ავეჯის დამზადება

ავეჯის დამზადება დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საჭირო სერვისია.  მისი მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ნამუშევრები ნებისმიერი ინტერიერისა და საჭიროების შესაბამისად, იქნება ეს რბილი ავეჯი, სამზარეულოს ავეჯი, საძინებლის ავეჯი, კარადები და ა.შ.
ავეჯის დამზადება მოითხოვს სიზუსტეს, კრეატიულობას და მასალებისა და ტექნიკის საფუძვლიან ცოდნას.   ავეჯის პროფესიონალი ხელოსნები აერთიანებენ ტრადიციულ მეთოდებს თანამედროვე ტექნოლოგიასთან, რათა დაამზადონ გამძლე, ელეგანტური ნამუშევრები, რომლებიც აკმაყოფილებს ინდივიდუალურ გემოვნებას და საჭიროებებს.  იდეალური ნამუშევარი და კმაყოფილი მომხმარებელი - ეს იმ გამოცდილი ხელოსნების მთავარი ამოცანაა, რომლებიც სერვისებზე ავეჯის დამზადების, აწყობისა და რესტავრაციის მომსახურებას გვთავაზობენ.
verify badge პრემიუმი
ავეჯის დამზადება
ავეჯის დამზადება
pin თბილისი

შექმენი შენი ოცნების სახლი ჩვენი ავეჯით. ჩვენი ხელოსნები მრავალი წელია ქმნიან მაღალი ხარისხის ავეჯს, რომელიც შენს სახლს განსაკუთრებულს გახდის! გარდერობები, სამზარეულოები, საწოლები, მისაღები ოთახის ავეჯი – ყველაფერი, რაც შენს კომფორტსა და სტილს ემსახურება. ჩვენი უპირატესობები: პერსონალიზაცია: თქვენ ირჩევთ ფერს, მასალას, ზომას და დიზაინს. საუკეთესო მასალები: ლამინატისა და მდფ-ის მაღალი ხარისხის კომბინაციები. უფასო გაზომვა: ჩვენი სპეციალისტები თქვენს სახლში განსაზღვრავენ ზუსტ ზომებს. სწრაფი მიწოდება: თქვენი ავეჯი მზად იქნება დროულად!

profile avatar Timberly
verify badge
ავეჯის დამზადება
ავეჯის დამზადება

ვამზადებთ ლამინატისა და  MDF-ის ავეჯს. ვართ გამოცდილი გუნდი და დასრულებული გვაქვს ათობით პროექტი. შეკვეთამდე საჭიროა მისამართზე მოსვლა და ზომების აღება. ამის შემდეგ ვაკეთებთ რენდერს ფერებისა და მასალის ასარჩევად, რათა ვიზუალურად შეძლოთ უკეთესად აღიქვათ სივრცე. თუ გჭირდებათ სამზარეულო, კარადები ან საძინებლის ავეჯი, დაგვიკავშირდით ნომერზე. ავეჯის დასამზადებლად და დასამონტაჟებლად საჭიროა საშუალოდ 14 დღე.

ავეჯის ხელოსანი საოფისე ავეჯის დამზადება საძინებლის ავეჯი ავეჯის დამზადება თბილისში აბაზანის ავეჯის დამზადება საბავშვო ავეჯის დამზადება სამზარეულოს ავეჯი ავეჯის აწყობა რკინის ავეჯის დამზადება ლამინატის ავეჯის დამზადება

ავეჯის დამზადება შეკვეთით

ავეჯის დამზადება შეკვეთით  გულისხმობს   მომსახურებას ინდივიდუალურად, კლიენტის სპეციფიკური საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიონალურ დონეზე.  იქნება ეს სამზარეულოს ავეჯი, საძინებლის ავეჯი,ეზოს ავეჯი, საოფისე ავეჯი, საბავშვო ავეჯი, აბაზანის ავეჯი, დეკორატიული ავეჯი და ა.შ.  
Servisebi.ge-ზე თქვენ ნახავთ პროფესიონალი ხეელოსნების მრავალფეროვან შეთავაზებებს, თქვენზე მაქსიმალურად მორგებული პირობებით. შეთავაზებების სრულ გვერდზე მოცემულია ინფორმაცია მომსახურების შესახებ, შესრულებული ნამუშევრების ფოტოები, შეფასებები და მათი საკონტაქტო ინფორმაცია.  ვებგვერდზე შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიებსა და ხელოსნებს მიერ არის განთავსებული, რაც გვაძლევს კონკურენტულ გარემოს და შეღავათიან ფასებს. 

მომხმარებლის შეფასებები

ავეჯის ხელოსანი ადგილზე მისვლით სურათი
ავეჯის ხელოსანი ადგილზე მისვლით
ლეილა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 დღის წინ

საბაში შევიძინე ჩამოტანილი მზა სამზარეულო, იდეალურად ააწყეს განახორციელეს სრული მონტაჟი, ძაან პასუხისგებლობით ეკიდებიან საქმეს. მადლობა თქვენ

ავეჯის ხელოსანი ადგილზე მისვლით სურათი
ავეჯის ხელოსანი ადგილზე მისვლით
ანი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 კვირის წინ

საკუთარი საქმის პროფესიონალები. მაღალი ხარისხით შესრულებული საქმისთვის 100% რეკომენდაცია ჩემგან.

ავეჯის ხელოსანი ადგილზე მისვლით სურათი
ავეჯის ხელოსანი ადგილზე მისვლით
დალი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 კვირის წინ

გაქირავებულ ბინაში გამოვიძახე ბიჭები, მივიდნენ მისამართზე ბევრი დაზიანებები შეაკეთეს იმავე დღეს, ძალიან კარგ ფასში. ვუწევ რეკომენდაციას

ავეჯის ხელოსანი ადგილზე მისვლით სურათი
ავეჯის ხელოსანი ადგილზე მისვლით
თამთა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 კვირის წინ

ძველებური სალასკები გადააკეთეს თანამედროვე სალასკებზე კომოდზე, მუშაობს იდეალურად, ძალიან კმაყოფილი ვარ უსწრაფესი მომსახურეობით

ავეჯის ხელოსანი ადგილზე მისვლით სურათი
ავეჯის ხელოსანი ადგილზე მისვლით
გოჩა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

მაცივარი შევიძინე და სამზარეულოში ვერ ეტეოდა სიმაღლეში, ადგილზე გადამიკეთეს სამზარეულოს ყუთები და მოარგეს მაცივარი ზომებში იდეალურად. პროფესიონალები მეტი არაფერი მეთქმის, სულ რაღაც 150 ლარში გააკეთეს

ავეჯის ხელოსანი ადგილზე მისვლით სურათი
ავეჯის ხელოსანი ადგილზე მისვლით
შორენა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

მოხარული ვარ საქართველოში რომ არის ეგეთი საიტი და გვაძლევს უფლებას შევაფასოდ ხელოსანი და გამოხმაურება დავუწეროთ, კომენტარები წავიკითხე და გადავწყვიტე უშვალოდ ამ ხელოსნებთან მეთანამშრომლა , და იმედებიც არ გამიცრუვდა , მადლობა მათ გაწეული სამუშაოსთვის

ავეჯის დამზადება იაფად

 ავეჯი ნებისმიერი საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის აუცილებელი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ფუნქციურ, ასევე ესთეტიკურ მიმზიდველობას.  დროთა განმავლობაში ავეჯის დამზადება გასცდა მხოლოდ ავეჯის სარგებელს და მოგვცა ამოუწურავი შესაძლებლობები სხვადასხვა ფერების, მასალების და ტექნიკის გამოყენების გზით. პროფესიონალ ხელოსნებს შეუძლიათ დაამზადონ ავეჯი ნებისმიერი დიზაინის, ბიუჯეტის და მოთხოვნების  შესაბამისად.  ისინი უზრუნველყოფენ თქვენი სახლის ან ოფისის მოწყობას ხარისხსა და სტილზე კომპრომისის გარეშე. ჩვენს სტატიაში გავეცნობიბთ იმ პროფესიონალურ სერვისებს, რომლებსაც გვთავაზობენ ხელოსნები ავეჯის დამზადებისას. ასევე, გასწავლით როგორ იპოვოთ გამოცდილი ხელოსნები მარტივად და მიიღოთ მომსახურება შეღავათიან ფასად.
 ავეჯის დამზადება შეკვეთით მოიცავს მომსახურების ფართო სპექტრს, ახალი ავეჯის დამზადებიდან დაწყებული ძველი ავეჯის აღდგენამდე და განახლებამდე.  ბევრი ავეჯის მწარმოებელი კომპანია და ხელოსანი გვთავაზობს ყოვლისმომცველ მომსახურებას, რომელიც მოიცავს კონსულტაციას, დიზაინს, მასალის შერჩევას, დაჭრას და აწყობას.  ეს ყოვლისმომცველი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ავეჯის ყველა ნაწილი დამზადდეს ზრუნვით და სიზუსტით, რაც აკმაყოფილებს კლიენტის ზუსტ მოთხოვნებსა და სურვილებს
არჩევანი და მრავალფეროვნება
 ავეჯის დამზადება საშუალებას გვაძლევს თავად შევარჩიოთ სასურველი ავეჯის ნებისმიერი დეტალი, დიზაინი, მასალა და წყობა.  მასალების ფართო არჩევანი საშუალებას გვაძლევს თავად შევარჩიოთ ის ფასისა და ვიზუალის გათვალისწინებით.  ავეჯის დასამზადებლად ძირითადად იყენებენ MDF-ს, ხეს, ხის შპონს, ლამინირებული DSP-ს (ე.წ. ლამინატს), ლითონს, და მინას, რომელთაგანაც თითოეული გვთავაზობს ესთეტიკას და ფუნქციონალურობას.  არ აქვს მნიშვნელობა  უპირატესობას ანიჭებთ თანამედროვე, მინიმალისტურ, კლასიკურ თუ ტრადიციულ სტილს, მასალების და ფერთა მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას გავალამაზოთ ნებისმიერი ინტერიერი.  
 ავეჯის დამზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ინდივიდუალურად მუშაობის შესაძლებლობა. შეკვეთით დამზადებული ავეჯი შექმნილია სპეციალურად კლიენტისთვის, მათი უნიკალური საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. პერსონალიზაციის ეს დონე იძლევა სრულყოფილ მორგებასა და ფუნქციონირებას, განსაკუთრებით უჩვეულო ზომების ან სპეციფიკური მოთხოვნების მქონე სივრცეებში. ხელოსნები გადიან კონსულტაციას კლიენტებთან მათი ხედვის გასაგებად, სთავაზობენ პროფესიონალურ რჩევებსა და კრეატიულ გადაწყვეტილებებს მათი ხედვის გასაცოცხლებლად, სთავაზობენ ბიუჯეტის შესაბამის შეთავაზებებს სასურველი ვიზუალის მისაღებად.
ავეჯის დამზადება შეღავათიან ფასებში
ხელმისაწვდომ ფასად ავეჯის დამზადება ხარისხის კლებას სულაც არ ნიშნავს. ბევრი ავეჯის მწარმოებელი და ხელოსანი გვთავაზობს მაღალი ხარისხის ავეჯს შეღავათიან ფასებში, რაც მას ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომს ხდის. ჩვენი პლატფორმა SERVISEBI.GE დაგეხმარებათ მოიძიოთ სასურველი სპეციალისტი თქვენთვის მისაღებ ფასად. სერვისებზე ავეჯის მწარმოებელი კომპანიებისა და ავეჯის ხელოსნების მრავალფეროვან განცხადებებს ნახავთ მორგებული პირობებით, მაღალი ხარისხის მომსახურებით და კონკურენტული ფასებით. თუ გაინტერესებთ ავეჯის დამზადება ფასები და პირობები შეგიძლიათ მარტივად გაეცნოთ ვებგვერდზე, დეტალური ინფორმაციისათვის კი დაუკავშირდეთ მათ, საკონტაქტო ნომერზე.  ვებგვერდზე არსებულ კონკურენტულ და მრავალფეროვან შეთავაზებებს შორის აუცილებლად იპოვით თქვენი ბიუჯეტისა და სურვილების შესაბამის სერვისს, თანაც გამოცდილ სპეციალისტთან. 
რაც მთავარია, მომსახურების მიღება შესაძლებელია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და სხვა ქალაქებში.
 აღარ გადადოთ ავეჯის შეკვეთა, შეარჩიეთ საუკეთესო სპეციალისტი საუკეთესოთაგან სერვისებიის დახმარებით და აქციეთ თქვენი სურვილები რეალობად. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​ როგორ მოვძებნოთ ავეჯის სპეციალსტი სერვისებზე?

SERVISEBI.GE-ზე ავეჯის დამზადების მრავალფეროვან შეთავაზებებს ნახავთ სხვადასხვა შემსრულებლების მხრიდან. აირჩიეთ ავეჯის დამზადების კატეგორია და ნახეთ აქტიური განცხადებები თქვენს ქალაქში.

სად შემიძლია მომსახურების მიღება?

მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში და ა.შ.  გაფილტრეთ აქტიური შეთავაზებები ქალაქის მიხედვით და ნახავთ შესაბამის განცხადებებს.

​რა მასალით მუშაობთ?

ავეჯის ხელოსნები ძრითადად მუშაობენ ხის, MDF-ის, ლამინატის, ლითონისა და მინის მასალებზე, თუმცაღა სურვილისამებრ შესაძლებელია სხვა მასალის გათვალისწინებაც. შეარჩიეთ ხელოსანი ვებგვერდზე და დაუკავშირდით დეტალებზე შესათანხმებლად.

​ რა განსაზღვრავს ავეჯის დამზადების ფასებს?

ავეჯის დამზადების ფასები განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის: მასალების ხარისხი, დიზაინის სირთულე, დამზადების დრო და მუშახელის გამოცდილება. აგრეთვე, თუ ავეჯი ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული, მისი ფასი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს სტანდარტულ ავეჯთან შედარებით. 

რამდენ დღეში მზადდება შეკვეთა?

ავეჯის შეკვეთის დამზადების დრო დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, როგორიცაა დიზაინის სირთულე, მასალების ხელმისაწვდომობა და სამუშაოს მოცულობა. ჩვეულებრივ, სტანდარტული შეკვეთები შეიძლება შესრულდეს 2-4 კვირაში, თუმცა, დეტალები უმჯობესია დააზუსტოთ წინასწარ, შერჩეულ სპეციალისტთან.

ავეჯის დამზადების დროს დაშვებული #6  შეცდომა - პროფესიონალური რჩევები დამზადების პროცესისათვის
ავეჯის დამზადების დროს დაშვებული #6 შეცდომა - პროფესიონალური რჩევები დამზადების პროცესისათვის
  ავეჯი ნებისმიერი საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის აუცილებელი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ფუნქციურ, ასევე ესთეტიკურ მიმზიდველობას.  მისი ...
ყველას ნახვა