ავტომობილების ტრანსპორტირება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან აქტიურად ხდება, რადგან მანქანის შეძენა საზღვარგარეთ ბევრად იაფია. ამასთან უკეთესი ტექნიკური პირობების და ნაკლები გარბენის გამო, შესაძლოა შედარებით ახალი მოდელი ბევრად ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ.
ამ მხრივ მანქანის ტრანსპორტირება ამერიკიდან მომგებიანია, რადგან სადაზღვევო კომპანიები მცირე ხარვეზის დროსაც კი მანქანებს აუქციონზე გაიტანენ. მანქანის ტრანსპორტირება გერმანიიდან ყველაზე ხშირად ხდება, რადგან ყველაზე პოპულარული მოდელები (Mercedes benz, BMW, Audi) სწორედ გერმანიაში იწარმოება. გზების გამართული ინსფრასტრუქტურა და დროული მოვლა კი გერმანულ მანქანებზე მოთხოვნას ზრდის.
ასევე აქტიურად ხდება
მოტოციკლების ჩამოყვანა სხვადასხვა ქვეყნებიდან.
თუ ამერიკიდან მანქანის ტრანსპორტირება გსურთ უპირველეს ყოვლისა დაადგინეთ სასურველი მოდელი, მანქანის ასაკი და შტატი საიდანაც ყიდულობთ. ამის შემდეგ ავტო იმპორტიორი კომპანია სატრანსპორტო ხარჯებს დეტალურად გაგაცნობთ და ავტომობილის უსაფრთხოდ ჩამოყვანაში დაგეხმარებათ.