​ გიფსოკარდონის ჭერის დიზაინი

გიფსოკარდონის ჭერის დიზაინი სხვადასხვა ფორმების, კონფიგურაციებისა და დეკორატიული ელემენტების დახმარებით  მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს გვაძლევს შევქმნათ ესთეტიკური ვიზუალები.
გიფსო კარდონის ჭერი წინა წლებში ხასიათდებოდა თაბაშირ-მუყაოს რამოდენიმე დონიანი და რთული კონსტრუქციებით, რაც დღეს უკვე აღარ შეესაბამება „თანამედროვე’’ რემონტს და უპირატესობას უფრო სადა, მინიმალისტურ სტილს ენიჭება. 

მოდერნულ სტილში ასევე აქტუალურია  გეომეტრიულად მარტივი ფორმები, სწორი ხაზები და განათების კარგად გააზრებული კონცეფცია. გიფსოკარდონის ჭერებში ხშირად ხდება განათების სხვადასხვაგვარი ინტეგრირება.
საბოლოოდ, ხარისხიანი ნამუშევრის შექმნა დამოკიდებულია პროფესიონალი დიზაინერის ფანტაზიასა და თაბაშირ მუყაოს ხელოსნის უნარებზე, ორივე მათგანის შერჩევა ყურადღებით უნდა მოხდეს.
Servisebi.ge-ზე იპოვით პროფესიონალი შემსრულებლების განთავსებულ შეთავაზებებს.
პრემიუმი თაბაშირმუყაოს (გიფსოკარდონის)  ხელოსანი
თაბაშირმუყაოს (გიფსოკარდონის) ხელოსანი
pin თბილისი

ვარ გიფსოკარდონის ხელოსანი. შეგისრულებთ გიფსო კარდონის ყველანაირ სირთულის კონსტრუქციებს. ვმუშაობ ლაზერებით იდეალურ სისწორით. ასევე ვაკეთებ რელსურ განათებებს ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში სარგებლობთ შემდეგი პაკეტით: 1.სამუშაო ფართის ნახვა,ნახაზების განხილვა თქვენი ან ჩვენი კატალოგების მიხედვით,იმის მიხედვით სად რას ამონტაჟებთ ან სად რა ავეჯი იქნება 2.მასალების აღრიცხვა დიზაინის მიხედვით 3.მასალების მიტანა-ატანა(სართულზე ატანის ხარჯებს იხდის მეპატრონე) 4.მასალების მონტაჟი სწრაფად და ხარისხიანად 6.შეგისრულებთ გიფსოკარდონის ფორმებს და საფარდულებს თავისი ამონათებით და ჩამონათებით დამიკავშირდით ნებისმიერ დროს. ვმუშაობთ თბილისის შემოგარენის მაშტაბით. სამუშაოებს შეგისრულებთ სწრაფად და ხარისხიანად.

video icon ვიდეო
რამინი ლონდარიძე
593 32 ** **
პრემიუმი პროფესიონალი გიფსოკარდონის ხელოსანი
პროფესიონალი გიფსოკარდონის ხელოსანი
pin თბილისი

პროფესიონალი გიფსოკარდონის ხელოსნები, გთავაზობთ! გიფსოკარდონის სამუშაოების შესრულებას პროფესიონალიზმის მაღალი დონით, ნებისმიერი რთული და ურთულესი კონსტრუქციების მიუხედავად, ვუზრუნველყოფთ, სამუშაო პროცესის სწორ მომდინარეობას უახლოესი ტექნიკისა და მაღალი დონის ხელსაწყოების მეშვეობით. სამუშაო პროცესში სისწორის მისაღებად ვიყენებთ უახლოესი სტანდარტების მქონე ლაზერს (4D 16 სხივიან ლაზერს)ჭერზე გიფსოკარდონის მონტაჟის დროს ვიყენებთ, გიფსოკარდონის ასაწევ, სპევიალურ მოწყობილობას! ასევე გვაქვს სპეციალური მალიარნი კიბეები, რომელის გვაძლებს საშუალებას, სამუშაოები შევასრულოთ სწრაფად და ბევრად უფრო მოხერხებულად ვიდრე ეს შესაძლებელია სტანდარტული ხარაჩოების შემთხვევში. ასევე დაგვემატა სრულიად ახალი ხელსაწყო რომელიც, ასაწყობი კონსტრუქციას ხდის უფრო მყარს ვიდრე ეს შესაძლებელია სტანდარტული აწყობილი კონსტრუქციის დროს.მიმდინარე სამუშაოებს შევასრულებთ: ხარისხის მაქსიმალური უზრუნველყოფით,საქმის გეგმირებული და ორგანიზებული შესრულებით. ასევე დაგეხმარებით ხარისხიანი მასალების შერჩევაში.სურვილისამებრ შეგვიძლია ჩვენი მასალითაც მომსახურება. რაც შეეხება ხელობის ფასებს,გთავაზობთ შეღავათიან ( მისაღებ ფასებს) დაგვიკავშირდით.

profile avatar ბაჩო
595 51 ** **

​გიფსოკარდონის შეკიდული ჭერის დიზაინი

თუ ინტერიერში გადაწყვიტეთ  გიფსოკარდონის შეკიდული ჭერის დიზაინი გააკეთოთ ამ ტიპის ჭერის მონტაჟი მოითხოვს სპეციფიკურ უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია კვალიფიციური ხელოსნის მონახვა, მათ კი ჩვენი პლატფორმიდან მარტივად იპოვით .
Servisebi.ge-ზე განთავსებულია განცხადებები, როგორც კომპანიების, ასევე კერძო შემსრულებლები მიერ, მათი სერვისების სპექტრი საკმაოდ ვრცელია და არეალი მთელს საქართველოს მოიცავს.
შესაბამისად, ისინი მომსახურებას გაგიწევენ თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე.

საძიებო ველში ჩაწერეთ სერვისის დასახელება - გიფსოკარდონის ხელოსანი, თაბაშირ-მუყაოს ჭერის გაკეთება და ა.შ, ფილტრაციის შემდგომ დაათვალიერეთ განცხადებები, წაიკითხეთ სერვისის აღწერა, თვალი გადაავლეთ შესრულებული სამუშაოების ნიმუშებს თუ აქვთ განთავსებული, ასევე მომხმარებლების მიერ დატოვებულ შეფასებებს,  მას შემდეგ, რაც რამდენიმე სათანადო კანდიდატს შეარჩევთ, შეგიძლიათ შეადაროთ ერთმანეთს მათი ფასები, შემოთავაზებები და შეაფასოთ თუ რომელი იქნება ოპტიმალური არჩევანი თქვენთვის.

მომხმარებლის შეფასებები

თაბაშირმუყაოს გაკეთება სურათი
თაბაშირმუყაოს გაკეთება
ბესო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-06-18 16:33:04

ის ბატონი ხელოსანი რომელზეც მე ვწერ არის ძალიან კარგი და პროფესიონალი პიროვნება.ყველას გირჩევთ დაურეკოთ

თაბაშირმუყაოს გაკეთება სურათი
თაბაშირმუყაოს გაკეთება
დათო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-03-17 13:46:34

1 თვე მალოდინა და არ მოვიდა, როგორც ხელოსნების უმეტესობას ამასაც იგივე თვისებები აღმოაჩნდა :(

თანამედროვე ტენდენციები ჭერის დიზაინში

ჭერს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნებისმიერი საცხოვრებელი ფართის ინტერიერში, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ბინა თუ კერძო სახლი.
წლების წინანდელ ტრენდებს თუ თვალს გადავავლებთ, ჭერის დიზაინი თითქმის სტანდარტული იყო და ძირითადად მინიმალისტურად, შეთეთრებით შემოიფარგლებოდა. თუმცა, დროის სვლასთან ერთად დიზაინებიც გამრავალფეროვნდა, დაიხვეწა  და თანამედროვე ინტერიერში საკმაოდ კრეატიულ, ორიგინალურ და პრაქტიკულ გადაწყვეტებსაც ვხვდებით.

ტექნიკური თვალსაზრისით, ჭერის დიზაინი შეიძლება იყოს როგორც მარტივი, ასევე რთული და მრავალფეროვანი. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ მოთხოვნილებებზე, ბიუჯეტსა და შესრულებელზე. 

საქართველოში საკმაოდ პოპულარულია თაბაშირმუყაოს  ჭერი მეტალო-პლასტმასის, დაპრესილი ხისა და  გასაჭიმი ჭერი.
მონტაჟამდე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომელ ოთახში ვაკეთებთ ჭერს და ამის მიხედვით შევარჩიოთ დიზაინი და ფორმა.
ასევე გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორებიც:
სივრცის ზომები და ფუნქცია - თუ ფართის მხრივ შეზღუდულები ვართ, მიზანშეწონილია ღია ფერების გამოყენება და ისეთი, მასალის რაც ჭერს არ დაადაბლებს და სივრცეს არ შეამცირებს.
ფრაგნული გასაჭიმი ჭერის ღია ფერები საუკეთესო გადაწყვეტა იქნება ამ შემთხვევაში.
ხოლო, თუ სივრცის ფართი ხელს გვიწყობს, დიდი ზომის ოთახებში შეგვიძლია გიფსოს გაკვრა ჭერზე და უფრო რთული დიზაინის გეომეტრიული ელემენტების გამოყენება.
საცხოვრებლის სტილი - თქვენი სახლის ზოგადი სტილი და ინტერიერის დიზაინი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ჭერის შესარჩევად. კლასიკურ და ტრადიციულ სტილში უკეთესად ჯდება გიფსოკარდონის ან ხის ჭერები დეკორატიული ელემენტებით, ხოლო მინიმალისტური და თანამედროვე დიზაინისთვის იდეალურია ბარისოლი
ოთახის დანიშნულება -  თითოეული ოთახის დანიშნულება განსაზღვრავს რა ტიპის ჭერი იქნება ყველაზე შესაფერისი.
მაგალითად, როცა საქმე სააბაზანოში ჭერის მონტაჟს ეხება, ორი ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია ნესტგამძლე თაბაშირ მუყაოს გაკვრა ჭერზე ან გასაჭიმი ჭერი.
ფასითა და მონტაჟის სისწრაფით გასაჭიმი ჭერი ბევრად პრაქტიკული ვარიანტია, რამდენიმე საათში დამონტაჟდება, მინიმალური სარემონტო სამუშაოებით, ამავდროულად, გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს თუ ზედა მეზობელი შემთხვევით წყალს ჩამოგიშვებთ ამ ტიპის ჭერი შეაკავებს მას და ბარისოლის ხელოსნის დახმარებით მარტივად ჩამოცლით.
თაბაშირმუყაოს შემთხვევაში, შესაძლოა მასალა არ დაზიანდეს, მაგრამ მოგიწიოთ ჭერის თავიდან შეღებვა. 
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინება მეტწილად დაგეხმარებათ სწორად განსაზღვროთ ჭერის ფუნქციური, ესთეტიკური და პრაქტიკული ნაწილი.

თანამედროვე ტენდენციები ჭერის დიზაინში
სწორად შერჩეული ჭერი შესაძლებლობას გვაძლევს ინტერიერში შევქმნათ ჰარმონიული და პრაქტიკული გარემო, რომელიც ასახავს ჩვენს სტილსა და გემოვნებას.
ბოლო წლებში ჭერების გაფორმებაში ბევრი თანამედროვე და ავანგარდული ტენდენცია გამოჩნდა, გიზიარებთ რამდენიმე მათგანს:
გეომეტრიული ფორმები: ჭერების გაყოფა სხვადასხვა გეომეტრიულ ფორმებად - კუბები, პრიზმები, თაღები და ა.შ. ეს ქმნის საინტერესო ვიზუალურ ეფექტებს და ცვლის სივრცის აღქმას.
მრავალსიბრტყიანობა: ჭერების დონეების გახლეჩა და მრავალსიბრტყიან კომპოზიციებად შექმნა, რაც აძლიერებს სიღრმის განცდას და დინამიკას სივრცეში.
ინტეგრირებული განათება: განათების სისტემების ინტეგრირება ჭერის დიზაინში, როგორიცაა ჩაშენებული ნათურები, LED განათებით და სხვა.
ბუნებრივი მასალები: ხის, ქვის ან მეტალის ზედაპირების გამოყენება ჭერის გასაფორმებლად.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რომელი გეომეტრიული ფორმებია პოპულარული თანამედროვე ჭერის დიზაინში?

თანამედროვე ტენდენციებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია გეომეტრიული ფორმების გამოყენება ჭერის დიზაინში. ეს შეიძლება იყოს კუბები, პრიზმები, თაღები და სხვა გეომეტრიული კონფიგურაციები, რომლებიც ქმნიან საინტერესო ვიზუალურ ეფექტებს და ცვლიან სივრცის აღქმას.

სააბაზანოში გასაჭიმი ჭერი სჯობს თუ გიფსოს?

გასაჭიმი ჭერი უფრო პრაქტიკული და მოხერხებულია სააბაზანოს ინტერიერში, თუმცა გიფსოკარდონის ჭერიც შესაძლებელია გამოვიყენოთ შესაბამისი დამუშავების შემდეგ.
ორივე ტიპის ჭერის მონტაჟისას დაგჭირდებათ კვალიფიციური ხელოსანი, რომელთა მოძიებასაც Servisebi.ge-დან შეძლებთ.

რა ტიპის ჭერია რეკომენდებული პატარა ოთახებისთვის?

პატარა ოთახებისთვის რეკომენდებულია ღია, ნათელი ფერის გასაჭიმი ჭერი, რაც ვიზუალურად არ ამცირებს სივრცეს და მინიმალისტური დიზაინით არ ტვირთავს პატარა ოთახს. 

საქართველოში რომელი სახეობის ჭერია უფრო მოთხოვნადი?

საყოფაცხოვრებო სივრცეებში საკმაოდ მოთხოვნადია თაბაშირ მუყაოს, დაპრესილი ხისა და გასაჭიმი ჭერის დიზაინი, ასევე ხშირად გამოყენებადია პლატსიკატის ჭერიც.