მანქანების ჩამოყვანა იაპონიიდან

მანქანების ჩამოყვანა იაპონიიდან პოპულარული ხდება რადგან:
  • იაპონიაში მეორადი მანქანების მრავალფეროვანი არჩევანია;
  • აუქციონის პროცესი გამჭვირვალეა;
  • იაპონური მანქანები ცნობილია საიმედოობით, ეფექტურობით, თანამედროვე ტექნოლოგიებით;
აუქციონებიდან იმპორტის გზით მყიდველები სასურველ მოდელებს კონკურენტულ ფასებში იღებენ. ეს პროცესი გულისხმობს სანდო ბროკერებთან მუშაობას, რომლებიც ტენდერს ამუშავებენ, უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებს და საჭირო დოკუმენტაციას აფორმებენ. 
Servisebi.ge-ზე ავტო იმპორტიორ კომპანიებს შეგიძლიათ შუამავლების გარეშე დაუკავშირდეთ. ვებგვერდს მომსახურების საკომისიო არ აქვს, ამიტომ მანქანების ჩამოსაყვანად, ინდივიდუალური შეთანხმების შედეგად დაადგენთ მომსახურების ფასს. 

ავტომობილების ჩამოყვანა იაპონიიდან

მეორადი იაპონური მანქანები მსოფლიოში აღიარებულია საიმედოობის გამო, ამიტომ ავტომობილების ჩამოყვანა იაპონიიდან ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მოთხოვნადია. იაპონური საავტომობილო ბაზარი კარგად მოვლილ და ხარისხიან ავტომობილებს გვაწვდის. ასევე მანქანებზე კონკურენტული ფასებია და მათი ექსპლუატაციის ვადა ხანგრძლივია. იაპონიის აუქციონზე მკაცრი ინსპექტირება ტარდება შესაბამისად მყიდველი დაზღვეულია და მანქანის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებს. 

აუქციონის სიები, ინსპექტირების ანგარიშები და სხვა დოკუმენტაცია შესაძლებელია მხოლოდ იაპონურად იყოს მოცემული, რაც თარჯიმნის მომსახურებას ითვალისწინებს. აუქციონის სისტემის საფუძვლების ცოდნა და ტერმინოლოგიის გაგება მთელი პროცესის ეფექტურობისთვის გადამწყვეტია. აქედან გამომდინარე, ისეთ ავტო იმპორტიორთან ითანამშრომლეთ, რომელიც იაპონურ ბაზარზე გამოცდილი და კვალიფიციურია. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები