მანქანების ჩამოყვანა გერმანიიდან

გერმანიის ავტოინდუსტრიაში ჩართული ტექნოლოგიები ყველაზე მაღლა დგას, ამიტომ მანქანების ჩამოყვანა გერმანიიდან ყველაზე მოთხოვნადია. ვისაც სურს ფულის დაზოგვა და კარგი მანქანის შეძენა, უპირველეს ყოვილისა გერმანიის ბაზარს აქცევს ყურადღებას.

დღეს გერმანიაში 20-მდე ავტომწარმოებელი ქარხანაა. ავტომობლის შეძენა შესაძლებელია როგორც ტრადიციული გზით, ასევე აუქციონითაც. დღეს საზღვარგარეთ წასვლა აღარ არის საჭირო იმისთვის რომ ხარისხიანი ავტომობილი შეიძინოთ. ამისთვის საჭიროა სანდო ავტო იმპორტიორ კომპანიას დაუკავშირდეთ, რომელიც გერმანულ ბაზარზე მუშაობს და საჭირო დოკუმენტაციის გაფორმებაში დაგეხმარებათ. ჩვენს პლატფორმაზე იმპორტიორ კომპანიებს მარტივად იპოვით.

​ავტომობილების ჩამოყვანა გერმანიიდან

ავტომობილების ჩამოყვანა გერმანიიდან ძირითადად აუქციონის გზით ხდება. აუქციონი ეს არის პეციალიზებული სავაჭრო პლატფორმა, სადაც მანქანები იყიდება და მომხმარებლები ტრადიციული აუქციონის წესებით ხელმძღვანელობენ. ტენდერი ონლაინ ტარდება, როგორც ღია ასევე დახურულ ფორმატში. 

მანქანები აუქციონზე გამოტანილია ლოტების სახით, ყველა ლოტს აქვს დეტალური აღწერა, ფოტოები და საჭირო ინფორმაცია. მყიდველი წყვეტს ლოტს და წინადადებას ათავსებს, სხვა მყიდველებსაც შეუძლიათ შეთავაზება. საბოლოოდ მანქანას შეიძენს ის ვინც ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. თუ სხვა შეთავაზებები არ არის ტრანსაქცია დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები