გიფსოკარდონის ჭერი

გიფსოკარდონის ჭერი ნამდვილად წარმოადგენს იდეალურ არჩევანს დამკვეთების, მშენებლებისა და დიზაინერებისთვის, ფირფიტები ადვილად მონტაჟდება და საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ინტერიერში კრეატიული იდეები და შევქმნათ უნიკალური, თანამედროვე სივრცეები. აკმაყოფილებს როგორც ფუნქციონალურ, ასევე ესთეტიკურ მოთხოვნებს. 
პოპულარობით არ ჩამოუვარდება გასაჭიმ ჭერს და ძალიან ხშირად გვხვდება, როგორც საცხოვრებელ, ასევე საოფისე-ადმინისტრაციულ შენობებში.
არის ეკოლოგიურად სუფთა მასალა და არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად.
თუ სარემონტო სამუშაოებისას არჩევანს ამ ტიპის ჭერზე შეაჩერებ, მონტაჟში აუცილებლად დაგჭირდებათ თაბაშირ მუყაოს ხელოსანი მათ პოვნას კი ჩვენი ვებ-გვერდიდან შეძლებთ.
Servisebi.ge-დან შეძლებთ მოძებნოთ კონკრეტული შემსრულებელი პირი ან კომპანია, ვინც პირველ რიგში, გაგიწევთ კონსულტაციას ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ხოლო შემდგომ კი დაგაკვალიანებთ ყოველ დეტალზე და ერთობლივად შექმნით თქვენს საჭიროებაზე მორგებულ გარემოს.
გიფსოკარდონის ჭერი
პრო
თაბაშირმუყაოს (გიფსოკარდონის)  ხელოსანი
თაბაშირმუყაოს (გიფსოკარდონის) ხელოსანი

ვარ გიფსოკარდონის ხელოსანი. შეგისრულებთ გიფსო კარდონის ყველანაირ სირთულის კონსტრუქციებს. ვმუშაობ ლაზერებით იდეალურ სისწორით. ასევე ვაკეთებ რელსურ განათებებს ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში სარგებლობთ შემდეგი პაკეტით: 1.სამუშაო ფართის ნახვა,ნახაზების განხილვა თქვენი ან ჩვენი კატალოგების მიხედვით,იმის მიხედვით სად რას ამონტაჟებთ ან სად რა ავეჯი იქნება 2.მასალების აღრიცხვა დიზაინის მიხედვით 3.მასალების მიტანა-ატანა(სართულზე ატანის ხარჯებს იხდის მეპატრონე) 4.მასალების მონტაჟი სწრაფად და ხარისხიანად 6.შეგისრულებთ გიფსოკარდონის ფორმებს და საფარდულებს თავისი ამონათებით და ჩამონათებით დამიკავშირდით ნებისმიერ დროს.ვმუშაობთ თბილისის შემოგარენის მაშტაბით სამუშაოებს შეგისრულებთ სწრაფად და ხარისხიანად

video play icon ვიდეო
ტელეფონი

გიფსოკარდონის ჭერი ფასი

გიფსოკარდონის ჭერი ფასი, ანუ რა დაჯდება  თაბაშირ მუყაოს ჭერის გაკეთება
ალბათ მაცნობია სიტუაცია, როცა ამ ინფორმაციას ხშირად ინტერნეტში ვეძებთ ისეთი სიტყვებით როგორიცაა: გიფსოს ჭერი ფასი, თაბაშირ მუყაოს ჭერი ფასი და ხშირად, არცერთ მოძიებულ ინფორმაციაში არ გვხვდება კონკრეტული ფიქსირებული ფასი.
ამას განაპირობებს ის, რომ ღირებულება გამოითვლება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ფართის კვადრატულობა, რა მასალით გვსურს გაკეთება, რამდენად კომპლექსურია სამუშაო და ა.შ
ზოგადი მოცემულობით, ამ ტიპის ჭერი საკმაოდ ბიუჯეტურიცაა, ხელმისაწვდომია როგორც მასალის, ასევე ხელობის ღირებულებაც, თუმცა 
იმისათვის, რომ ზუსტად გამოიანგარიშოთ ხარჯები და დაიგეგმოთ თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად, პროცესში დაიხმარეთ გიფსოკარდონის ხელოსნები.
მათ მზედმიწევნით იციან შესასრულებელი სამუშაოს ყველა ეტაპი, სპეციფიკა და თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,  გათვლილი ბიუჯეტის ფარგლებში შეგირჩევენ ოპტიმალურ ვარიანტს.

თაბაშირ მუყაოს გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები

თაბაშირ მუყაოს ფირფიტების გამოყენება მშენებლობაში სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან მას გააჩნია მრავალი დადებითი მხარე..
გიფსოკარდონის მასალის გამოყენების 3 ძირითადი დადებითი მხარეა:
უსაფრთხოება - ფილა მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, რომელიც არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ამ ტიპის პროდუქტს ვიყენებთ შიდა სივრცის ინტერიერში.
ეკონომიურობა -  მთავარი ფაქტორი, რამაც თაბაშირ მუყაო განსაკუთრებულად პოპულარული და მიმზიდველი გახადა.
ალტერნატიულ მოსაპირკეთებელ მასალებთან შედარებით აქვს დაბალი ღირებულება.ერთდროულად აკმაყოფილებს ფუნქციონალურობის, ხარისხისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს, რაც მას იდეალურ მოსაპირკეთებელ მასალად აქცევს.
ესთეტიური და მრავალფეროვანი დიზაინის შესაძლებლობა - თაბაშირ მუყაო საკმაოდ პლასტიკური მასალაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია მისგან შევქმნათ ორიგინალური გიფსოკარდონის ჭერის დიზაინი, გამოვსახოთ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები, რელიეფები და ფორმები.
საშუალებას გვაძლევს ჭერში ჩავაშენოთ განსხვავებული განათების ეფექტები, რაც სივრცეში შექმნის საოცარ ვიზუალურ ეფექტსა და განსაკუთრებულ ატმოსფეროს. 
ელექტროსადენები, ვენტილაციის მილები მარტივად ინიღბება კონსტრუქციის შიგნით და თუ დროთა განმავლობაში ელექტროგაყვანილობა დაზიანდა, არ იქნება საჭირო მთელი კედლის ან ჭერის დემონტაჟი, საკმარისია მხოლოდ რამდენიმე ფირფიტის მოხსნა და შეკეთება.

თუმცა, მედლის მეორე მხარის ,,პრინციპს’’ თუ მივყვებით, უარყოფითზეც უნდა ვისაუბროთ ყველაზე გავრცელებული პრობლემა  თაბაშირ მუყაოს მონტაჟისას სივრცის ფართის შემცირებას უკავშირდება.
▶ თაბაშირ მუყაოს ფილების გამოყენება ხშირად იწვევს შიდა ფართის შემცირებას, ამიტომ ძალიან პატარა სივრცეებში არ არის რეკომენდირებული ამ მასალით კედლის ან ჭერის მოპირკეთება.
მაგალითად, თუ თქვენი სარემონტო ფართი პირობითად 30 კვ.მ-ია, ამ შემთხვევაში ჭერზე თაბაშირ მუყაო არ გააკრათ. ეს მასალა ჭერს დაადაბლებს და შესაბამისად შეამცირებს სივრცესაც. 

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq