გიფსოკარდონის ჭერი

გიფსოკარდონის ჭერი ნამდვილად წარმოადგენს იდეალურ არჩევანს დამკვეთების, მშენებლებისა და დიზაინერებისთვის, ფირფიტები ადვილად მონტაჟდება და საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ინტერიერში კრეატიული იდეები და შევქმნათ უნიკალური, თანამედროვე სივრცეები. აკმაყოფილებს როგორც ფუნქციონალურ, ასევე ესთეტიკურ მოთხოვნებს. 
პოპულარობით არ ჩამოუვარდება გასაჭიმ ჭერს და ძალიან ხშირად გვხვდება, როგორც საცხოვრებელ, ასევე საოფისე-ადმინისტრაციულ შენობებში.
არის ეკოლოგიურად სუფთა მასალა და არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად.
თუ სარემონტო სამუშაოებისას არჩევანს ამ ტიპის ჭერზე შეაჩერებ, მონტაჟში აუცილებლად დაგჭირდებათ თაბაშირ მუყაოს ხელოსანი მათ პოვნას კი ჩვენი ვებ-გვერდიდან შეძლებთ.
Servisebi.ge-დან შეძლებთ მოძებნოთ კონკრეტული შემსრულებელი პირი ან კომპანია, ვინც პირველ რიგში, გაგიწევთ კონსულტაციას ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ხოლო შემდგომ კი დაგაკვალიანებთ ყოველ დეტალზე და ერთობლივად შექმნით თქვენს საჭიროებაზე მორგებულ გარემოს.
პრემიუმი თაბაშირმუყაოს (გიფსოკარდონის)  ხელოსანი
თაბაშირმუყაოს (გიფსოკარდონის) ხელოსანი
pin თბილისი

ვარ გიფსოკარდონის ხელოსანი. შეგისრულებთ გიფსო კარდონის ყველანაირ სირთულის კონსტრუქციებს. ვმუშაობ ლაზერებით იდეალურ სისწორით. ასევე ვაკეთებ რელსურ განათებებს ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში სარგებლობთ შემდეგი პაკეტით: 1.სამუშაო ფართის ნახვა,ნახაზების განხილვა თქვენი ან ჩვენი კატალოგების მიხედვით,იმის მიხედვით სად რას ამონტაჟებთ ან სად რა ავეჯი იქნება 2.მასალების აღრიცხვა დიზაინის მიხედვით 3.მასალების მიტანა-ატანა(სართულზე ატანის ხარჯებს იხდის მეპატრონე) 4.მასალების მონტაჟი სწრაფად და ხარისხიანად 6.შეგისრულებთ გიფსოკარდონის ფორმებს და საფარდულებს თავისი ამონათებით და ჩამონათებით დამიკავშირდით ნებისმიერ დროს. ვმუშაობთ თბილისის შემოგარენის მაშტაბით. სამუშაოებს შეგისრულებთ სწრაფად და ხარისხიანად.

video icon ვიდეო
რამინი ლონდარიძე
593 32 ** **
პრემიუმი პროფესიონალი გიფსოკარდონის ხელოსანი
პროფესიონალი გიფსოკარდონის ხელოსანი
pin თბილისი

პროფესიონალი გიფსოკარდონის ხელოსნები, გთავაზობთ! გიფსოკარდონის სამუშაოების შესრულებას პროფესიონალიზმის მაღალი დონით, ნებისმიერი რთული და ურთულესი კონსტრუქციების მიუხედავად, ვუზრუნველყოფთ, სამუშაო პროცესის სწორ მომდინარეობას უახლოესი ტექნიკისა და მაღალი დონის ხელსაწყოების მეშვეობით. სამუშაო პროცესში სისწორის მისაღებად ვიყენებთ უახლოესი სტანდარტების მქონე ლაზერს (4D 16 სხივიან ლაზერს)ჭერზე გიფსოკარდონის მონტაჟის დროს ვიყენებთ, გიფსოკარდონის ასაწევ, სპევიალურ მოწყობილობას! ასევე გვაქვს სპეციალური მალიარნი კიბეები, რომელის გვაძლებს საშუალებას, სამუშაოები შევასრულოთ სწრაფად და ბევრად უფრო მოხერხებულად ვიდრე ეს შესაძლებელია სტანდარტული ხარაჩოების შემთხვევში. ასევე დაგვემატა სრულიად ახალი ხელსაწყო რომელიც, ასაწყობი კონსტრუქციას ხდის უფრო მყარს ვიდრე ეს შესაძლებელია სტანდარტული აწყობილი კონსტრუქციის დროს.მიმდინარე სამუშაოებს შევასრულებთ: ხარისხის მაქსიმალური უზრუნველყოფით,საქმის გეგმირებული და ორგანიზებული შესრულებით. ასევე დაგეხმარებით ხარისხიანი მასალების შერჩევაში.სურვილისამებრ შეგვიძლია ჩვენი მასალითაც მომსახურება. რაც შეეხება ხელობის ფასებს,გთავაზობთ შეღავათიან ( მისაღებ ფასებს) დაგვიკავშირდით.

profile avatar ბაჩო
595 51 ** **

გიფსოს გაკვრა ჭერზე

გიფსოს გაკვრა ჭერზე საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესია, პროფესიონალიზმთან ერთად მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას.
ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ სწორი და ხარისხიანი მასალის შერჩევას, მისი მონტაჟისას კი ყველა იმ შესასრულებელი ეტაპის თანმიმდევრულობას, რაც სამომავლო პერსპექტივაში უზრუნველყოფს ჭერის ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადას.
თუკი აღნიშნული წესების დაცვით არ დამონტაჟდება გიფსოს ჭერი, ნაკეთობა ძალიან მცირე დროით შეინარჩუნებს პირვანდელ სახეს, დეფორმირდება, გაუჩნდება ბზარები და სხვა ტიპის ტექნიკური პრობლემები.

ბუნებრივია, როდესაც არ გვაქვს შესაბამისი გამოცდილება, უმჯობესია შესასრულებელ სამუშაოებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ ავიღოთ და გიფსო კარდონის ჭერი გააკეთოს პროფესიონალმა ხელოსანმა.
თუ დახმარება დაგჭრიდებათ, თვალი გადაავლეთ Servisebi.ge-ზე გიფსოკარდონის გაკვრის შესახებ განთავსებულ განცხადებებს, ონლაინ გაეცანით აღწერილობებს და დაუკავშირდით შერჩეულ შემსრულებელს.

მომხმარებლის შეფასებები

თაბაშირმუყაოს გაკეთება სურათი
თაბაშირმუყაოს გაკეთება
ბესო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-06-18 16:33:04

ის ბატონი ხელოსანი რომელზეც მე ვწერ არის ძალიან კარგი და პროფესიონალი პიროვნება.ყველას გირჩევთ დაურეკოთ

თაბაშირმუყაოს გაკეთება სურათი
თაბაშირმუყაოს გაკეთება
დათო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-03-17 13:46:34

1 თვე მალოდინა და არ მოვიდა, როგორც ხელოსნების უმეტესობას ამასაც იგივე თვისებები აღმოაჩნდა :(

გიფსოკარდონის ჭერი ფასი

გიფსოკარდონის ჭერი ფასი, ანუ რა დაჯდება  თაბაშირ მუყაოს ჭერის გაკეთება
ალბათ მაცნობია სიტუაცია, როცა ამ ინფორმაციას ხშირად ინტერნეტში ვეძებთ ისეთი სიტყვებით როგორიცაა: გიფსოს ჭერი ფასი, თაბაშირ მუყაოს ჭერი ფასი და ხშირად, არცერთ მოძიებულ ინფორმაციაში არ გვხვდება კონკრეტული ფიქსირებული ფასი.
ამას განაპირობებს ის, რომ ღირებულება გამოითვლება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ფართის კვადრატულობა, რა მასალით გვსურს გაკეთება, რამდენად კომპლექსურია სამუშაო და ა.შ
ზოგადი მოცემულობით, ამ ტიპის ჭერი საკმაოდ ბიუჯეტურიცაა, ხელმისაწვდომია როგორც მასალის, ასევე ხელობის ღირებულებაც, თუმცა 
იმისათვის, რომ ზუსტად გამოიანგარიშოთ ხარჯები და დაიგეგმოთ თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად, პროცესში დაიხმარეთ გიფსოკარდონის ხელოსნები.
მათ მზედმიწევნით იციან შესასრულებელი სამუშაოს ყველა ეტაპი, სპეციფიკა და თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,  გათვლილი ბიუჯეტის ფარგლებში შეგირჩევენ ოპტიმალურ ვარიანტს.

თაბაშირ მუყაოს გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები

თაბაშირ მუყაოს ფირფიტების გამოყენება მშენებლობაში სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან მას გააჩნია მრავალი დადებითი მხარე..
გიფსოკარდონის მასალის გამოყენების 3 ძირითადი დადებითი მხარეა:
უსაფრთხოება - ფილა მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, რომელიც არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ამ ტიპის პროდუქტს ვიყენებთ შიდა სივრცის ინტერიერში.
ეკონომიურობა -  მთავარი ფაქტორი, რამაც თაბაშირ მუყაო განსაკუთრებულად პოპულარული და მიმზიდველი გახადა.
ალტერნატიულ მოსაპირკეთებელ მასალებთან შედარებით აქვს დაბალი ღირებულება.ერთდროულად აკმაყოფილებს ფუნქციონალურობის, ხარისხისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს, რაც მას იდეალურ მოსაპირკეთებელ მასალად აქცევს.
ესთეტიური და მრავალფეროვანი დიზაინის შესაძლებლობა - თაბაშირ მუყაო საკმაოდ პლასტიკური მასალაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია მისგან შევქმნათ ორიგინალური გიფსოკარდონის ჭერის დიზაინი, გამოვსახოთ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები, რელიეფები და ფორმები.
საშუალებას გვაძლევს ჭერში ჩავაშენოთ განსხვავებული განათების ეფექტები, რაც სივრცეში შექმნის საოცარ ვიზუალურ ეფექტსა და განსაკუთრებულ ატმოსფეროს. 
ელექტროსადენები, ვენტილაციის მილები მარტივად ინიღბება კონსტრუქციის შიგნით და თუ დროთა განმავლობაში ელექტროგაყვანილობა დაზიანდა, არ იქნება საჭირო მთელი კედლის ან ჭერის დემონტაჟი, საკმარისია მხოლოდ რამდენიმე ფირფიტის მოხსნა და შეკეთება.

თუმცა, მედლის მეორე მხარის ,,პრინციპს’’ თუ მივყვებით, უარყოფითზეც უნდა ვისაუბროთ ყველაზე გავრცელებული პრობლემა  თაბაშირ მუყაოს მონტაჟისას სივრცის ფართის შემცირებას უკავშირდება.
▶ თაბაშირ მუყაოს ფილების გამოყენება ხშირად იწვევს შიდა ფართის შემცირებას, ამიტომ ძალიან პატარა სივრცეებში არ არის რეკომენდირებული ამ მასალით კედლის ან ჭერის მოპირკეთება.
მაგალითად, თუ თქვენი სარემონტო ფართი პირობითად 30 კვ.მ-ია, ამ შემთხვევაში ჭერზე თაბაშირ მუყაო არ გააკრათ. ეს მასალა ჭერს დაადაბლებს და შესაბამისად შეამცირებს სივრცესაც. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

გიფსოკარდონის ჭერის მონტაჟი რთულია?

გიფსოკარდონის ჭერის მონტაჟი საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, გამოცდილებასა და ყურადღებიან მიდგომას, შესაბამისად თუ არ გაქვთ გამოცდილება, დამოუკიდებლად მონტაჟი გაგიჭირდებათ.
გიფსო კარდონის გაკვრა მიანდეთ პროფესიონალ კადრებს, მათ პოვნას ჩვენი პლატფორმის საშუალებით შეძლებთ.
გადახედეთ თაბაშირ მუყაოს სამუშაოების კატეგორიაში განთავსებულ განცადებებს ან საძიებო სიტყვით მოძებნეთ თქვენთვის სასურველი სერვისი, შეარჩიეთ შეთავაზება და დაეკონტაქტეთ შემსრულებელს განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

რა არის თაბაშირ მუყაოს ფირფიტების გამოყენების დადებითი მხარე?

თაბაშირ მუყაოს ფირფიტების გამოყენებას მრავალი დადებითი მხარე აქვს, რაც ხსნის მის პოპულარობას მშენებლობაში.
გამოვყოთ რამდენიმე მათგანი:
1. უსაფრთხოება და ეკოლოგიურობა: თაბაშირ მუყაოს ფირფიტები მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს და არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
2. ეკონომიურობა: მასალის ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა მოსაპირკეთებელი მასალების, როგორიცაა კერამიკული ფილები, ხის პანელები და ა.შ. 
3. მრავალფეროვანი დიზაინის შესაძლებლობა: თაბაშირ მუყაო საკმაოდ პლასტიკური მასალაა, რაც საშუალებას გვაძელვს შევქმნათ ორიგინალური და კრეატიული დიზაინი ინტერიერში.

​გიფსოკარდონის ხელოსანი როგორ შევარჩიოთ?

მათ მოძიებას ჩვენი პლატფორმა გაგიმარტივებთ, ონლაინ სახლიდან გაუსვლელად თქვენივე მოწყობილობაში შეგიძლია ნახოთ განცხადებები თაბაშირ-მუყაოს სამონტაჟო სამუშაოების შესახებ.
გიფსოკარდონის ხელოსნის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს და გაითვალისწინეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ირჩევთ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოს მაღალ ხარისხს და თქვენი მოლოდინების დაკმაყოფილებას.
გამოიკითხეთ ხელოსნის წარსული სამუშაო გამოცდილება და კვალიფიკაცია.

გაეცანით სხვების რეკომენდაციებსა და ონლაინ შეფასებებს, Servisebi.ge-ზე სერვისის გასამარტივებლად დამატებული გვაქვს სარეიტინგო შეფასებები და შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ აღნიშნულითაც.
მოითხოვეთ შესრულებული საქმეების ნიმუშები ხარისხის შესაფასებლად.
თავიდანვე გაიარე

​გიფსო კარდონის გაკვრა კედელზე მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი თუ სხვა ქალაქებშიც?

Servisebi.ge-ზე განცხადებები დამატებულია სხვადასხვა შემსრულებლების მიერ, მათი მომსახურების არეალი მოიცავს მთელ საქართველოს.
თუ აღწერაში არ აქვთ მითითებული დეტალები, დაუკავშირდით ტელეფონის ნომერზე და დაგიზუსტებენ, შეძლებენ მომსახურებას სხვა ქალაქებში თუ არა.