გთავაზობთ ინდივიდუალურ გაკვეთილებს ფორტეპიანოში, როგორც დამწყებთათვის, ისე მათთვის, ვისაც სურს ცოდნის განახლება ან გაღრმავება, ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის. რეპერტუარი – კლასიკური, თანამედროვე, საგამოცდო თუ ჰობისთვის. ასევე თუ გაქვთ სურვილი ჩააბაროთ კონსერვატორიაში ან სხვა მუსიკალურ დაწესებულებაში, გთავაზობთ ფორტეპიანოს ინდივიდუალურ გაკვეთილებს, რომლებიც მორგებულია კონკრეტულად მიმღები გამოცდების მოთხოვნებზე. თუ უბრალოდ გსურთ დაკვრით სიამოვნების მიღება – შენს გემოვნებას მივყვებით და ერთად ავირჩევთ სასიამოვნო და საინტერესო ნაწარმოებებს. მოსწავლეს ვეხმარები ნაწარმოებების სწორად შერჩევასა და დამუშავებაში, თეორიასა და მუს. ისტორიის საბაზისო ცოდნის განმტკიცებაში, ტექნიკური და არტისტული უნარების განვითარებაში. გაკვეთილები მორგებულია თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ დონეზე. გაკვეთილები ტარდება ჩემთან სახლში მოსვლით. 8 გაკვეთილის ღირებულება 200ლ. ვმუშაობ სხვადასხვა ასაკის და გამოცდილების მქონე მოსწავლეებთან. მთავარია მოტივაცია და შრომისმოყვარეობა — შედეგზე პასუხისმგებელი ვარ. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ნომერზე
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.