მანქანები საბოლოო შესყიდვით
წინასწარი შენატანის და დღიური ანაზღაურების საფუძველზე შეგიძლიათ მანქანები საბოლოო შესყიდვით დაიქირავოთ. ამ ტიპის სერვისით სარგებლობისას, 38 თვემდე ვადაში, ავტომობილი თქვენი საკუთრება გახდება. განვადებით შეძენისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში დამატებითი პროცენტების გადახდა არ გიწევთ და პირველ ეტაპზე განსაზღვრულ ღირებულებას დროის კონკრეტულ მონაკვეთში ფარავთ.
ტოიოტა ქამრი, ფიტი, პრიუსი - ამ და სხვა მოდელების საბოლოო შესყიდვით შეძენა ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლიათ. ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პირობებით სერვისის მისაღებად რამოდენიმე წუთია საჭირო, რაც მთავარია შეფასების გამჭვირვალე სისტემა საშუალებას მოგცემთ, რომ მომხმარებელთა რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ყველაზე სანდო გამქირავებელი შეარჩიოთ.