მანქანების ჩამოყვანა ამერიკიდან რამოდენიმე უპირატესობით ხასიათდება:
მეორადი მანქანების მიმზიდველი ფასი;
ხარისხი და საიმედოობა;
მდიდარი ასორტიმენტი;
დაბალი გარბენი;
ამერიკის შეერთებულ შტატებში მანქანის ყიდვა მომგებიანია არა მხოლოდ მისი ღირებულების გამო. ამერიკელებს ახალი პროდუქტები უყვართ და როგორც წესი მანქანას 3-5 წელიწადში ერთხელ ცვლიან. აქედან გამომდინარე ადგილობრივი ბაზარი მუდმივად იხვეწება. ამერიკულ ბაზარზე ავტომობილების წარმოუდგენელი სიმრავლეა, შესაბამისად ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტის შერჩევის შანსი დიდია.