fb

ავიაკომპანიები

ავიაკომპანიები

Vanilla Sky - ტურები და ავიასერვისი საქართველოს მასშტაბით
eyeნანახი
Vanilla Sky - ტურები და ავიასერვისი საქართველოს მასშტაბით

Vanilla Sky - ს ექსკლუზიური მომსახურება - პირველი ავიატაქსი საქართველოს ტერიტორიაზე! ჩვენ ვანხორციელებთ ფრენებს სხვა და სხვა დანიშნულებით, შესაბამისი საფრენი აპარატის შერჩევით. ჩვენი საჰაერო ტრანსპორტი შეესაბამება უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტებს. Vanilla Sky ფლობს კომფორტული, მცირე ზომის საფრენი აპარატების პარკს, რაც საშუალებას გვაძლევს ვუზრუნველყოთ ფრენების მაქსიმალური ოპერატიულობა, კომფორტი, უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა. ჩვენი სერვისი მოიცავს ფართო სპექტრს - მგზავრთა გადაყვანა, სატვირთო გადაზიდვები ,ავია გასეირნება, ავია გადაღება და სხვა. კომპანიის საჰაერო პარკი და აეროდრომი მდებარეობს ნატახტარში, თბილისიდან 20 წუთის სავალზე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://ticket.vanillasky.ge/ge/air-services ან დაგვიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

ავიაკომპანიები
იზი ჩარტერი
იზი ჩარტერი

ავიაკომპანია იზი ჩარტერი ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკური სერვისების გლობალური მომწოდებელია. 2015 წლიდან, რეგულარულად ვახორციელებთ სხვადასხვა კატეგორიის ტვირთების ავიაგადაზიდვებს. ჩვენი მთავარი მისიაა შევქმნათ მაქსიმალური კომფორტი თქვენთვის და მოვახდინოთ პოზიტიური ცვლილებები გარემოსა და ადამიანებზე. არ ვუშინდებით გამოწვევებს, ვისახავთ ახალ მიზნებს და მუდმივად ვზრდით ხარისხსა და სტანდარტს ბაზარზე, კვალიფიცირებული და გამოცდილი სტაფის დახმარებით. ჩვენს კომპანიას მოპოვებული აქვს სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირების აკრედიტაცია ჰონკ-კოგში, საიდანაც წარმატებით ვახორციელებთ მათ ავიაგადაზიდვას სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ვახორციელებთ ფრენებს მალაიზიასა და მაკაუდან ნებისმიერი მიმართულებით. ვამაყობთ, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შევძელით პისიარ ტესტებით, ვაქცინებითა და სამედიცინო წამლებით არაერთი ქვეყნის დახმარება, მათ შორის საქართველოში შემოვიტანეთ მილიონი ვაქცინა. რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისიდან დღემდე აქტიურად ვახორციელებთ ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდებას უკრაინისთვის. იზი ჩარტერი არის ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც რეგულარულად ახორციელებს ევროპიდან ჰუმანიტარულ რეისებს ავღანეთში.

სულ 6 რეზულტატი