შეუკვეთე 211 მომსახურებიდან "რეპეტიტორი, მოსწავლეების მომზადება"
შევასწავლი ინგლისურს, გეოგრაფიას და ისტორიას სახლში მისვლით
შეფასების გარეშე
შევასწავლი ინგლისურს, გეოგრაფიას და ისტორიას სახლში მისვლით
ფასი:100.00 ₾-დან

ვარ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი. შევასწავლი სკოლის მოსწავლეებს ინგლისურს 1-დან მე-10 კლასის,ხოლო ისტორიას და გეოგრაფიას მე-5 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით.(ადგილზე მისვლით). ამჟამად მყავს მოსწავლეები და მაქვს ძალიან კარგი გამოცდილება. ჩემი მოსწავლეების წახალისების მიზნით, ყოველი თვის ბოლოს გვექნება საერთო კლასგარეშე აქტივობები სურვილისამებრ,რადგან მეტად გაიღრმავონ ცოდნა და ამავდროულად განიტვირთონ და გაიფართოვონ სამეგობრო წრე. (გასვლა მუზეუმებში,სასეირნოდ,კინოთეატრებში და ა.შ) ეს ყველაფერი ხდება მშობლებთან შეთანხმებით. ინგლისურის სწავლების პროგრამა მოიცავს როგორც სკოლის, ასევე კლასგარეშე პროგრამას:სასაუბრო,წერა-კითხვის გაუმჯობესება,ლექსიკური მარაგის გაფართოება და ესეების წერა. ფასი 100 ლარი 8 გაკვეთილი; 120 ლარი 12 გაკვეთილი დრო: **** სთ(საჭიროებისამებრ უფრო მეტი) ისტორიის და გეოგრაფიის სწავლების პროგრამა მოიცავს სკოლის პროგრამის დამუშავებას, გააზრებას და დისკუსიებს. ყოველთვის იქნება დამატებითი საინტერესო მასალები, რითაც მოსწავლე გაიღრმავებს ცოდნას. ფასი: 90 ლარი 8 გაკვეთილი; 110 ლარი 12 გაკვეთილი დრო 1.30 - 2სთ. (საჭიროებისამებრ უფრო მეტი)

სასწავლო ცენტრი "სპექტრი"   - მომზადება ისტორიაში - მისაღები და გამოსაშვები გამოცდებისთვის.
შეფასების გარეშე
სასწავლო ცენტრი "სპექტრი" - მომზადება ისტორიაში - მისაღები და გამოსაშვები გამოცდებისთვის.
ფასი:100.00 ₾-დან

სასწავლო ცენტრი "სპექტრი" მომზადება ისტორიაში - მისაღები და გამოსაშვები გამოცდებისთვის. სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებს **** წლის ნოემბრიდან. ცენტრის საქმიანობა მოიცავს, საგანმანათლებლო პროექტებს და ტრენინგებს. ცენტრში გადამზადებული აბიტურიენტების 100% მოხვდა სასურველ უნივერსიტეტებში - პირველივე განაცხადით. "სპექტრელების" მოგებული სახელმწიფო გრანტი ბევრად აღემატება 1 000 000 ლარს. 2018 წლიდან სასწავლო ცენტრი ჩაერთო ევროკავშირის პროგრამაში. ცენტრის ტრენინგები ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, კერძო კომპანიებსა და საჯარო სამსახურებში. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით: სლაიდი, პრეზენტაცია, ტესტები, სავარჯიშოები და ინტერაქცია. ხანგრძლივობა: კვირაში 2 დღე. დრო: 1.30 სთ-დან 2 სთ-მდე

სოფო გულიკაშვილი-მათემატიკა
შეფასების გარეშე
სოფო გულიკაშვილი-მათემატიკა
ფასი:შეთანხმებით

მოგესალმებით! ვასწავლი მათემატიკას სკოლის მოსწავლეებს. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი. ასევე ვასწავლი სასწავლო ცენტრში. ვარ კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული. ვარ პუნქტუალური, მაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ვარ შედეგზე ორიენტირებული. მოსწავლეებს ვთავაზობ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროგრამას. მეცადინეობა ითვალისწინებს მოსწავლეთა დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას მათემატიკის სწავლის მიმართ. ფასი შეთანხმებით. შესაძლებელია როგორც ჩემთან მოსვლა, ასევე თქვენთან მოსვლაც. გისურვებთ წარმატებას!