ინგლისურ ენაში მომზადება
ვარ სერტიფიცირებული ტუტორი, მაქვს TESOL-ის საერთაშორისო სერტიფიკატი და ჩინეთის უმაღლეს სკოლაში მუშაობის გამოცდილება. ვარ მაგისტრი, დავამთავრე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მაგისტრატურა, რომელიც მხოლოდ ინგლისურ ენაზე გავიარე. ამჟამად უფროსებს ვასწავლი ონლაინ, ნებისმიერ დონეს. მყავს მოსწავლეები კანადიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და იტალიიდან. 8 ინდივიდუალური, ონლაინ გაკვეთილის ფასია 300 ლარი. ჩვენ ვითანამშრომლებთ შენზე მორგებული გრაფიკითა და სწავლების სტილით. და ბოლოს, ჩემთან მარტო ინგლისურს არ ისწავლი. საჭიროებისამებრ, შევეხებით ისეთ თემებს, როგორიცაა: ბავშვობაში არასწორად შექმნილი მითები და წარმოდგენები საკუთარ თავზე, მოტივაცია, დისციპლინა, ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროები და მათი ჩართულობა დასწავლის პროცესში; სხვადასხვა პრობლემები: დისლექსია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ADHD და ა.შ.