მოსწავლეების/აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში

მოსწავლეების/აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში სურათი 1
მოსწავლეების/აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში სურათი
მეგი ბერიკიშვილი
ფასი 200.00₾

აღწერა

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. რამოდენიმე სიტყვით გაგაცნობთ ჩემს განათლებასა და გამოცდილებას: 2015-2019 წლებში ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დავამთავრე ისტორიის ბაკალავრის ხარისხით. 2019 წელს ამავე უნივერსიტეტში განვაგრძე სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე - ძველი ენები და ცივილიზაციები, რომელიც დავასრულე 2021 წელს. ამჟამად ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას და მოხარული ვარ, რომ შემიძლია ჩემი გამოცდილება და ცოდნა გავუზიარო არა მხოლოდ ჩემ მოსწალეებს სკოლაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თუ გსურთ, ერთად გავხადოთ ისტორიის სწავლა-სწავლების პროცესი მეტად მრავალფეროვანი, საინტერესო და, რაც მთავარია, ნაყოფიერი, შეგიძლიათ, დამიკავშირდეთ ჩემს საკონტაქტო ნომერზე. გაკვეთილები ტარდება როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. კვირის განმავლობაში ორი დღე. თითოეულ შეხვედრას ეთმობა 2 საათი. დამატებითი ინფორმაციისთვის: ჩემი მომავალი მოსწავლეებისთვის ყოველთვის უსასყიდლოდ ვატარებ პირველ საცდელ გაკვეთილს, სადაც მოსწავლეს ვაცნობ ჩემი მუშაობის სპეციფიკას, რის შემდეგაც ის თავად წყვეტს, რამდენად შეესაბამება მისი ინტერესები და სურვილები ჩემი პედაგოგიური მუშაობის მეთოდებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, სურს თუ არა ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელება. გმადლობთ დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

clock icon
ორშ / პარ
18:00 - 22:00
შაბათი
12:00 - 22:00
კვირა
12:00 - 22:00
warranty icon
გარანტია
დიახ

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
Transfer Payment icon გადარიცხვით

განათლება / სერტიფიკატი

certificate icon
ბაკალავრის დიპლომი
2015-09-17 - 2019-07-17
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
certificate icon
მაგისტრის დიპლომი
2019-09-14 - 2021-07-15
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სიძველეთმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი
certificate icon
მასწავლებლის გამოცდის დამადასტურებელი სერთიფიკატი
2019-09-04 - 2019-09-04
ცნობა მიღებულია მასწავლებლის საგნობრივი გამოცდის წარმატებით დასრულების შედეგად.

მდებარეობა

map icon
თბილისი
მდებარეობა რუკაზე არ არის მითითებული
შეტყობინება

თუ განცხადება შეიცავს არასწორ ინფორმაციას გთხოვთ შეატყობინოთ საიტის ადმინისტრაციას, მადლობას გიხდით აქტიურობისთვის.

თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

დაფიქსირდა შეცდომა.

შეფასება
star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review

მიიღე მომსახურება? შეაფასე მეგი ბერიკიშვილი

მსგავსი განცხადებები