ვამზადებ ფრანგულ ენაში ონლაინ სკაიპით

ვამზადებ ფრანგულ ენაში
ვამზადებ ფრანგულ ენაში

ფრანგული ენის სრულფასოვნად შესწავლა. გთავაზობთ ფრანგული ენის გაკვეთილებს დისტანციურად, იქმნება დამწყებთა ჯგუფი. ჯგუფში მინიმუმ ორი, მაქსიმუმ ოთხი მოსწავლე. ფასი150 ლარი. ინდივიდუალური გაკვეთილების ფასი 170 ლარი, კვირაში ორჯერ, თითო საათი, სახლში მისვლით 250ლარი. ნაკლები საშინაო დავალებებით სწრაფად შეგასწავლით ფრანგულ ენას. გამოყენებული იქნება აუდიო ლიტერატურა და ფრანგული წიგნები. შემუშავებული პროგრამის მიზანია მსმენელმა მოკლე დროში შეძლოს სასურველი მიზნის მიღწევა სწავლების დაწყება შესაძლებელია ნებისმიერი დონიდან - A1; A2; B1; B2; C1; C2; დამიკავშირდით ან მომწერეთ პირადში.

ფრანგული ენა ინდივიდუალურად, დისტანციურად
ფრანგული ენა ინდივიდუალურად, დისტანციურად

აბიტურიენტებსა და სხვა მსურველებს გთავაზობთ ფრანგული ენის საფუძვლიანად შესწავლას და DELF-ის დa DALF-ის გამოცდებისთვის მომზადებას ინდივიდუალურად, ონლაინ. თქვენ შეძლებთ: • გამართულად წერას, განივითარებთ კითხვის, მოსმენის და დახვეწილი გამოთქმით საუბრის უნარ-ჩვევებს; • ესსეების წერას, სხვადასხვა სახის შემეცნებითი და პროფესიული ტექსტების კითხვასა და ანალიზს; ვარ გამოცდილი პედაგოგი, მხატვრული და სხვა ლიტერატურის მთარგმნელი, მრავალი წლის განმავლობაში კულტურული ტურების გიდად და მენეჯერად მუშაობის გამოცდილებით. ცოდნის დონის შესაბამისად შეგირჩევთ და უფასოდ გამოგიგზავნით ციფრულ სახელმძღვანელოებს და მხატვრულ ლიტერატურას. P.S. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გრამატიკის შესწავლისა და წერილობითი სავარჯიშოების გარეშე ფრანგული ენის სწავლა შეუძლებელია, ამიტომ ნუ მომთხოვთ მხოლოდ "სალაპარაკო ენის" სწავლებას. სწავლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მოსწავლის უნარ-ჩვევებსა და სამეცადინოდ გამოყოფილი დროის ხანგრძლივობაზე. სწავლის საფასური მეცადინეობის ხანგრძლივობის მიხედვით: საბაზისო დონიდან A2-მდე – დრო 45 წთ. ან 1 სთ. – თვეში - 200-240 ლარი, ან 80-100 ევრო); შესაძლებელია, იმეცადინოთ 45 წთ. - 25 ლ. (საბაზისო დონიდან A2-მდე); A2-დან B2-მდე – 15 ევრო (ან 45 ლ. - 1,5 სთ.). (თვეში - 240-დან 360 ლარამდე ან 100-120 ევრო))

ფრანგული ენა
ფრანგული ენა

ვასწავლი ფრანგულ ენას 10 წლიანი გამოცდილებით. დამთავრებული მაქვს უნივერისტეტი საფრანგეთში - ხელოვნების ისტორიის მიმართულებით, ასევე დამთავრებული მაქვს ენის კურსები ბრიუსელში და კამპერში (ბრეტანის რაიონი -საფრანგეთი). 5 წელია ვცხოვრობ საქართველოში, ვასწავლის ენის კურსების კოლეჯში, მაქვს მიღებული ფრანგული ენის მასწავლებლის ლიცენზია და მყავს ამჟამად 17 ინდივიდუალური მოსწავლე. ჩემი მოსწავლებიის მიზანი არის დელფის გამოცდების ჩაბარება და სწავლის გაგრძელება საფრანგეთში. A1 დონე გრელდება 3 თვე - ანუ 24 გაკვეთილი. სამი თვის თავზე წერთ ტესტებს და ზეპირ გამოცდას A2 დონეც გრძელდება 3 თვე. B1 დონე გრძელდება 5 თვე. B2 დონე ასევე 5 თვე. თითეული დონის ბოლოს ვატარებ ტესტებს. თითეული დონის ფასი 8 გაკვეთილი ღირს 150 ლარი, დონეების მიხედვით ფასს არ ვუმატებ. როგორც უკვე ავღნიშნე გაკვეთილები ტარდება ონლაინ ვაცაფის მეშვეობით 1 საათი, კვირაში 2 დღე ინდივიდუალური ( ჯგუფები არ ამყავს) ყველანაირი მასალა მე მაქვს, თქვენ მხოლოდ სამი რვეული დაგჭირდებათ. ჩემი პირობები კი შემდეგია 1. თანხა ირიცხება პირველ გაკვეთილზე ( შემდეგი 8 გაკვეთილის ) 2. მოსწავლე თუ გააცდენს თვეში ერთ გაკვეთილს მოხდება ჩემი მხრიდან ამ გაკვეთილის ანაზღაურება. 1ზე მეტ გაკვეთილს არ ვანაზღაურებ. მე თუ გავაცდინე რაც ფაქტობრივად გამორიცხულია - რა თქმა უნდა ავანაზღაურებ ჩემს გაცდენილს. 3. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს გამართული ინტერნეტი და კომპიუტერი სადაც შეძლებს ვაცაფის გამოყენებას 4. უმჯობესია მოსწავლის მიზანი იყოს დეფლის გამოცდების ჩაბარება თავისუფალი ადგილები მექნება მაისის ბოლოს, მომწერეთ ვაცაფში.

ისწავლე ფრანგული ენა დისტანციურად
ისწავლე ფრანგული ენა დისტანციურად
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 6 შეფასება

გამარჯობა, გასწავლი ფრანგულ ენას A1-B2 დონის ჩათვლით, დისტანციურად. პროფესიით ვარ ექიმი, ქირურგი, პარალელურად უკვე რამდენიმე წელია ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას. ფრანგულის სწავლა ბავშვობაში დავიწყე, დღეისთვის კი ენას ვფლობ სრულყოფილად, მაქვს DELF B2 სერთიფიკატი, რომელიც შეგიძლია იხილო ქვემოთ. მაქვს ჩემი შემუშავებული სასწავლო პროგრამა, რომელიც შენთვის ენის ათვისებას უფრო მარტივს გახდის და სასურველ შედეგს მალე მიაღწევ. მე მთელ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას გაგიზიარებ, მთავარია შენც მოინდომო და მომყვე, ასე შედეგიც არ დაიგვიანებს. ღირებულება: თვეში 150 ლ, კვირაში 1 გაკვეთილი; თვეში 250 ლ, კვირაში 2 გაკვეთილი; თვეში 350 ლ, კვირაში 3 გაკვეთილი. თანხა უნდა ჩარიცხოთ სწავლის დაწყებამდე. (ასევე შესაძლებელია ინდივიდუალური გრაფიკის შედგენა).

video icon სერტიფიკატი