დერმატოლოგის მომსახურება

ბიუთი მედი
ბიუთი მედი

ადამიანის კანი წარმოდგენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესების სარკეს. ამიტომაც, დერმატოლოგი ებრძვის არა მხოლოდ მასზე ასახულ პრობლემას, არამედ ზრუნავს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შედეგის ხანგრძლივად შენარჩუნებაზე. კლინიკა ბიუთი მედი გთავაზობთ კანის ყველაზე გამოხატულ და შემაწუხებელ პრობლემებთან ბრძნოლას: აკნე; ფსორიაზი; როზაცეა; კანის პიგმენტაცია; კანის სოკოვანი დაავადებები; დერმატიტი; ხალები, მეჭეჭები ან კანის სხვა წარმონაქმნები; ჩვენს კლინიკაში გამოცდილი ექიმი-დერმატოლოგები წარმატებით ებრძვიან კანის დაბერების პროცესებს, ისეთი კოსმეტიკური მანიპულაციებით როგორებიცაა: ბუნებრივი შემავსებლები (ფილერი); ბოტოქსის ინექციები; პლაზმოთერაპია; მეზოთერაპია; ბიორევიტალიზაცია; ლაენეკ თერაპია და ა.შ. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ირინა ბიბილაურის ესთეტიკურ დიაგნოსტიკური კლინიკა
ირინა ბიბილაურის ესთეტიკურ დიაგნოსტიკური კლინიკა

ირინა ბიბილურს გააჩნია 20 წლიანი გამოცდილება ესთეთიკურ–კოსმეტოლოგიურ სფეროში. წლების განმავლობაში ის მუდმივად თავაზობდა მომხმარებელს მსოფლიოში აპრობირებულ ინოვაციურ ტექნოლოგიებს. სწორედ მისმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ და ინოვაციური ტექნოლოგიების პროგრესმა განაპირობა ირინა ბიბილაურის ესთეტიკურ–დიაგნოსტიკური კლინიკის შექმნა. აქ ყოველთვის ზრუნავენ პერსონალის კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის ამაღლებაზე. კომპანიის თითოეული თანამშრომელი მუდმივად გადის საზღვარგარეთ პროფესიული გადამზადების ტრენინგებს. ირინა ბიბილაურმა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებით, პაციენტებზე მუდმივი ზრუნვით და სწორი მენეჯმენტით მოიპოვა მომხმარებელთა ნდობა და პოპულარობა. იგი ფლობს 100 -ზე მეტი დიპოლომსა და სერტიფიკატს. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითბულ ნომერზე.

დეამედი
დეამედი

ესთეტიკური მედიცინის და ჯანმრთელობის ცენტრი „დეამედი“ აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნოლოგიებით. კლინიკაში მუშაობენ დიდი გამოცდილების მქონე კვალიფიციური ექიმები და აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ პაციენტზე კომფორტულ გარემოში პროფესიონალებმა იზრუნონ. დღეისათვის პაციენტებისთვის აღარაა საკმარისი მხოლოდ ხარისხიანი სამედიცინო სერვისი. ჩვენ უზრუნველვყოფთ თითოეული პაციენტის მაქსიმალურ კომფორტს, ინდივიდუალურ ყურადღებას და აბსოლუტურ კონფიდენციალობას. კლინიკა „დეამედი“ -ს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს თმის გადანერგვა და თმის ცვენის დიაგნოსტკა-მკურნალობა, დერმატოლოგია, დერმატო-კოსმეტოლოგია, ენდოკრინოლოგია, ლაზერული ეპილაცია. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

კლინიკა მარჯანი
კლინიკა მარჯანი

”მარჯანი” მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც მედიცინის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს: დერმატოვენეროლოგიას, ტრიქოლოგიას, დერმატოონკოლოგიას, დერმატოკოსმეტოლოგიას, იმუნოლოგიას, ფიზიოთერაპიას, დერმატოქირურგიას და უნდა აღინიშნოს რომ ეს ჩამონათვალი ყოველწლიურად იზრდება. სამედიცინო ცენტრი ”მარჯანი” ეფექტურად მოღვაწეობს ყველა მიმართულებით და გარდა სამკურნალო საქმიანობისა აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობაში. კლინიკის კოლექტივი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმებით, რომლებიც მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას, აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და მკურნალობის კლასიკური მეთოდების პარალელურად იყენებენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, დიაგნოსტიკის უახლეს მეთოდებს, ლაბორატორიულ კვლევებს, პროფესიონალური კოსმეტიკის უახლეს მიღწევებს და ცენტრის მრავალწლიანი მუშაობისა და გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ მკურნალობის ინოვაციურ მეთოდოლოგიებს. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.