ამსტრონგის ჭერის მონტაჟი

ამსტრონგის ჭერის მონტაჟი საკმაოდ მოკლე დროში ხდება,
მასალებიც საკმაოდ ხელმისაწვდომი და ბიუჯეტურია, ეს ყოველივე კი ამ ტიპის ჭერს ტრენდულ და მოთხოვნად ინტერიერის ელემენტად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ჭერს ნაცვლად საცხოვრებელი სივრცეებისა უფრო მეტად კომერციულ და ბიზნეს ფართებში შეხვდებით, ისეთ ობიექტებზე როგორიცაა:
▶ ოფისები
▶ საავადმყოფოები
▶ აუზები
▶ საწყობები
▶ სასტუმროები
▶ სკოლები
▶ საბავშვო ბაღები
დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება მასალის შერჩევაც, მაგალითად: ძლიერ ნესტიან ადგილებში, როგორიცაა აუზები და საწყობები, ძირითადად მონტაჟდება ნესტგამძლე ფილები.
აკუსტიკურ ფილებს იყენებენ სასტუმროებსა და საკონცერტო დარბაზებში, ასევე სამხატვრო და სხვა ტიპის გალერეაში.
კვალიფიციური ამსტრონგის ჭერის ხელოსანი დაგაკვალიანებთ ყოველ დეტალზე, სივრცის მიხედვით თუ რა ტიპის მასალა სჯობს, როგორი დიზაინი და დაგეხმარებათ შექმნათ კომფორტული საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემო.

ამსტრონგის ჭერის ხელოსანი

ამსტრონგის ჭერის ხელოსანი არის პროფესიონალი, ვინც ზედმიწევნით იცის ყოველი პროცედურა ჭერის სწორად მონტაჟისთვის და მათი ჩართულობით შეძლებთ მასალის უსაფრთხოდ ინსტალაციას.
ამსტრონგის ფილები ხშირ შემთხვევაში თხელი ფირფიტებია და მონტაჟის დროს, რომ არ დაზიანდეს  სჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილით მოპრყობა.
ასევე, სწორად უნდა აიგოს ლითონის კარკასი, რომელშიც შემდგომ ჩაჯდება ეს ფილები და ეს ეტაპიც განსაკუთრებით საყურადღებოა.
ხშირად ამსტრონგის ჭერში უნდა ჩაიდგას განათების ფარები, ვენტილაციის ხვრელები და სხვა დამატებითი კომპონენტები, რაც ასევე მოითხოვს სპეციალიზებულ ცოდნას, უმეტესად ამ პროცესს ხელოსანი ასრულებს ხოლმე, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში საჭირო ხდება ელექტრიკოსის ჩართულობა.
საჭიროების შემთხვევაში, Servisebi.ge-დან შეძლებთ როგორც ელექტრიკის, ასევე ჭერის ხელოსნის გამოძახებას.
 

მომხმარებლის შეფასებები

არმსტრონგის ჭერის და კედლის დეკორატიული პანელების მონტაჟი სურათი
არმსტრონგის ჭერის და კედლის დეკორატიული პანელების მონტაჟი
თამარი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
11 თვის წინ

საუკეთესო გუნდი✌️იდეალურად შესრულებული სამუშაო ხარისხი და პუნქტუალურობა

ამსტრონგის ჭერი - მასალის შერჩევა და ტექნიკური მახასიათებლები

ამსტრონგის ჭერი საკმაოდ მოთხოვნადი არჩევანია კომერციულ ფართებსა და ბიზნეს ობიექტებზე, ნაკლებად შეხვდებით საცხოვრებელ სივრცეებში, თუმცა ყოველივე გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუ ამ ტიპის ჭერის ბინასა და სახლში მონტაჟი გსურთ, არჩევანი თქვენზეა.
ქართულ ბაზარზე მასალის საკმოდ მრავალფეროვანი არჩევანია, ისინი ერთმანეთისგან ფუნქციით, ხარისხით, ფასითა და სხვა მახასიათებლით განსხვავდება.
გიზიარებთ რამდენიმე დეტალს, რაც დაგეხმარებათ მასალის შერჩევაში.
ამსტრონგის ფილებს აქვთ სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც განისაზღვრება მათი დანიშნულებით.
პირველ რიგში, განვიხილოთ მასალის ტექნიკური მახასიათებლები:
ჩამოთვლილთაგან, თქვენი მიზნობრიობიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოთ ის კონკრეტული, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამება სივრცის მოთხოვნებს, თუ დამოუკიდებლად გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ნუ ენდობით იმ ადამიანების რჩევებს, ვისაც არ აქვთ ამ სფეროში გამოცდილება, რადგან შეიძლება კონკრეტული მასალა მათთვის და თქვენთვისაც მისაღები იყოს, ხოლო  ინტერიერისთვის კი - შეუსაბამო.
დაიხმარეთ ამსტრონგის ჭერის ხელოსანი. მათ ჩვენი პლატფორმის საშუალებით იპოვით, დაუკავშირდებით და გაივლით კონსულტაციას ყველა საჭირო დეტალზე.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რა ტიპის ფილები არსებობს ამსტრონგის ჭერისთვის და როგორ უნდა შევარჩიო?

არსებობს სხვადასხვა ტიპის ფილები, როგორიცაა: ნესტგამძლე, ხმაგაუმტარი, ჰიგიენური, ცეცხლგამძლე და სხვ. თითოეული მათგანი გამოიყენება კონკრეტული დანიშნულებით.
ფილების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ სივრცის მოთხოვნები და დანიშნულება. საუკეთესო არჩევანია, შერჩევის ეტაპზე კონსულტაციისთვის დავეკონტაქტოთ  არმსტრონგის ჭერის ხელოსანს, ვინც დაგაკვალიანებთ და მოგცემთ პროფესიონალურ რჩევებს მასალის შერჩევისას.

​რა განაპირობებს ამსტრონგის ჭერის პოპულარობას?

ამსტრონგის ჭერი პოპულარულია რამდენიმე მიზეზის გამო: სწრაფი მონტაჟი, ხელმისაწვდომი ფასი, ესთეტიკური ინტერიერი და ხანგრძლივი მოხმარების ვადა.

​რა უარყოფითი მხარეები აქვს ამსტრონგის ჭერს?

ერთ-ერთი მინუსი ისაა რომ ფილა თხელია და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ როგორც მონტაჟის ასევე ექსპლუატაციის დროს.
სიმყარით არ გამოირჩევა და ამიტომ ვერ უძლებს ძალისმიერ ზემოქმედებას, შესაძლოა დაზიანდეს მექანიკური ზემოქმედების შედეგად.

არ არის რეკომედნირებული დაბალჭერიანი სივრცეებისთვის, რადგან მონტაჟის შემდგომ ჭერის სიმაღლე 5-8 სმ-ით იკლებს ხოლმე.

ტრენდები ჭერის დიზაინში - ხის ჭერი და ამსტრონგის ჭერი
ტრენდები ჭერის დიზაინში - ხის ჭერი და ამსტრონგის ჭერი
ინტერიერის დიზაინის ტენდენციები ყოველწლიურად იცვლება, თუმცა არსებობს გაკვეული ტრენდები, რომლებიც აქტუალობას არასდროს კარგავს, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ხ...
ყველას ნახვა