განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს თითქმის ყოველდღე ვადევნებთ თვალ-ყურს, ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად იზრდება ინტერესი ამ მიმართულებით და მანამ სანამ მოკლედ და ზოგადად მიმოვიხილავდეთ გარკვეული საგნების სპეციალისტებთან საგნების ცოდნის სპეციფიკას, იმას, თუ რაში და როდიდან უნდა მოემზადონ ბავშვები რეპეტიტორებთან, მკითხველს იმ ცვლილებებს გავაცნობთ, რაც განათლების სამინისტრომ და შეფასებისა და ეროვნულმა ცენტრმა ბოლო დროს გააჟღერა:
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის განცახდებაშია ნათქვამი, წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ამ ცვლილებების მიუხედავად, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.
ტესტში იქნება მხოლოდ 3 დავალება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). ასე რომ, წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15 ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70 ქულიანი და არა 80 ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო;
ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება საგამოცდო დროც და გახდება 3 საათი და 45 წუთი.
ტესტიდან ამოღებულია ერთ-ერთი დავალება. ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით.
საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო; შესაბამისად, საგამოცდო დრო გახდა 2 საათი და 30 წუთი (დრო 10 წუთით შემცირდა).
ტესტიდან ამოღებულია ერთი წერითი დავალება, სამაგიეროდ გაიზრდება ღია კითხვების ბლოკი (მაქსიმალური ქულაა 40 ნაცვლად 30-ისა) და მხატვრული ტექსტის ანალიზის მაქსიმალური ქულა იქნება 30 ნაცვლად 25-ისა.
საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 70 და არა 80, როგორც ეს წინა წლებში იყო; ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება გამოცდისათვის განკუთვნილი დროც – 4 საათისა და 15 წუთის ნაცვლად, იქნება 4 საათი.
აბიტურიენტებს გამოცდაზე კვლავინდებურად დაურიგდებათ საქართველოსა და მსოფლიოს A3 ფორმატის ფიზიკური რუკები და შესაბამისი დავალებისათვის გათვალისწინებული ტოპოგრაფიული რუკები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სხვა ტიპის სიახლე არ იგეგმება.
(დავალებათა და ტესტების ნიმუშები იხილეთ ცენტრის ოფიციალურ გვერდზე.)
ა.წ. 5 აპრილის პარლამენტის სხდომაზე სკოლებში საატესტატო გამოცდების გაუქმება არ გაუქმების კანონპროექტზე მეტად სკანდალური და კურიოზული შემთხვევა მოხდა, როცა აღმოჩნდა რომ, გავრცელებული ინფორმაციისამებრ, კი არ დაამტკიცეს, შეეშალათ და სავარაუდოდ გაუქმებულ-იქნება სკოლებში საატესტატო გამოცდები, სიმართლე რომ ითქვას რაღა დროსია ამაზე ლაპარაკი, რადგან სრულიად მოუმზადებლები შეხვდებიან მოსწავლეები გამოცდებს,იმის გამო, რომ უფროსებმა ვერ გადაწყვიტეს, გამოსცადონ თუ არ გამოსცადონ ჩვენი
ერის ეს ფრიად საპატიო ნაწილი დამამთავრებელ კლასებში.ჩვენი გამოკითხვის მიხედვით პედაგოგთა და განათლების ექსპერტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საატესტატო გამოცდების გაუქმება სკოლებში სწორი და დროული გადაწყვეტილებაა.
რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი : -2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა შეიძლება სავალდებულო აღარ იყოს.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2005 წლიდან ტარდება. დღეს მოქმედი წესის თანახმად, იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა წარმატებით უნდა ჩააბაროს ოთხი სავალდებულო საგანი: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და კიდევ ერთი გამოცდა — შერჩევით.
ზოგადი უნარების ტესტიც 2005 წელს დაინერგა. ტესტი არ ამოწმებს აბიტურიენტის საგნობრივ ცოდნას, მისი მთავარი მიზანი მოსწავლეთა იმ უნარების შემოწმებაა, რომელიც მიიღეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. იგი ამოწმებს ლოგიკური, მათემატიკური აზროვნების გარკვეულ დონეს, ასევე ტექსტის გააზრების უნარს. ზოგადი უნარების ტესტი იყოფა ორ ნაწილად: ვერბალური ნაწილი და მათემატიკური ნაწილი.
რაკი ინტერესი დიდია საგნებში მომზადებაზე და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უფრო გაიზრდება, სერვისები. ჯი-ზე სხვადასხვა საგნების რეპეტიტორტა განცხადებების სიმრავლესაც თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობთ საინტერესო იქნება სხვადასხვა საგნებზე ისევ რეპეტიტორების რეკომენდაციები და შეხედულებები მოვისმინოთ, ჩვენ ისევ ჩვენი განმცხადებლებიდან შემთხვევითობის პრინციპით ავარჩიეთ რამოდენიმე პედაგოგი. მათემატიკასა და ზოგად უნარებში ბ-ნი ოთარ ჭულუხაძე:
-უმჯობესია ალბათ 16, 17 წლიდან,ანუ წინა წელს და აბიტურიენტობის წელს უფრო ინტენსიურად.
-მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ალბათ უნარების გამოცდა, რეფორმებს რაც შეეხება, მგონია, რომ უფრო ფორმალურია, თვლი რომ ამ მიდგომებით უფრო დაბალი ქულების მქონე სტუდენტი შევა უნივერსიტეტში და შესაბამისად სწავლების დონე დაიკლებს და არ მივესალმები ამიტომ, პირიქით მიმაჩნია, რომ უნდა აიწიოს ზღვარმა, რომ უნივერსიტეტში უნდა ხვდებოდეს შესაბამისად მაღალი უნარების, ცოდნის და შესაბამისი შესაძლებლობების მქონე აბიტურიენტი და მომავალში სტუდენტი.
უნარებს რაც შეეხება ეს მგონია რომ კარგი საგანია, რეფორმას რეფორმისთვის თუ ვატარებთ ამ ქვეყანაში, თორემ ეს არ უნდა მოყვეს ჩენი აზრით ამ რეფორმაში.
- ცოტა ნეიტრალურად ვუყურებ იმ გაგებით რომ, საერთოდ სასკოლო სისტემაა შესაცვლელი, საატესტატო გამოცდები ცოტა სხვა სისტემაზე უნდა იყოს მორგებული, მაგალითად როგორც საბერძნეთშია, როცა ვთქვათ იყოფა კლასი, როდესაც მე-9-ე კლასში ირჩევს მოსწავლე თავის მიდრეკილებებს,
მათემატიკას სწავლობს ან არ სწავლობს, პროფილურად იყოფა ბოლო კლასებში, აი ასეთ შემთხვევაში მივესალმებოდი საატესტატო გამოცდებს, სხვა შემთხვევაში, ისე როგორც იყო, გაუქმებას ვემხრობი.
-ასეთ შემთხვევაში ალბათ სხვების რეკომენდაციებს უნდა მიენდოს ადამიანი, ყველა პედაგოგს, რეპეტიტორს შესაბამისი ავტორიტეტი აქვს მოხვეჭილი და ამის დადგენა რთული არაა დღეს, მერე რეზიუმე უნდა ნახონ მასწავლებლის და კიდევ ერთი ფაქტორია, რამდენად მოგყვება მოსწავლე და რამდენად მყარი საფუძველი აქვს მას ამ კონკრეტულ საგანში, ამაზეც თავისთავად ბევრია დამოკიდებული. თუმცა ჩვენ მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობთ.
ინგლისური ენის რეპეტიტორი -ნატალია მღებრიშვილი :
- აბიტურიენტობისთვის მე პირადად მერვე კლასიდან ვამეცადინებ მოსწავლეებს და სწორედ აბიტურიებნტებზე ვარ ორიენტირებული, მანამდე სკოლაშიც უკვე არის ინგლისურის საკმაოდ კარგი ბაზა, მინდა ეს აღვნიშნო, თურმე ქართულში არ არის მეხუთე კლასამდე მაგალითისთვის, პირველი პირობითი, რეალური და არარეალური წინადადებები, თორემ ინგლისურის პროგრამაში ეს დევს, იგივე ზედსართავი სახელები, მქონდა ახლა ზუსტად შემთხვევა, რომ ბავშვმა სწორედ მეხუთე კლასამდე ქართულად არ იცის ეს რა არის და ეს ხარვეზზე მეტიცაა. ვგულისხმობ იმას, რომ დამთხვევა არ ხდება
ქართულსა და ინგლისურ გრამატიკას შორის და ეს ქმნის გარკვეულ შეფერხებებს.
რაც შეეხება მომზადებას უმაღლესისთვის, აუცილებლად მერვე მეცხრე კლასიდან უნდა მოემზადონ მოსწავლეები, იმიტომ რომ სიტყვათა მარაგს , გრამატიკას, თემის წერას, წერილის წერას, ამას სჭირდება ძალიან დიდი ბაზა გრამატიკული ცოდნის, ლექსიკის და აქედან გამომდინარე ერთ წელიწადში ბავშვი ამდენს ვერ ასწრებს. მაღალ დონეზე.
-აუცილებლად სამი საათნახევრიანი გაკვეთილი, ორსაათიანი მაქსიმუმ, მაგრამ მე არ ვუწევ რეკომენდაციას, რადგან ფსიქოლოგების მიერ დამტკიცებულია, რომ საათნახევრის მერე ტვინი აღარ მუშაობს, იღლება და უშედეგოა სწავლა, მაქსიმუმ მაინც 2 საათი.
რეფორმებს რაც შეეხება ინგლისურში უამრავი კარგი ოლიმპიადები ტარდება და უამრავი კარგი ღონისძიებები, მშობლებს ვურჩევ მაქსიმალურად ჩართონ მათი შვილები ამ ყველაფერში, ეს ბევრს აძლებს ბავშვს, ინგლისურში ასევე მეთოდოლოგიურად ძალიან კარგი წიგნები და სახელმძღვანელოები შეირჩა ამ ბოლო წლებში, ასე რომ ცუდს ვერაფერს ვიტყვი.
-დიახ, რა თქმა უნდა და ამისთვის ის მყარი ბაზაა მოსამზადებელი ჩვენს, რეპეტიტორ-მასწავლებლების მიერ, რასაც ვაკეთებთ . სერვისები. ჯი-ს წარმატებებს ვუსურვებ, ვთვლი რომ ძალიან კარგი დამაკავშირებელია .
ბოლოს ჩვენს კითხვებს ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი, ფილოლოგი მანანა ნიჟარაძე პასუხობს:
-აბიტურიენტი უკვე ის ასაკია, როდესაც მოსწავლე ეროვნულისთვის ემზადება, თუ საატესტატო გამოცდისთვის უნდა ბავშვს მომზადება მაშინ მეშვიდე კლასიდან ვამზადებთ, თუ ეროვნულებისთვის აქ ბავშვის ცოდნის დონესაც გააჩნია ბუნებრივია, თუ ძალიან სუსტია ქართულში და არანაირი ნიადაგი არა აქვს, მაშინ მე არ ვარ მომხრე, როდესაც გაზაფხულის სემესტრიდან იწყებენ მომზადებას და რამდენიმე თვით ემზადებიან, ეს არ არის საკმარისი, ასე სათანადო ქულას ვერ მიიღებს ეროვნულ გამოცდებზე, ანუ მინიმუმ ერთი წელი მაინც სავალდებულოა რომ მოემზადოს.
-დიახ ორივე საკითხში გეთანხმებით, ნამდვილად ასეა, რომ ეს მოიტანა ქაოტურმა სისტემამ და ეს არ არის პედაგოგის ბრალი, რაც შეეხება რჩევას, გააჩნია ბავშვს აქვს თუ არა ინტერესი,მოგეხსენებათ ახლა ბავშვებს ვერაფერს მოვახვევთ თავს, მითუფრო ძალადობრივი მეთოდით, მაგრამ თუ ჩვენ პედაგოგები რაიმე საინტერესო ფორმით მივაწვდით ამას, ანუ
გრამატიკის ცოდნის აუცილებლობას ვგულისხმობ, გაცილებით გაუადვიულდებათ მათ, ძალიან ელემენტარულიდან თუ დავუწყებთ და ბავშვი თუნდაც მე-7-ე კლასიდან მიაღწევს სწორად წერას და სწორად მეტყველებას ასეთ ბავშვს უკვე მე-12-ე კლასში აღარ დასჭირდება მომზადება კერძო რეპეტიტორთან როცა მას უკვე აბიტურიენტი ერქმევა და უაზროდ ფულის გადაყრა მშობელს, ძალიან მარტივად დაჯდება, იმუშავებს საკუთარ თავზე, თუნდაც ნებისმიერ ადგილას, სადაც იყიდება ეროვნულების შესაბამისი ტესტები, იყიდის თავისთვის გააკეთებს ერთი თვის განმავლობაში თუნდაც რამდენჯერმე და ეს იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ მან მიიღოს საკმაოდ მაღალი ქულა, მითუფრო თუ ბავშვს განსაკუთრებული ნიჭი და მიდრეკილება აქვს ისეთ საგნებზე, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ბუნებრივია მას ჰუმანიტარულისკენ ვერ წამოიყვან, გრამატიკის სიღრმისეულ წვდომაზე ვერ მომართავ მის დროს და ენერგიას, ელემენტარულად მივიტანოთ ბავშვის გონებამდე, რომ დაიწყოს დროულად რაც ზემოთ ვთქვი.
ძალიან დაბალი კულტურის, განათლების და თვითშეგნების მაჩვენებელია რეალურად ის, როდესაც საკუთარ ენაზე ელემენტარულად სწორად ან ვერ ვმეტყველებთ, ან არ შეგვიძლია თუნდაც სწორად წერილის მიწერა ვინმესთვის, უბრალოდ ამას თუ შევაგნებინებთ ბავშვებს გარკვეულ ასაკში, ის ისედაც გადახედავს პადაგოგების გარეშე რაღაც თემებს.