fb

სასაუბრო ინგლისური

სასაუბრო ინგლისური დღევანდელობის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, სწორედ ამიტომ ბევრს სასწავლო ცენტრში და რეპეტიტორებთან შექმნილია ცალკეული ჯგუფები საუბრის შესასწავლად.
სასაუბრო ინგლისურის  სწავლა მოიცავს პრაქტიკას და მოთმინებას. დაიწყებთ ძირითადი ფრაზებისა და მისალმებების დაუფლებით. ყოველდღიური საუბრები, სხვადასხვა აპლიკაციები, დისკუსები,  ეხმარებათ მოსწავლეებს სასაუბრო უნარების ჩამოყალიბებაში, რაც თანდათან გააფართოებს თქვენს ლექსიკას. ინგლისური პოდკასტების მოსმენამ, ფილმების ყურებამ და ენის შეხვედრებში მონაწილეობამ შეიძლება კიდევ მეტად გააძლიეროს  თქვენი სასაუბრო ინგლისური. დაიხმარეთ პროფესიონალი პედაგოგი, გაითვალისწინეთ შეცდომები და აღნიშნეთ მცირე გამარჯვებები თქვენს ინგლისურენოვან მოგზაურობაში.
სასაუბრო ინგლისური
პრო
უკვე დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
eyeნანახი
უკვე დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
5.0
| 15 შეფასება

არსებობს უამრავი სასწავლო პროგრამა, რეპეტიტორი და მეთოდიკა. ხშირ შემთხვევაში 3 ვარიანტია: 1.სასწავლო კურსი ზედმეტად აკადემიური და გაწერილია, შესაბამისად მოსაწყენი 2.აქცენტი ენის მარტივ კომპონენტებზეა გამახვილებული (მეტყველება და მოსმენა), წერა, კითხვა და სხვა ასპექტები კი უგულვებელყოფილი. სილაბუსი ხშირად არც არსებობს (სად ვართ და სად უნდა მივიდეთ). 3. ჯგუფები ზედმეტად დიდია,ამიტომ ვერ ხერხდება ინდივიდუალური მიდგომის რეალიზება. რას გთავაზობთ მე? ✅ თქვენს საჭიროებებზე, მოთხოვნებზე მორგებულ, საინტერესო და პრაქტიკულ ონლაინ გაკვეთილებს (როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური) საშინაო დავალებების გარეშე; ✅აკადემიურ მიდგომას, გაწერილ სასწავლო გეგმას და მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებს, როგორებიცაა PPP, ESA, TTT, CAP, The Task-Cycle, Dogme და ა.შ., რაც უშუალოდ თქვენზე ადაპტირდება და არ გამოგიყვანთ კომფორტის ზონიდან. ✅ გაკვეთილები ტარდება ონლაინ, შესაძლებელია საზღვარგარეთიდან ჩართვა და მორგება დროებზე (მყავს მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, აშშ-ში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში)

certificates icon სერტიფიკატი
video play icon ვიდეო
ტელეფონი
პრო
ინგლისური/ზოგადი/აბიტურიენტები/TOEFL
ინგლისური/ზოგადი/აბიტურიენტები/TOEFL

გამარჯობა, მე ვარ ლევანი. უკვე 15 წელია რაც ვასწავლი ინგლისურს, განათლება მიღებული მაქვს ამერიკული სისტემის ბაზაზე. ამჟამად ვასწავლი ინგლისური ენის ცენტრ "British Space"-ში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ნებისმიერი ასაკისა და დონის მსმენელებისათვის. /ზოგადი ინგლისური ენის კურსი (A1-C1)/ /ინგლისურის კურსები აბიტურიენტებისათვის "British Space"-ში!/ გაივლით ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად შესაბამის პროგრამას და შეიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს! /TOEFL კურსები "British Space"-ში!/ გაივლით ინტენსიურ კურსს, რაც მოიცავს ტექსტის სწრაფად კითხვის, მოსმენისა და ეფექტური ესეს შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, გაივლით TOEFL-ის სტრატეგიასა და გამოცდისათვის ფსიქოლოგიურ მზადებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მაღალი ქულის მიღების ალბათობას. /სასაუბრო ინგლისურის კურსები/ მიემგზავრებით საზღვარგარეთ და გჭირდებათ პრაქტიკული ინგლისური? ბრიტანულ სივრცეში’’ ფუნქციონირებს საკვირაო სასაუბრო ინგლისური ენის კლუბი . კურსებს წაიყვანენ გამოცდილი სერთიფიცირებული პედაგოგები. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო. ყველა კატეგორიის კურსისთვის შესაძლებელია როგორც ტრადიციული, ასევე ონლაინ მეცადინეობები.

ტელეფონი
მომზადება ინგლისურში
მომზადება ინგლისურში

დროა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ენის-ინგლისურის შესწავლა! ✅ვამზადებ ინგლისურში თანამედროვე და ეფექტური მეთოდებით, რაც მოიცავს როგორც წერითი და კითხვითი უნარ-ჩვევების განვითარებას ასევე მოსასმენი და სალაპარაკო ინგლისურის დახვეწასაც. ✅ვარ სერთიფიცირებული ინგლისურ ენაში კემბრიჯის უნივერსიტეტის სერთიფიკატით,მაქვს ხუთწლიანი გამოცდილება. ✅მე-7კლასის ზემოთ მოსწავლეთა მომზადება მე-11 კლასამდე ჯგუფში (ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა 2-ს არ აღემატება) 100ლარი, აბიტურიენტების მომზადება -150 ლარი, ინდივიდუალური გაკვეთილები- 150 ლარი, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება -150ლარი . ✅მეცადინეობები ტარდება როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად(ორი ადამიანი), თვეში გაკვეთილების რაოდენობა -8 გაკვეთილი,გაკვეთილის ხანგრძლივობა 1:30 წუთი. ✅მეცადინეობები ტარდება გლდანში,ახმეტელის მეტროდან 5წუთის სავალზე.