მე მქვია ნინა, ვარ 28 წლის და უკვე 9 წელია ვსწავლობ და ვმოღვაწეობ გერმანიაში. თბილისში სკოლის დამთავრებისთანავე ავიღე გერმანული ენის DSDII (C1) დიპლომი და ვარ რეგენსბურგის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებების ბაკალავრი. ამჟამად ვსწავლობ ნიურნბერგის ხელოვნების აკადემიაში. ჩემ მიერ შემოთავაზებული კურსი უმეტესად გამიზნულია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც გერმანიაში სამუშაოდ ან სასწავლებლად ესაჭიროებათ გერმანული ენის შესწავლა. „DaF kompakt Neu“ მოიცავს A1-დან B1-ის ჩათვლით მასალას. წიგნის სტანდარტული მასალის გარდა ვეცნობით გერმანული ენის საგამოცდო ფორმატს, ასევე ყურადღებას ვუთმობთ გერმანიაში აქტუალურ თემებს, ყოველდღიურ საუბარს, ლექსიკისა და გამოთქმის გაუმჯობესებას. გაკვეთილები ტარდება დისტანციურად, Google Meet-ში. მაქვს მოქნილი გრაფიკი და ტერმინების დანიშვნა შესაძლებელია დღის განმავლობაში, საღამოობით ან/და შაბათ-კვირასაც. გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, 8 გაკვეთილი შესაძლებელია მიიღოთ 300 ლარად, თუკი მოხვდებით 3-4 კაციან ჯგუფში. ინდივიდუალურად ვამზადებ 70 ლარად საათში. ამჟამად მაქვს ადგილები A1 და A2 დონის ჯგუფებში. რადგანაც მაქვს მხოლოდ გერმანული ნომერი, დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ WhatsApp-ის ან Viber-ის მეშვეობით. ნომერი მითითებულია დამატებით ნომრად.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.