მანქანები საბოლოო შესყიდვით

წინასწარი შენატანის და დღიური ანაზღაურების საფუძველზე შეგიძლიათ მანქანები საბოლოო შესყიდვით დაიქირავოთ. ამ ტიპის სერვისით სარგებლობისას, 38 თვემდე ვადაში, ავტომობილი თქვენი საკუთრება გახდება. განვადებით შეძენისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში დამატებითი პროცენტების გადახდა არ გიწევთ და პირველ ეტაპზე განსაზღვრულ ღირებულებას დროის კონკრეტულ მონაკვეთში ფარავთ.

ტოიოტა ქამრი, ფიტი, პრიუსი - ამ და სხვა მოდელების საბოლოო შესყიდვით შეძენა ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლიათ. ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პირობებით სერვისის მისაღებად რამოდენიმე წუთია საჭირო, რაც მთავარია შეფასების გამჭვირვალე სისტემა საშუალებას მოგცემთ, რომ მომხმარებელთა რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ყველაზე სანდო გამქირავებელი შეარჩიოთ. 

ავტომობილის ქირაობა საბოლოო შესყიდვით

თანხის დაზოგვის ეფექტური გზაა ავტომობილის ქირაობა საბოლოო შესყიდვით. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი აუცილებლობას წარმოადგენს და ბანკებთან ურთიერთობა არ გსურთ, მსგავსი სერვისით სარგებლობა მომგებიანი გზაა. განსაკუთრებით აქტუალურია ტოიოტა პრიუსის შემთხვევაში მსგავსი კონტრაქტის გაფორმება, რადგან მომხმარებელთა უმრავლესობა ამ მოდელის ავტომობილს ტაქსების კომპანიაში სამუშაოდ იყენებს. შედეგად შეუმჩნევლად იფარება ავტომობილის ღირებულება და მომხმარებელი დამატებითი ანაზღაურების გამომუშავების საშუალებასაც იღებს.

Servisebi.ge საბოლოო შესყიდვის მიზნით მრავალფეროვან მოდელებს გთავაზობთ. ერთიანი ბაზის საშუალებით სასურველი ავტომობილის შესაძენად კერძო პირებს, ან კომპანიებს მარტივად დაუკავშირდებით.

ხშირად დასმული კითხვები

ვის მივმართო ავტომობილის დასაქირავებლად საბოლოო შესყიდვის პირობით?

Servisebi.ge-ზე ავტომობილის იჯარით მიღება თქვენზე მორგებული პირობებით შეგიძლიათ. თუ მანქანის საბოლოო შესყიდვით ქირაობა გადაწყვიტეთ, ყურადღებით გაეცანით განცხადებებს და საურველი მოდელი დაუყოვნებლივ დაიქირავეთ.

რა ღირს ავტომობილის ქირაობა servisebi.ge-ზე საბოლოო შესყიდვით?

საბოლოო შესყიდვით ავტომობილის ქირაობის ფასი მოდელის შესაბამისად დაანგარიშდება. ავტომობილის კლასი და გამოშვების წელი მნიშვნელოვანი მახასიათებლებია ღირებულების გამოსათვლელად.

სად ვიპოვო ავტომობილის სანდო გამქირავებელი?

Servisebi.ge-ზე შეფასების გამჭვირვალე სისტემა მოქმედებს. თითოეულ მომხმარებელს დადებითი და უარყოფითი კომენტარის დაწერა შეუზღუდავად შეუძლია, ამიტომ სანდო გამქირავებლის პოვნა, ჩვენს პლატფორმაზე, პრობლემას არ წარმოადგენს.

რატომ არის ავტომობილის დაქირავება საბოლოო შესყიდვით მომგებიანი?

თუ ავტომობილის ქონა თქვენთვის აუცილებლობას წარმოადგენს და ამისთვის საკმარისი ფინანსები არ გაქვთ, ავტო სესხის აღება მოგიწევთ, რასაც საკმაოდ მაღალი პროცენტი ემატება. საბოლოო შესყიდვით ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, იხდით პირველად შენატანს და წინასწარ განსაზღვრულ საფასურს რამოდენიმე წელზე ანაწილებთ. ამით თქვენი გასავალი ყოველთვიურად სტაბილური და განსაზღვრულია.