მოვამზადებ VI-XI კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ბიოლოგიაში ეროვნული პროგრამის მიხედვით და პროგრამის შესაბამისი სახელმძღვანელოებითა და მასალებით, ინტენსიურად გავაკეთებთ ტესტებსა და სავარჯიშოებს მიღებული ცოდნის განმტკიცებისთვის. შევეხებით ასევე სამედიცინო თემებსაც, განვიხილავთ სხვადასხვა დაავადების შესახებ ქეისებს და თვალსაჩინოებისთვის გამოვიყენებთ ანიმაციებს მასალის უკეთ ასათვისებლად. გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ, ინდივიდუალურად, კვირაში ორჯერ 1.5 სთ. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ოქროს მედალზე დავამთავრე თბილისის კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. მაქვს ჩაბარებული ბიოლოგიის მასწავლებლის სასერთიფიკატო გამოცდა. მაქვს ასევე მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილებაც. წარმატებებს გისურვებთ!
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.
მიიღე მომსახურება? შეაფასე ანა მაღლაკელიძე