fb

ხის ჭერის გაკვრა

​მართალია, ხის ჭერის გაკვრა სხვა ტიპის ჭერთან შედარებით, როგორიცაა გასაჭიმი ჭერი, თაბაშირ-მუყაოს ჭერი, პლასტიკატის ჭერი ბიუჯეტური არ არის, მაგრამ მაინც საკმაოდ მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე და მომხმარებელთა დიდი ნაწილი ირჩევს ძირითადად საცხოვრებელი სივრცეების ჭერისა და კედლების მოსაპირკეთებლად. ამ ტიპის ჭერს ქალაქის ბინაში ნაკლებად იყენებენ, უფრო ხშირად გხვდება კერძო სახლებში, აგარაკებსა და მსგავს სივრცეებში. ხის პანელებით გაკეთებული ჭერი გამოიყურება ძალიან ელეგანტურად და ეფექტურად, მასალა არის ეკოლოგიურად სუფთა, რომელიც არ უქმნის საფრთხეს გარშემომყოფებს და შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დიზაინის სტილში. ხის შეკიდული ჭერის გაკეთება აუცილებლად უნდა მოხდეს პროფესიონალი და გამოცდილი ხელოსნის მიერ, თუ სწორად დამონტაჟდება და შესაბამისად მოვუვლით, მრავალი წლის განმავლობაში ბრწყინვალედ გაუძლებს გარემო ფაქტორების ზემოქმედებას.
ხის ჭერის გაკვრა

როგორ შევარჩიოთ ხის ჭერის მასალა?<br />

ხის ჭერის მასალის სწორი არჩევა დაგეხმარებათ ერთდროულად მიიღოთ სასურველი ვიზუალური შედეგი, გამძლეობა და პრაქტიკულობა.
შერჩევისას გაითვალისწინეთ:
  • ხის ჯიში -  არსებობს მრავალი სახის ხის ჯიში, რომელიც გამოიყენება ხის ჭერებისთვის, როგორიცაა მუხა, კაკალი,წაბლი, აკაცია და ა.შ
თითოეულ მათგანს აქვს განსხვავებული ფერი, ტექსტურა და თვისებები, ასევე განსხვავებულია ფასთა დიაპაზონიც.
ისეთი ჯიშები, რაც იშვიათია - შედარებით ძვირი ღირს.
ამ შემთხვევაში ღირებულება ნამდვილად განსაზღვრავს ხარიხს და შეგიძლიათ შერჩევისას ფასით იხელმძღვანელოთ.
გასათვალისწინებელია დამუშავების ტექნიკაც, უმეტესად თანამედროვე მწარმოებლები გალაქვისას იყენებენ ისეთ საღებავებს, რაც უზრუნველყოფს მასალის ესთეტიურ მხარეს და ხანგრძლივი მოხმარების ვადასაც.
  • გამოყენების ადგილი და შესაბამისობა გარემოსთან - განიხილეთ ის სივრცე, სადაც აკეთებთ ხის ჭერს. ისეთ ოთახებში, სადაც მაღლია ნესტიანობა და ა.შ აირჩიეთ უფრო გამძლე მასალა.საძინებელსა და კაბინეტში კი შეგიძლიათ აირჩიოთ უფრო ნაზი, დეკორატიული ხის მასალა. გაითვალისწინეთ არსებული დიზაინი, ავეჯი და სტილი შეუსაბამებთ გარემოს.
  • ბიუჯეტი - ხის ჭერის ღირებულება მერყეობს ხის ჯიშის, ხარისხისა და დამუშავების ტიპიდან გამომდინარე. მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ რამდენს დახარჯავთ და შეარჩიეთ მასალა თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად. გახსოვდეთ, რომ უფრო ძვირი ხის არჩევა შეიძლება  მეტად მომგებიანი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში.

აკუსტიკური პანელები

პერფორირებული ხის აკუსტიკური პანელები საკმაოდ მრავალფეროვანია ფერის, ტექსტურისა და ფუნქციის თვალსაზრისით, რაც საშუალებას გვაძლევს დავაკმაყოფილოთ როგორც აკუსტიკური, ასევე დეკორაციული მოთხოვნები სივრცეში. ეს პანელები მარტივად მონტაჟდება ,მათი მოვლა და დასუფთავებაც საკმაოდ ადვილია შეიძლება დამონტაჟდეს კედლებზე, ჭერზე და იატაკზეც კი.
სულ 0 რეზულტატი