fb

​საქარე მინის პოლირება

საქარე მინის პოლირება მინაზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრის პროცედურაა. საქარე მინა მძღოლს და მგზავრებს ნალექისგან იცავს. ექსპლუატაციის დროს შუშის ზედაპირი ექვემდებარება თოვლის, სეტყვის, ქვებისა და მტვრის უარყოფით გავლენას. მცირე ნაწილაკების გავლენით მინა ხდება ნაკლებად გამჭვირვალე და აუარესებს ხილვადობას. მსგავსი დაზიანება შესაძლოა ავარიის მიზეზიც კი გახდეს. 

ნაკაწრების გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს არასათანადო მოვლაც. აბრაზიული საწმენდი საშუალებების, მშრალი და უხეში ნაწიბურების გამოყენება დაზიანების ხშირი მიზეზია. ვინაიდან ახალი საქარე მინის დაყენება მეტ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს, საქარე მინის პოლირება სწორი გადაწყვეტილებაა. 
​საქარე მინის პოლირება