ხის ჭერის გაკვრა
მართალია, ხის ჭერის გაკვრა სხვა ტიპის ჭერთან შედარებით, როგორიცაა გასაჭიმი ჭერი, თაბაშირ-მუყაოს ჭერი, პლასტიკატის ჭერი ბიუჯეტური არ არის, მაგრამ მაინც საკმაოდ მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე და მომხმარებელთა დიდი ნაწილი ირჩევს ძირითადად საცხოვრებელი სივრცეების ჭერისა და კედლების მოსაპირკეთებლად. ამ ტიპის ჭერს ქალაქის ბინაში ნაკლებად იყენებენ, უფრო ხშირად გხვდება კერძო სახლებში, აგარაკებსა და მსგავს სივრცეებში. ხის პანელებით გაკეთებული ჭერი გამოიყურება ძალიან ელეგანტურად და ეფექტურად, მასალა არის ეკოლოგიურად სუფთა, რომელიც არ უქმნის საფრთხეს გარშემომყოფებს და შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დიზაინის სტილში. ხის შეკიდული ჭერის გაკეთება აუცილებლად უნდა მოხდეს პროფესიონალი და გამოცდილი ხელოსნის მიერ, თუ სწორად დამონტაჟდება და შესაბამისად მოვუვლით, მრავალი წლის განმავლობაში ბრწყინვალედ გაუძლებს გარემო ფაქტორების ზემოქმედებას.