მთარგმნელი თუ თარჯიმანი? - როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი
5 ნოე 2024
თანამედროვე სამყაროში საერთაშორისო ურთიერთობები სულ უფრო ღრმავდება, კომპანიებსა თუ კერძო პირებს, წარმატების მისაღწევად ხშირად უწევთ ენობრივი ბარიერების გადალახვა.
იქნება ეს საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება, მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის თარგმნა თუ საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება.
ამ ყოველივეს პარალელურად იზრდება თარგმნის სერვისებზე მოთხოვნა, პროცესებში საჭირო ხდება კომპეტენტური პირების ჩართულობა, ვინც უზრუნველყოფს წერილობითი მასალებისა თუ ზეპირი კომუნიკაციის თარგმნას.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, კონკრეტულ სიტუაციაში რომელი სპეციალისტის ჩართულობა და რა ტიპის მომსახურება გვჭირდება.
უპირველესად განვიხილოთ, რას მოიცავს მთარგმნელის და თარჯიმნის პროფესიები.
მთარგმნელი მუშაობს წერილობით ტექსტებზე, ისეთი ტიპის დოკუმენტებზე, როგორიცაა :
- იურიდიული დოკუმენტაცია - იურიდიული დოკუმენტაციის თარგმნისას, მთარგმნელს უწევს მუშაობა ხელშეკრულებებზე, სასამართლო დოკუმენტებზე, საკანონმდებლო აქტებსა და კორპორატიულ დოკუმენტაციაზე. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი ტერმინოლოგიის ზედმიწევნითი ცოდნა და სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო სისტემების თავისებურებების გათვალისწინება.
- სამედიცინო დოკუმენტაცია - სამედიცინო თარგმანი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს მთარგმნელობით საქმიანობაში. ეს არის დარგი, სადაც სიზუსტე და დეტალური ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამედიცინო მთარგმნელები მუშაობენ ფართო სპექტრის დოკუმენტებზე, დაწყებული სამედიცინო ჩანაწერებიდან, დამთავრებული კლინიკური კვლევების ანგარიშებით. თარგმანის სფერო მოიცავს პაციენტების სამედიცინო ისტორიებს, დიაგნოზებს, მკურნალობის გეგმებს, ფარმაცევტულ დოკუმენტაციას, სამედიცინო ხელსაწყოების ინსტრუქციებსა და სამეცნიერო კვლევებს. მთარგმნელი ამ სფეროში უნდა ფლობდეს არა მხოლოდ სამედიცინო ტერმინოლოგიას, არამედ კარგად უნდა ერკვეოდეს სამედიცინო პროცედურებში, ანატომიაში, ფიზიოლოგიასა და ფარმაკოლოგიაში. პაციენტებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო მასალების თარგმნა წარმოადგენს განსაკუთრებულ გამოწვევას. აქ მთარგმნელმა უნდა შეძლოს რთული სამედიცინო ტერმინების გადმოცემა მარტივი, გასაგები ენით, ისე რომ არ დაიკარგოს სამედიცინო სიზუსტე. მთარგმნელმა უნდა დაიცვას პაციენტთა კონფიდენციალურობა და სამედიცინო ეთიკის ნორმები.
- ტექნიკური სპეციფიკაციები - ტექნიკური სპეციფიკაციების გადათარგმნა მოითხოვს განსაკუთრებულ სიზუსტესა და ტექნიკური ტერმინოლოგიის სრულყოფილ ფლობას. მთარგმნელი მუშაობს პროდუქტების აღწერილობებზე, მომხმარებლის სახელმძღვანელოებზე, უსაფრთხოების ინსტრუქციებსა და საინჟინრო დოკუმენტაციაზე. ამ ტიპის თარგმანებში უმნიშვნელო უზუსტობამაც კი შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს, ამიტომ მთარგმნელს მოეთხოვება მაღალი პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი.
- მარკეტინგული მასალები - მარკეტინგული მასალების თარგმნა წარმოადგენს შემოქმედებით გამოწვევას, სადაც მთარგმნელმა უნდა შეძლოს არა მხოლოდ ტექსტის შინაარსის გადმოცემა, არამედ მისი ადაპტირება სამიზნე აუდიტორიის კულტურულ კონტექსტთან. ეს მოიცავს სარეკლამო ტექსტების, ბროშურების, სოციალური მედიის კონტენტის და პრეს-რელიზების თარგმნას. ამ პროცესში მთარგმნელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრეატიული აზროვნება და მარკეტინგული კომუნიკაციის პრინციპების ცოდნა.
- ლიტერატურული ნაწარმოებები - განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნა. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს მხატვრული ლიტერატურა თუ პოეზია, ორივე შემთხვევაში მთარგმნელმა უნდა შეძლოს ავტორის სტილის, ემოციური ნიუანსებისა და კულტურული კონტექსტის შენარჩუნება, ამავდროულად კი ტექსტის თარგმნა სამიზნე ენაზე, ისე, რომ კარგად იკითხებოდეს.
- სამეცნიერო პუბლიკაციები - ამ ტიპის თარგმანისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეცნიერო ტერმინოლოგიის სიზუსტე და აკადემიური წერის სტილის დაცვა.
შესაბამისად, მთარგმნელის მომსახურება გამოგადგებათ, როდესაც :
- გჭირდებათ დოკუმენტების გადათარგმნა
- ვებ-გვერდის კონტენტის თარგმნა
- სათარგმნი გაქვთ სამეცნიერო ნაშრომი ან პუბლიკაცია
- გჭირდებათ მარკეტინგული მასალების მომზადება უცხოურ ენაზე და სხვა მსგავსი პროცედურები, როცა საქმე ტექსტების თარგმნას ეხება.
მაშ, როდის გვჭირდება თარჯიმანი?
თარჯიმნის მომსახურება დაგჭირდებათ, მაშინ, როცა გვჭირდება ზეპირი
თარგმნა ყველა ენაზე, მაგალითად:
- გაქვთ საერთაშორისო შეხვედრა ან კონფერენცია
- გეგმავთ საქმიან მოლაპარაკებებს უცხოელ პარტნიორებთან
- გჭირდებათ თანხლება უცხოელ სტუმრებთან
- მონაწილეობთ საერთაშორისო ღონისძიებებში
მთარგმნელისგან განსხვავებით, ნაცვლად ტექსტისა, თარჯიმანი ზეპირ კომუნიკაციას თარგმნის, სწორედ მასზეა დამოკიდებული სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შორის ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა.
როგორც წესი ფლობენ მინიმუმ 2 სამუშაო ენას, პირობითად, თუ გჭირდებათ
თარგმნა ქართულიდან ან
თარგმნა ინგლისურიდან შეგიძლიათ აიყვანოთ შესაბამისი ენების მცოდნე კადრი.
თარჯიმნის მომსახურება სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება მოიცავდეს როგორც სინქრონულ, ისე თანმიმდევრულ თარგმანს.
დიდ, საერთაშორისო კონფერენციებზე, როგორც წესი, გამოიყენება
სინქრონული თარგმანი, რაც გულისხმობს თარგმანის ისეთი ფორმას, როდესაც თარჯიმანი თარგმნის მოსაუბრის პარალელურად, თითქმის რეალურ დროში.
წარმოიდგინეთ, რომ კონფერენციაზე უსმენთ მომხსენებელს უცხო ენაზე, მაგალითად რუსულად და არ გესმით ენა, თარჯიმანს უწევს
თარგმნა რუსულიდან, თქვენ კი დაახლოებით 2-3 წამის დაგვიანებით, სპეციალურ ყურსასმენში გესმით მისი საუბრის თარგმანი თქვენთვის მშობლიურ ენაზე.
ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ქართულ რუსული ტექსტის თარგმნა ისე, რომ შენარჩნუდეს კონტექსტი და შინაარსი.
სინქრონული თარგმანი გამოირჩევა რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით.
ზოგავს დროს, რადგან არ სჭირდება დამატებითი პაუზები თარგმნისთვის, განსაკუთრებით ეფექტურია დიდი აუდიტორიისთვის, რადგან საშუალებას აძლევს ყველა მსმენელს სპეციალური ყურსასმენების მეშვეობით მიიღონ ინფორმაცია თავიანთ ენაზე.
სინქრონული თარგმანი ინარჩუნებს მოსაუბრის ემოციური მუხტსა და გამოსვლის დინამიკას.
რაც შეეხება თანმიმდევრულ თარგმანს, თანმიმდევრული თარგმანი არის თარგმანის ისეთი ფორმა, როდესაც მოსაუბრე აკეთებს პაუზებს, და ამ პაუზების დროს
თარჯიმანი თარგმნის ნათქვამს.
წარმოიდგინეთ საქმიანი შეხვედრა, სადაც მოსაუბრე ამთავრებს აზრს და შემდეგ თარჯიმანი გადმოსცემს ამ ინფორმაციას მეორე ენაზე.
თარჯიმანი დგას მოსაუბრის გვერდით
აკეთებს ჩანაწერებს სპეციალური სისტემით
თარგმნის მოსაუბრის პაუზების დროს
საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დააზუსტოს ინფორმაცია
ეს მეთოდი ეფექტურია მცირე ჯგუფებთან მუშაობისას და დეტალური მოლაპარაკებების წარმოებისას.
ხშირად, ბიზნეს ურთიერთობების ენას ძირითადად ინგლისური წარმოადგენს, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამართული
თარგმანი ქართულ-ინგლისური ენებისა,თარჯიმანმა უნდა გაითვალისწინოს ამ ორი ენისთვის მახასიათებელი დეტალები და საუბარი თარგმნოს ტერმინოლოგიის სიზუსტის დაცვით.
თანმიმდევრული თარგმანი საშუალებას აძლევს მხარეებს უკეთ გაიაზრონ და დააზუსტონ ინფორმაცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს გარიგებების დროს.
თარჯიმანთა ბიურო ხშირად გვთავაზობს მრავალფეროვან მომსახურებას სხვადასხვა ენაზე.
მაგალითად, ინგლისურ ენაზე მოგემსახურებათ ინგლისური ენის თარჯიმანი.
გაზრდილია მოთხოვნა ისეთ სპეციალისტებზეც, როგორებიც არიან
სპარსული ენის თარჯიმანი ,
პოლონური ენის თარჯიმანი,
ბერძნული ენის თარჯიმანი.
პროფესიონალი თარჯიმნის შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისი გამოცდილება კონკრეტულ სფეროში.
მაგალითად, ბიზნეს მოლაპარაკებებისთვის სასურველია თარჯიმანი იცნობდეს ბიზნეს ტერმინოლოგიას.
გასათავალისწინებელია ისიც, რომ თარჯიმანი უნდა მეგობრობდეს ტექნოლოგიებთან, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ გავლენა მოახდინა თარჯიმნის პროფესიაზეც, დღეს უკვე შესაძლებელია ონლაინ თარგმნა დისტანციური პლატფორმების საშუალებით, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის პერიოდში და შემდგომაც შენარჩუნდა, როგორც მოქნილი და ეფექტური გადაწყვეტილება.
თუ დაგჭირდება
თარჯიმანი ონლაინ , მარტივად შეგიძლიათ შეარჩიოთ ჩვენს პლატფორმაზე
servisebi.ge.
როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი მთარგმნელსა და თარჯიმანს შორის?
არჩევანი დამოკიდებულია თქვენს კონკრეტულ საჭიროებასა და რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე.
პირველი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ პროექტის მასშტაბია, საერთაშორისო კონფერენციებზე, სადაც ბევრი უცხოელი სტუმარია, აუცილებლად დაგჭირდებათ თარჯიმნის მომსახურება, ასეთი ტიპის ღონისძიებებზე წერილობითი თარგმანი უბრალოდ ვერ იმუშავებს. თუმცა, თუ გჭირდებათ კომპანიის დოკუმენტების, ხელშეკრულებების ან მარკეტინგული მასალების თარგმნა, ამ შემთხვევაში მთარგმნელის მომსახურება იდეალური გადაწყვეტილება იქნება.
ასევე არჩევანზე მნიშვნელოვნად მოქმედებს დროის ფაქტორი.
თუ მყისიერი კომუნიკაცია გჭირდებათ უცხოენოვან პარტნიორებთან შეხვედრაზე, ცხადია თარჯიმანის მომსახურება უნდა გამოიყენოთ,
თუ სათარგმნი გაქვთ დოკუმენტი ან ტექსტი, მთარგმნელი შეძლებს ამ სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას.
არჩევანის გაკეთებისას გასათვალისწინებელია ბიუჯეტიც.
განსხვავებულია თარგმნის ღირებულება ენების სპეფიციკის მიხედვით, მაგალითად:
რუსულ - ქართული თარგმნა შესაძლოა უფრო ნაკლები დაჯდეს, ვიდრე თარგმნა სპარულიდან ქართულზე.
სწორი არჩევანის გაკეთება მოითხოვს წინასწარ დაგეგმვას და დეტალურ კომუნიკაციას სერვისის მომწოდებელთან.
გირჩევთ, ნათლად ჩამოაყალიბოთ თქვენი მოთხოვნები, მოლოდინები და პროექტის სპეციფიკური საჭიროებები, შემდგომ კი მიმართოთ თარჯიმანთა ბიუროს ან მთარგმნელობით სააგენტოს. ისინი კი თავის მხრივ შემოგთავაზებენ თქვენი კონკრეტული სიტუაციისთვის შესაფერის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.
პირობითად, თუ თარჯიმანი გჭირდება ორენოვანი პროექტებისთვის, როგორიცაა იტალიური და გერმანული ენები, მათი დახმარებით შეძლებთ ერთ სივრცეში იპოვოთ როგორც
იტალიური ენის თარჯიმანი, ისე
გერმანული ენის თარჯიმანი.