მათემატიკის რეპეტიტორი

verify badge პრო
მათემატიკის რეპეტიტორი მოსწავლეებისა და აბიტურიენტთათვის
მათემატიკის რეპეტიტორი მოსწავლეებისა და აბიტურიენტთათვის

ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მათემატიკაში. მაქვს სწავლების 15 წლიანი გამოცდილება, მოსწავლეებზე მორგებული, თანამედროვე სწავლების მეთოდებით. სკოლის მოსწავლეებისათვის კვირაში ტარდება მინიმუმ 3 გაკვეთილი (გაკვეთილების რაოდენობა იზრდება მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად, თუმცა გაკვეთილების რაოდენობის ზრდა ფასზე გავლენას არ ახდენს). აბიტურიენტებისათვის კვირაში ტარდება მინიმუმ 4 გაკვეთილი ( საჭიროების შემთხვევაში 5-6 გაკვეთილი, ხოლო გამოცდებამდე 1 თვით ადრე მეცადინეობა მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. გაკვეთილების რაოდენობის ზრდა არ იწვევს ფასის ცვლილებას). ლოკაცია: გლდანი / ლოკაცია მარტივად მოსაგნებია, რადგან მდებარეობს ავტობუსის გაჩერებასთან 50 მეტრში, გზის პირას. სკოლის მოსწავლეებისათვის (მეთერთმეტე კლასის ჩათვლით) გაკვეთილების თვიური ღირებულებაა 90-110 ლარი, ხოლო აბიტურიენტთათვის 160 ლარი. დეტალებისათვის დამიკავშირდით ნომერზე.

ტელეფონი
პრო
მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი

დავამთავრე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. ამჟამად ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი. მაქვს მოსწავლეების მომზადების 3 წლიანი გამოცდილება, რის განმავლობაშიც წარმატებული შედეგი მივიღეთ არაერთი კლასის, სკოლის, მათ შორის IB პროგრამისა და კომაროვის მოსწავლესთან, ასევე კომაროვის მისაღები გამოცდების მოსწავლეებთან კომაროვის მასალთ(4,5,6 კლასი). სწავლის პროცესი არის მოსწავლეებზე მორგებული, საინტერესო და სახალისო. ვატარებ, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ გაკვეთილებს. დანარჩენი დეტალებისთვის დამიკავშირდით ნომერზე

ტელეფონი
მათემატიკის გაკვეთილები
მათემატიკის გაკვეთილები

ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში (MACS) მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის ინჟინერიის ფაკულტეტზე. დავამთავრე კომაროვი. ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს - მათემატიკაში. სურვილისამებრ, ვამეცადინებ აკადემიური დასვენების დროსაც. ვასწავლი, როგორც ბინაზე მოსვლით, ასევე მისვლით და დისტანციურადაც ზუმით, სკოლის მოსწავლეებთან მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ ან სამჯერ. ბინაზე მოსვლით, რაც ჩემს დროის რესურსებსა და შრომას მოითხოვს ერთი გაკვეთილის ღირებულება 1 საათიანი -30 ლარი, 1სთ და 30წთ - 40 ლარი. დისტანციურად 1სთ-20ლ, 1:30სთ-30ლ შესაბამისად სწავლის საფასურიც ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობით და დროით განისაზღვრება,(მოსვლის შემთხვევაში გააჩნია ადგილმდებარეობასაც), ხოლო აბიტურიენტები თვეში 100 დოლარი. სხვა პირობები შეთანხმებით. მოსწავლეებს აქვთ დამატებითი დავალებები და ყოველი თავის ბოლოს შემაჯამებელ წერა. სკოლის სახელმძღვანელოს გარდა მოსწავლე გაივლის წიგნებით: ღვაბერიძე, ნურკი, ვეფხვაძე, თოფურია და სხვა.

video icon ვიდეო
მათემატიკის საბაკალავრო/სასკოლო გამოცდებში მომზადება
მათემატიკის საბაკალავრო/სასკოლო გამოცდებში მომზადება

მოსწავლეთა მომზადება მათემატიკაში – ქართულად და ინგლისურად ჩვენთან ერთად სწავლობენ არა მხოლოდ შედეგის გაუმჯობესებისთვის, არამედ აზროვნების განვითარებისათვის! გთავაზობთ მათემატიკის საგანში მოსწავლეთა მომზადებას როგორც სასკოლო, ასევე საბაკალავრო დონეზე, ქართულად და ინგლისურად. მოსწავლეთა მომზადების პროცესში ჩართული ვართ მე და ჩემი ქალიშვილი. მაია ჭაბაშვილი - პროფესია: მათემატიკოსი -მაგისტრი (ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) თეონა ზურაბაშვილი - პროფესია: მათემატიკოსი - მაგისტრი, ვირჯინიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. ? სწავლების დაწყებამდე მოსწავლე ავსებს placement ტესტს, რის საფუძველზეც განვსაზღვრავთ მის დონეს და შესაბამისი ჯგუფის ან ინდივიდუალური გეგმის მიხედვით ვიწყებთ მომზადებას. ? კურსის ძირითადი მახასიათებლებია: აქტიური და ინტენსიური ჩართულობა გაკვეთილზე საშინაო დავალებების სრულყოფილი გარჩევა იმ თემებზე ფოკუსი, რომლებიც ყველაზე რთულად ესმის მოსწავლეს ყოველკვირეული მოკლე ტესტები ცოდნის გასამყარებლად ? რას მიიღებს მოსწავლე: მათემატიკის ღრმა და მკაფიო ცოდნა ტესტის წერის ტექნიკის განვითარება ამოცანების შესრულების სისწრაფის გაუმჯობესება ⏱ გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი ? სასწავლო ენა: ქართული და/ან ინგლისური ? რეკომენდაციები: ჩვენი მოსწავლეები წარმატებით აბარებენ როგორც კომაროვის სკოლაში, ასევე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, მათ შორის საზღვარგარეთაც. ? დაგვიკავშირდით, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილებისთვის!