელთან ურთიერთობაში. თუ რამეს ვაკეთებთ, თუ რამე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ჩვენი საქმე. გამოცდილებას ყოველდღიურად ვიღებთთ და რაღაც დონეზე არ ვჩერდებით. მადლობა SERVISEBI.GE-ს რომ მომცა საშუალება ჩემი თავი კარგად გამეცნო მომხმარებლებისათვის.
გათბობის სისტემების სწორად მონტაჟი და მოვლა თქვენი სახლის კომფორტისა და უსაფრთხოების ძირითადი ფაქტორია. სერვისებზე, კახასთან ერთად ათეულობით გამოცდილი სპეციალისტი დაგეხმარებათ მიიღოთ სასურველი მომსახურება გათბობის ნებისმიერი საჭიროებისათვის. გამოიყენეთ servisebi.ge და მიეცით საკუთარ თავს შესაძლებლობა, დაზოგოთ დრო და რესურსები, ხოლო თქვენი სახლი იყოს თბილი და კომფორტული მთელი წლის განმავლობაში.
Servisebi.ge - ყველა მომსახურება ერთ სივრცეში!
სრული ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=ZnBtN-XTZLY