მომზადება მათემატიკაში

პრო
მათემატიკაში მომზადება
eyeნანახი
მათემატიკაში მომზადება
4.9
| 14 შეფასება

ვამზადებ, სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში, ასევე მათ ვისაც სურთ მათემატიკის შესწავლა. ვამეცადინებ ზაფხულშიც. განაცხადის დასაწყისში რამდენიმე მოკლე ვიდეო და სერთიფიკატია ატვირთული შეგიძლიათ ნახოთ და შეაფასოთ სწავლის მეთოდი. სკოლის წიგნის გარდა დამატებით გავდივარ წიგნებით: ღვაბერიძე, გოშხეთელიანი, ნურკი, ვეფხვაძის გავიმეოროთ მათემატიკა, თოფურია. ყველა მოსწავლე მყავს ინდივიდუალურად, ვასწავლი როგორც ბინაზე მოსვლით, ისე დისტანციურადაც ზუმით, სკოლის მოსწავლეებთან მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ ან სამჯერ. ბინაზე მოსვლით, რაც ჩემს დროის რესურსებსა და შრომას მოითხოვს ერთი გაკვეთილის ღირებულება 1 საათიანი -25ლარი, 1სთ და 30წთ - 30 ლარი. დისტანციურად 1სთ-20ლ, 1:30სთ-25ლ შესაბამისად სწავლის საფასურიც ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობით და დროით განისაზღვრება, ბინაზე მოსვლით 8 გაკვეთილი 200-240 ლარია, ხოლო აბიტურიენტები თვეში 12 გაკვეთილი 300-350 ლარი. სხვა პირობები შეთანხმებით. აბიტურიენტებთან ჯერ გავივლი ღვაბერიძის ორივე ნაწილის (ა) ვარიანტს და შემდეგ წინა წლების საგამოცდო ტესტებს. მოსწავლეებს ვტვირთავ დავალებებით, ყოველი თავის ბოლოს იქნება შემაჯამებელ წერა, რათა მოსწავლემ უკეთ გაიღრმავოს ცოდნა, მოსწავლეების მიმართ ვარ მომთხოვნი და მეგობრული. დამთავრებული მაქვს თსუ-ში ეკონომიკური. მაქვს მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან, სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება. ჩემზე შეფასებებიც უწერიათ მოსწავლეებსა და მშობლებს. ვმუშაობდი მოსწავლეების მოსამზადებელ ცენტ IQ აიქიუში, გარდა ამისა, გავლილი მაქვს ცოდნის გაღრმავების ტრენინგები, დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით გისურვებთ წარმატებებს !

certificates icon სერტიფიკატი
video play icon ვიდეო
ტელეფონი
პრო
მათემატიკის რეპეტიტორი Math classes for IB, SAT, STAM students
eyeნანახი
მათემატიკის რეპეტიტორი Math classes for IB, SAT, STAM students

მათემატიკაში მოვამზადებ: მოსწავლეებს, აბუტურიენტებს , სტუდენტებსა და მასწავლებლებს (ქართულ/ინგლისურ/რუსულ/გერმანულ ენოვანს) როგორც ეროვნული, ასევე უცხოური გამოცდებისთვის (ეროვნული პროგრამა, IB, SAT, Linear Algebra, Differential Calculus, Stats and Probability) . ყველას ვთავაზობ უფასო საცდელ გაკვეთილს/გასაუბრებას, რომელიც ძალიან სასარგებლო და საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის. დავმთავრე კომაროვი, შემდეგ NRNU. მაქვს 20 წლიანი გამოცდილება. უმაღლესი ქულა მასწავლებლის გამოცდაში. მოსწავლეთა შედეგები: ყველა აბიტურიენტმა მოიპოვა გრანტი ეროვნულ გამოცდებში, უმაღელსი შეფასება - 7 IB Mathematics HL დასკვნით გამოცდაში. გამოცდილებით დარწმუნებული ვარ, მოტივირებულ მოსწავლეს ერთ წელიწადშიც შეუძლია მაღალი ქულების მოპოვება, თუნდაც არ ჰქონდეს თვალსაჩინო მიღეწევები სკოლაში. სწავლა იქნება საინტერესო და სახალისო.

ტელეფონი
მათემატიკაში მომზადება
eyeნანახი
მათემატიკაში მომზადება

გამარჯობა, მოვამზადებ მათემატიკაში სკოლის მოსწავლეებს მე-5 კლასიდან. მაქვს ბავშვებთან ურთიერთობის საკმაო გამოცდილება. ვარ ფიზიკა-მათემატიკური სკოლის (ვეკუა) კურსდამთავრებული და მაქვს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი თავისუფალი უნივერსიტეტიდან ( სადაც გავლილი მაქვს მათ შორის კალკულუსი ) ჩემი შეზღუდული დროითი რესურსიდან გამომდინარე, გაკვეთილები ტარდება მხოლოდ ონლაინ, , რაშიც მაქვს საკმაო გამოცდილება ( ვიზუალურად უკეთესად აღქმისთვისაც ვანიჭებ ონლაინ გაკვეთილებს უპირატესობას) მხოლოდ სკოლის წიგნით, რა თქმა უნდა, არ შემოვიფარგლები ბავშვის შესაძლებლობების სწორად გასაგებად, ჩავატარებ პირველ საცდელ გაკვეთილს, მხოლოდ ამის შემდგომ მოხდება შეთანხმება გაკვეთილები არის ინდივიდუალური, სხვა დეტალები შეთანხმებით

მოვამზადებ მათემატიკაში მაღალ დონეზე
eyeნანახი
მოვამზადებ მათემატიკაში მაღალ დონეზე

ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოვხვდი ტოპ 100 აბიტურიენტს შორის. მაქვს სამწლიანი გამოცდილება სკოლის დონის მასწავლებლობაში, ხოლო უმაღლეს მათემატიკას უკვე ერთი წელია ვასწავლი. მოვამზადებ როგორც სკოლის მოსწავლეებს სკოლის მასალაში, ისე აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის და სტუდენტებს - კალკულუსში. მისვლით მხოლოდ დიდ დიღომში, ძირითადად ონლაინ ვმუშაობ გაკვეთილის ხანგრძლივობა და საფასური მოსწავლის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, თუმცა ძალიან არ იცვლება. ხშირად ვატარებ ერთ საცდელ გაკვეთილს, რათა დონე დავადგინო

მათემატიკის რეპეტიტორი
eyeნანახი
მათემატიკის რეპეტიტორი
5.0
| 1 შეფასება

მოვამზადებ მოსწავლეებს და აბიტურიენტებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის მეორე კურსზე 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია როგორც ონლაინ ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.

მათემატიკის მასწავლებელი
eyeნანახი
მათემატიკის მასწავლებელი

გამარჯობა, მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში ონლაინ შეღავათიან ფასად. რამდენიმე წელია აქტიურად ვარ დაკავებული ონლაინ სწავლებით და საკმაო გამოცდილებაც დავაგროვე. ვსწავლობ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 100%იანი სახელმწიფო გრანტით, მოვიპოვე შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება გამორჩეული აკადემიური მიღწევებისთვის და ამჟამად ვარ საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი. ასევე ვარ ოქროს მედალოსანი და მოსწავლეობის პერიოდში ვიყავი სტუდენტ-ასისტენტი მათემატიკაში, შესაბამისად, მაქვს ბავშვებთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.

მათემატიკის მასწავლებელი
eyeნანახი
მათემატიკის მასწავლებელი

მოვამზადებ მოსწავლეებს მე-7 კლასის ზემოთ, ან მე-6 კლასელებს ვეკუა-კომაროვის გამოცდებისთვის. ცოტა რამ ჩემს შესახებ: დავამთავრე ვეკუას სკოლა მაღალი აკადემიური მოსწრებით, სკოლის პერიოდში მონაწილეობა მიმიღია მათემატიკის არაერთ ეროვნულ თუ საერთაშორისო ოლიმპიადაზე, მათემატიკის ეროვნულ გამოცდაზე ავიღე 50/51 ქულა და 100%იანი გრანტით ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე. მაქვს მათემატიკის სწავლების 3 წლიანი გამოცდილება. გაკვეთილები ტარდება ძირითადად ინდივიდუალურად, შეთანხმება შეიძლება როგორც ონლაინ ასევე სახლში მისვლაზე. დეტალებისთვის დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

მომზადება მათემატიკაში
eyeნანახი
მომზადება მათემატიკაში

მოგესალმებით, ვამზადებ აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში. აბიტურიენტთათვის სასწავლო პროგრამა აწყობილია ეროვნული გამოცდაში შემავალ საკითხებზე (naec-ის მიერ გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით), მოიცავს: წინა წლებში გამოცდებზე გამოყენებული ტესტების სრულად განხილვას, პარალელურად, პროგრამული მასალის ახსნა/შესწავლასა და შესაბამისი წიგნებიდან დამატებითი სავარჯიშოების შესრულებას. სკოლის მოსწავლისთვის თითოეულ საგანში სასწავლო პროგრამა მორგებულია სასკოლო მასალას, რომლის განმტკიცებისთვის ვიყენებ დამატებით სავარჯიშოებს/დავალებებს ფიზიკა-მათემატიკის სკოლებში სახელმწიფო პროგრამის პარალელურად გამოყენებადი წიგნებიდან. მეცადინეობები ჩატარდება ონლაინ (დეკემბრის შუა რიცხვებიდან სურვილის/საჭიროებისამებრ შესაძლებელია არადისტანციურ რეჟიმში გაგრძელებაც_მის.:ქ.თბილისი, ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონი) გაკვეთილის ხანგრძლივობა _1.5 სთ შესაძლებელია, აბიტურიენტთათვის_თვეში 12 მეცადინეობა სკოლის მოსწავლისთვის_თვეში 8 ან 12 მეცადინეობა (მშობლის სურვილის მიხედვით) დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დამიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე. გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!♥️