​მანქანების ჩამოყვანა ამერიკიდან

მანქანების ჩამოყვანა ამერიკიდან რამოდენიმე უპირატესობით ხასიათდება:
  • მეორადი მანქანების მიმზიდველი ფასი;
  • ხარისხი და საიმედოობა;
  • მდიდარი ასორტიმენტი;
  • დაბალი გარბენი;
ამერიკის შეერთებულ შტატებში მანქანის ყიდვა მომგებიანია არა მხოლოდ მისი ღირებულების გამო. ამერიკელებს ახალი პროდუქტები უყვართ და როგორც წესი მანქანას 3-5 წელიწადში ერთხელ ცვლიან. აქედან გამომდინარე ადგილობრივი ბაზარი მუდმივად იხვეწება. ამერიკულ ბაზარზე ავტომობილების წარმოუდგენელი სიმრავლეა, შესაბამისად ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტის შერჩევის შანსი დიდია. 

ავტომობილების ჩამოყვანა ამერიკიდან

ავტომობილების ჩამოყვანა ამერიკიდან საკმაოდ პოპულარული სერვისია, რადგან ამერიკაში დაბალი გარბენით მეორადი მანქანის შეძენის ალბათობა საკმაოდ დიდია. სადაზღვევო კომპანიები ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ რეპუტაციას, ამიტომ ოდნავი ზიანის შემთხვევაშიც კი მანქანა აუქციონზე გადის. სანამ მანქანას შეიძენთ შეგიძლიათ შეამოწმოთ მისი ისტორია. თითოეული მანქანა სახელმწიფო დეპარტამენტის ტრანსპორტის მონაცემთა ბაზაშია ჩამოთვლილი. თქვენ შეგიძლიათ შეიტყოთ ნებისმიერი ინფორმაცია ტექნიკური ინსპექტირების, მფლობელების რაოდენობის, საგზაო შემთხვევების შესახებ. ამისთვის მხოლოდ მოთხოვნის წარდგენაა საჭირო. 
იმისთის რომ ამერიკაში ავტომობილი ხელსაყრელი პირობებით შეიძინოთ, ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირებულ სპეციალისტებს დაუკავშირდით. ავტო იმპორტიორი კომპანიები ყველა დეტალში გაგარკვევენ და ლოჯისტიკის სრული პროცესს გააკონტროლებენ, რათა ავტომობილი უსაფრთხოდ ჩამოიყვანოთ.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები