Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის

ეძებთ ინგლისურის გაკვეთილებს დამწყებთათვის?   ჩვენს ვებგვერდზე გამოცდილ და მეგობრულ ინგლისური ენის მასწავლებლებს ნახავთ, ვინც თქვენს პირველ საფეხურებს სწავლის პროცესში საინტერესოს და სასიამოვნოს გახდის. 
ინგლისურის სწავლება მარტივი დავალებებით იწყება, სწავლობთ:
  1. მისალმებას და გაცნობას,
  2. ანბანს და მის გამოთქმას
  3. ციფრებს და დათვლას
  4. ძირითად ლექსიკას
  5. საერთო ფრაზებს და გამონათქვამებს
  6. მარტივ გრამატიკულ სტრუქტურებს
  7. ყოველდღიური საქმიანობის ამსახველ წინადადებებს
  8. დროს და თარიღებს
  9. ძირითად კითხვას და წერას.
ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის საკმაოდ მრავალლფეროვანი და სასიამოვნოა.  აირჩიეთ სწავლება თამაშების, სიმღერებისა და ინტერაქციული აქტივობების საშუალებით.
გახსოვდეთ, პროგრესი თანმიმდევრულად, სწავლასთან ერთად მოვა, რომელსაც ხელს შეუწყობს თქვენი შერჩეული პედაგოგი. 
ინგლისური ენის გაკვეთილებს ნულიდან გთავაზობენ როგორც სასწავლო ცენტრები, ასევე კერძო რეპეტიტორები, სპეციალურად შედგენილი პროგრამებით,  სწავლების ტემპი და თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს თქვენს მიზნებსა და საჭიროებებს. ისიამოვნეთ სასწავლო პროცესით და შეისწავლეთ უდიდესი მნიშვნელობის მქონე ენა  თქვენი წარმატებისთვის!
პრემიუმი
ინგლისური ენის სპეციალისტი
pin თბილისი
ინგლისური ენის სპეციალისტი

კემბრიჯის უნივერსიტეტის სერთიფიცირებული სპეციალისტი(TKT), დოქტორანტი, მოამზადებს ინგლისურ ენაში, აბიტურიენტებს, სტუდენტებს, მაგისტრანტებს, მასწავლებლებს სასერთიფიკატო გამოცდებისთვის, ან უბრალოდ ენის შესწავლის მსურველებს. სწავლება მოიცავს უახლეს სახელმძღვანელოებს, ტესტებს, აუდიო სავარჯიშოებს და დამატებით რესურსებს. ყველა მოსწავლისათვის განისაზღვრება ინდივიდუალური პროგრამა. სასწავლო მასალით უზრუნველყოფა ხდება, ჩემს მიერ. გაკვეთილის ხანგძლივობა 60 წუთი. 8 გაკვეთილის ღირებულება სკოლის მოსწავლეებისთვის 250 ლარი, ხოლო სასერთიფიკატო გამოცდებისთვის და აბიტურიენტებისთვის 300 ლარი. დეტალური ინფორმაციისათვის დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე. მის: საბურთალო, ბუდაპეშტის ქუჩა.

profile avatar
მელანია დარახველიძე
verify badge პრემიუმი
ინგლისურ ენაში მომზადება
pin თბილისი
ინგლისურ ენაში მომზადება

ვარ სერტიფიცირებული ტუტორი, მაქვს TESOL-ის საერთაშორისო სერტიფიკატი და ჩინეთის უმაღლეს სკოლაში მუშაობის გამოცდილება. ვარ მაგისტრი, დავამთავრე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მაგისტრატურა, რომელიც მხოლოდ ინგლისურ ენაზე გავიარე. ამჟამად უფროსებს ვასწავლი ონლაინ, ნებისმიერ დონეს. მყავს მოსწავლეები კანადიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და იტალიიდან. 8 ინდივიდუალური, ონლაინ გაკვეთილის ფასია 300 ლარი. ჩვენ ვითანამშრომლებთ შენზე მორგებული გრაფიკითა და სწავლების სტილით. და ბოლოს, ჩემთან მარტო ინგლისურს არ ისწავლი. საჭიროებისამებრ, შევეხებით ისეთ თემებს, როგორიცაა: ბავშვობაში არასწორად შექმნილი მითები და წარმოდგენები საკუთარ თავზე, მოტივაცია, დისციპლინა, ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროები და მათი ჩართულობა დასწავლის პროცესში; სხვადასხვა პრობლემები: დისლექსია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ADHD და ა.შ.

profile avatar
ნუცა აივაზაშვილი
პრო
ინგლისურ ენაში მომზადება
ინგლისურ ენაში მომზადება

გსურთ თავისუფლად ისაუბროთ ინგლისურად, გაიუმჯობესოთ სამუშაო შესაძლებლობები ან უბრალოდ გაიღრმავოთ ცოდნა?შემომიერთდით ჩემს ონლაინ კურსებზე და ერთად მივაღწევთ თქვენს მიზნებს! ✅ Მე ვარ ინგლისური ფილოლოგიის კურსდამთავრებული და მაქვს პედაგოგობის 4 წლიანი გამოცდილება Გთავაზობთპრაქტიკულ და თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც მორგებულია თქვენი საჭიროებებისა და დონის მიხედვით. გაკვეთილები იქნება მრავალფეროვანი, ინტერაქტიული და საინტერესო, რაც ხელს შეგიწყობთ ენის მარტივად და სწრაფად დაუფლებაში. ჩემი კურსები მოიცავს: ✅გრამატიკისა და ლექსიკის გაძლიერებას ✅მოსმენის, საუბრისა და წერილობითი უნარების გაუმჯობესებას ✅ინდივიდუალურ და ჯგუფურ სავარჯიშოებს რეალურ სიტუაციებზე დაყრდნობით რატომ აირჩიოთ ჩემი კურსები? ✅სრული კომფორტი: სწავლა სახლიდან, თქვენთვის მოსახერხებელ დროს ✔️ შეგიძლიათ მობრძანდეთ ბინაზეც. ✅ინდივიდუალური მიდგომა: კურსები მორგებულია თქვენს დონესა და მიზნებზე ✅პრაქტიკული გაკვეთილები: ✅დამხმარე მასალები: ხელმისაწვდომი და გამარტივებული მასალა, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად განვითარებაში

star icon 5.0 (1)

ინგლისური ენა დამწყებთათვის

ინგლისური  ენა დამწყებთათვის სასურველ მასწავლებელთან ან სასწავლო ცენტრთან შეგიძლიათ ერთ სივრცეში მოიძიოთ.   Servisebi.ge გაძლევთ შესაძლებლობას დაიწყოთ ინგლისურის სწავლა ნულიდან სასურველ პედაგოგთან.   შეარჩიეთ მეგობრული და პროფესიონალი მასწავლებლები ვებგევრდიდან და დაიწყეთ საოცარი მოგზაურობა შესაძლებლობების სამყაროში.
ინგლისური ენა ყველაზე გავრცელებული ენაა დღევანდელ მსოფლიოში, მისი სწავლით გეძლევათ შესაძლებლობა გაიზარდოთ კარიერულად და პიროვნულად, შეძლოთ ქვეყნის გარეთ გასვლა და ურთიერთობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლებთან.
იმისთვის, რომ ამ შესაძლებლობით ისარგებლოთ, საჭიროა მოიძოთ სასურველი მასწავლებელი ან სასწავლო ცენტრი, რომელიც შემოგთავაზებთ პროგრამას  ინგლისური ენა დამწყებთათვის.
 სასწავლო კურსები შექმნილია სპეციალურად მათთვის, ვინც ნულიდან იწყებს ინგლისურის შესწავლას და მოიცავს იმ სასწავლო მასალებს, რომლებიც საჭიროა ინგლისურის საფუძვლების შესაქმნელად. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მსგავსი ინგლისურის კურსები მაქსიმალურად მორგებულია თქვენს ინტერესებზე და გამდიდრებულია მრავალფეროვანი სასწავლო მასალით ინგლისურის სწრაფად და მარტივად შესასწავლად.
ინგლისური ენის შესწავლა
ინგლისური ენის შესწავლა

შევასწავლი ინგლისურ ენას ყველა ასაკობრივ ჯგუფს. პროფესიით ვარ ინგლისური ენის ფილოლოგი, სერთიფიცირებული, მაგისტრის ხარისხისა და TKT, TESOL, CAE საერთაშორისო კვალიფიკაციების მქონე პედაგოგი. კურსები განკუთვნილია მოზარდებისა და აბიტურიენტებისათვის, კომპანიებისთვის (კორპორატიული ინგლისური) და FCE (B2)/CAE, IELTS/TOEFL/Business English საერთაშორისო გამოცდების ჩაბარების მსურველთათვის. საგაკვეთილო პროცესი წარიმართება communicative და direct მეთოდებით, სახალისო და ინტერაქტიული აქტივობებით, რომლებშიც აქტიურად არის ჩართული თითოეული მოსწავლე და იღებს ინდივიდუალურ განმავითარებელ შეფასებას.

ინგლისურის რეპეტიტორი
ინგლისურის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურში, როგორც სასკოლო, ასევე ეროვნული გამოცდებისათვის, ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანს. განათლება: თბილისის ალტე უნივერსიტეტი, ლინგვისტიკა/ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრი. გამოცდილება მაქვს მიღებული Book Education-ში, უმცროსი მასწავლებელი - თბილისის ევროპული სკოლა ინგლისური ენის მასწავლებელი ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, "Escolas Congres"-ში. გავლილი მაქვს არაერთი სემინარი სწავლების მეთოდიკის შესახებ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მონაწილეობა მაქვს მიღებული დიდ ბრიტანეთში, ლონდონში - ინგლისური ენის სწავლების საფუძვლები. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი, მაქსიმუმ 1 საათი და 30 წუთი. მეთოდი შემდეგი: 1. ლექსიკა (ყოველ დღე 5-10 ახალი სიტყვის შესწავლა) შემდგომ ამ სიტყვების გამოყენებით წინადადებების აგება 2. გრამატიკა რეგულარულად, წესები, პრაქტიკაში გამოყენება, ესეს წერაზე მუშაობა, არაწესიერი ზმნების ბოლომდე შესწავლა 3. მოსასმენი სავარჯიშოები, მოკლე მეტრაჟიანი ფილმები, ვიდეოები, სადაც გამოთქმას და ახალ სიტყვებს ყურადღება ექცევა, შემდგომ პერიფრაზის გაკეთება, ანალიზი 4. საუბარზე მუშაობა - საინტერესო თემების განხილვა, სწორად წერა, მუშაობა სიტყვის სწორად გამოთქმაზე, ყველაზე მთავარი მოთხოვნა და წინაპირობა არის ის, რომ მოსწავლე იყოს მოტივირებული

ზოგადი ინგლისური/აბიტურიენტები/TOEFL
ზოგადი ინგლისური/აბიტურიენტები/TOEFL

გამარჯობა, მე ვარ ლევანი. უკვე 15 წელია, რაც ვასწავლი ინგლისურს. განათლება მიღებული მაქვს ამერიკული სისტემის ბაზაზე. ამჟამად ვასწავლი ინგლისური ენის ცენტრ "British Space"-ში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ნებისმიერი ასაკისა და დონის მსმენელებისათვის. /ზოგადი ინგლისური ენის კურსი (A1-C1)/ /ინგლისურის კურსები აბიტურიენტებისათვის "British Space"-ში!/ გაივლით ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად შესაბამის პროგრამას და შეიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს! /TOEFL კურსები "British Space"-ში!/ გაივლით ინტენსიურ კურსს, რაც მოიცავს ტექსტის სწრაფად კითხვის, მოსმენისა და ეფექტური ესეს შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, გაივლით TOEFL-ის სტრატეგიასა და გამოცდისათვის ფსიქოლოგიურ მზადებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მაღალი ქულის მიღების ალბათობას. /სასაუბრო ინგლისურის კურსები/ მიემგზავრებით საზღვარგარეთ და გჭირდებათ პრაქტიკული ინგლისური? ბრიტანულ სივრცეში’’ ფუნქციონირებს საკვირაო სასაუბრო ინგლისური ენის კლუბი . კურსებს წაიყვანენ გამოცდილი სერთიფიცირებული პედაგოგები. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო. ყველა კატეგორიის კურსისთვის შესაძლებელია როგორც ტრადიციული, ასევე ონლაინ მეცადინეობები.

ინგლისურ ენაში მომზადება
ინგლისურ ენაში მომზადება

მოვამზადებ უფროსკლასელებს, სტუდენტებსა და მოზრდილი ასაკის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში. გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ, 1 საათის განმავლობაში (შესაძლებელია დღეების დამატება). ჩემთან ენა შეისწავლება საფუძვლიანად და სწავლების პროცესი მოიცავს როგორც გრამატიკის, ისე სასაუბრო და წერითი უნარ-ჩვევების განვითარებას. სწავლებისას ვიყენებ ოქსფორდისა და კემბრიჯის თანამედროვე სახელმძღვანელოებს, ასევე აუდიო და ვიდეო მასალებს და დამხმარე ლიტერატურას, რაც გათვლილია შედეგის სწრაფად მისაღებად. მაქვს ენის სწავლებისა და მთარგმნელობითი საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. დამთავრებული მაქვს ამერიკათმცოდნეობის ფაკულტეტი ინგლისურენოვან, საერთაშორისო უნივერსიტეტში; მაქვს ინგლისური ენის პედაგოგის კვალიფიკაცია.

მომხმარებლის შეფასებები

ინგლისურში მომზადება სურათი
ინგლისურში მომზადება
ანა ვაზაგაშვილი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

ჩემს შვილს საოცრად ასწავლა და შეაყვარა ინგლისური ენა, ბედნიერებაა ასეთ პედაგოგთან და ადამიანთან ურთიერთობა. საოცარი პროფ...

ინგლისურის მასწავლებელი ონლაინ სურათი
ინგლისურის მასწავლებელი ონლაინ
ქეთი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

დადებითი შეფასება და რეკომენდაცია ჩემგან ეკა მასწავლებელს. ძალიან ყურადღებიანი და მოწესრიგებული ადამიანია, რაც მთავარია ...

ინგლისურში მომზადება სურათი
ინგლისურში მომზადება
სალომე შენგელია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 თვის წინ

პროფესიონალი, კარგი გადმოცემის უნარის მქონე მასწავლებელია. ყოველთვის ახალ და საინტერესო მასალას გვთავაზობს. ენერგიული და...

ინგლისურში მომზადება სურათი
ინგლისურში მომზადება
ილონა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
6 თვის წინ

მაღალი პროფესიონალიზმითა და პედაგოგიური უნარებით გამორჩეული მასწავლებელი, რომელიც ქმნის სასიამოვნო და პროდუქტიულ სასწავლ...

ინგლისურში მომზადება სურათი
ინგლისურში მომზადება
ირაკლი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
6 თვის წინ

ძალიან კარგი მასწავლებელია, უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან. პუნქტუალური და კარგი გადმოცემისა და სწავლების უნარებით.

ინგლისურში მომზადება სურათი
ინგლისურში მომზადება
თინათინი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
6 თვის წინ

მაღალი დონის პროფესიონალი ზუსტად ის შედეგი დამადებინა რაც მჭირდებოდა TOEFL გამოცდაში 3 თვეში. უდიდესი რეკომენდაცია ჩემგა...

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები