Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

​ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის

ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხიმგებლო გამოწვევაა.   სკოლის მოსწავლეების სწავლის ხარისხზე უდიდესი გავლენა აქვს სწორად შერჩეულ პედაგოგს.  სწავლება უნდა ტარდებოდეს მეგობრულ გარემოში,  სახალისო და საინტერესო აქტივობებით. 
თამაშების, სიმღერებისა და ვიზუალური საშუალებების საშუალებით, ბავშვებს შეუძლიათ გაეცნონ თითოეულ ასოს, ისწავლონ ანბანის თანმიმდევრობა და მკაფიო ბგერები. ეს პრაქტიკული მიდგომა იწვევს ცნობისმოყვარეობას და პოზიტიურ ტონს ქმნის სასწავლო მოგზაურობისთვის.
ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის  სპეციალურად შემუშავებული პროგრამაა,  სადაც აქცენტი გაკეთებულია სასიამოვნო და ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნაზე.
 პედაგოგებს შეუძლიათ ჩაუნერგონ ინგლისური ენის სწავლების სიყვარული, დააყენონ ბავშვები ენობრივი ცოდნისა და კულტურული გაგების გზაზე, რაც მათ სარგებელს მოუტანს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
verify badge პრო
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 31 შეფასება

სერტიფიცირებულ პედაგოგს 11 წლიანი გამოცდილებით, მსურს გაგიმარტივო ინგლისურის სწავლა. თუკი შენ: 1) ენა იცი, მაგრამ საუბარი გიჭირს და კომპლექსდები; 2) სწავლას ნულიდან იწყებ; 3) გაქვს საბაზისო ცოდნა, მაგრამ გინდა ბუნებრივი, მაღალი დონის ცოცხალი, და არა “სახელმძღვანელოს” ინგლისური; სამივე შემთხვევაში, დაგეხმარები. გთავაზობ: ✅ შენზე მორგებულ, ინდივიდუალურ ონლაინ გაკვეთილებს —TEFL სერტიფიცირებულ მასწავლებელთან 12 წლიანი გამოცდილებით. ✅ თანამედროვე და ეფექტურ მეთოდებს — PPP, ESA, TTT, Task-Cycle, Dogme და სხვ. ✅ საუბარი პირველ ადგილზეა! პრაქტიკული გრამატიკის, ლექსიკის, კითხვის და მოსმენის პარალელურად. ✅ ცხოვრობ უცხოეთში? შესაძლებელია საზღვარგარეთიდან ჩართვა და მორგება დროებზე მომწერე ან დამირეკე - ერთად მივხედოთ შენს ინგლისურს.

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისური ენის ცენტრი ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
პრო
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 23 შეფასება

გახსენით კარი ინგლისურენოვანი სამყაროსკენ! ოცნებობთ თავდაჯერებულად და სრულყოფილად ისაუბროთ ინგლისურად? გსურთ შექმნათ ახალი შესაძლებლობები სწავლისა და კარიერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე? მე დაგეხმარებით ამ ოცნებების ასრულებაში! ინდივიდუალური ონლაინ მეცადინეობები! ყოველი გაკვეთილი იქნება სპეციალურად თქვენზე მორგებული, თქვენი დონისა და მიზნების გათვალისწინებით. მე შეგიქმნით პერსონალურ სასწავლო გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ მაქსიმალურად განავითაროთ თქვენი ინგლისურის ცოდნა. პერსონალურად თქვენზე მორგებული ყველა საჭირო მასალა გამოგეგზავნებათ იმეილზე. გაკვეთილის განმავლობაში დიდი ყურადღება ექცევა ყველა საჭირო უნარის განვითარებას, როგორიცაა:speaking, writing, reading, listening . ჩვენ ვიმუშავებთ ინტერაქტიული სავარჯიშოების, რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების სიმულაციებისა და საინტერესო დისკუსიების გამოყენებით. თქვენ არა მხოლოდ ისწავლით ენას, არამედ შეიყვარებთ მას! • პირველი გაკვეთილი სრულიად უფასოდ! ონლაინ ვამზადებ მოსწავლეებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის აშშ-დან, ირლანდიიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან. ონლაინ ფორმატი გვაძლევს საშუალებას, ვისწავლოთ კომფორტულად და ეფექტურად, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა. დამიკავშირდით დღესვე და დავიწყოთ თქვენი ინგლისურენოვანი მოგზაურობა! WhatsApp/Viber ერთი თვის სწავლის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ, პირველი საცდელი გაკვეთილის შემდგომ. ნუ გადადებთ თქვენს ოცნებებს! ინგლისური ენის შესწავლა არასდროს არ არის გვიან!

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
ინგლისური ენის პროფესიონალური ონლაინ გაკვეთილები
ინგლისური ენის პროფესიონალური ონლაინ გაკვეთილები

ისწავლეთ ენა სოციოლოგიის დოქტორთან ერთად – ხარისხი, ეფექტურობა და ინდივიდუალური მიდგომა! გსურთ გაიუმჯობესოთ ინგლისური ენა კარიერული წინსვლისთვის, განათლებისთვის თუ მოგზაურობისთვის? გთავაზობთ მაღალი ხარისხის ინდივიდუალურ კურსს, რომელიც სრულად მორგებულია თქვენს საჭიროებებსა და მიზნებზე. რატომ უნდა აირჩიოთ ჩემი კურსი? აკადემიური გამოცდილება: გაკვეთილებს უძღვება სოციოლოგიის დოქტორი, რაც უზრუნველყოფს სწავლების სისტემურობასა და მასალის ღრმა ანალიზს. მულტილინგვური სწავლება: გაკვეთილები ხელმისაწვდომია ქართულად, ინგლისურად, აზერბაიჯანულად და თურქულად მოსაუბრეთათვის. უნიკალური სპეციალიზაცია: გარდა ზოგადი ინგლისურისა, გთავაზობთ სწავლებას სპეციფიკური მიმართულებებით (ბიზნესი, სამხედრო სფერო). შედეგზე ორიენტირება: თითოეული პროგრამა იქმნება თქვენს უმოკლეს დროში წინსვლისთვის. რას გთავაზობთ? ✅ სასაუბრო ინგლისური: ბარიერის მოხსნა და თავისუფალი კომუნიკაცია. ✅ გრამატიკა + პრაქტიკა: თეორიული ცოდნის ინტეგრირება რეალურ საუბარში. ✅ ბიზნეს ინგლისური: პროფესიული კომუნიკაცია, პრეზენტაციები და მიმოწერა. ✅ სამხედრო ინგლისური: სპეციფიკური ტერმინოლოგია და პროფესიული საუბარი. ✅ გამოცდებისთვის მომზადება: ეროვნული და ზოგადი საერთაშორისო გამოცდები. დეტალები: დონეები: A1, A2, B1, B2, C1 ხანგრძლივობა: მინიმუმ 60 წუთი ღირებულება: 35 ლარი – ერთი გაკვეთილი დამიკავშირდით: (WhatsApp | Viber | Signal | Telegram). დამიკავშირდით დღესვე და ერთად მივაღწიოთ თქვენს მიზნებს!

video icon სერტიფიკატი
inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ინგლისური ენის რეპეტიტორი
ინგლისური ენის რეპეტიტორი

ინგლისური ენის შემსწავლელი ონლაინ კურსი სკოლის მოსწავლეების, აბიტურიენტების და სასაუბრო ინგლისურის შესწავლის მსურველებისათვის. პროფესიული კუთხით - ბიზნეს ინგლისური და სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის: FCE, TKT,CAE, IELTS, Pre-TOEFL, TOEFL, PSAT, SAT. ESL Teacher (English as a Second Language Teacher) განათლება: 1.აწსუ-ინგლისური ენის ფილოლოგია-ბაკალავრი 2. IBSU-განათლების ადმინისტრირება-მაგისტრი 3. IBSU-განათლების მეცნიერებების დოქტორი 4. TEYL, TEAL, TESOL/TEFL Certificates (World TESOL Academy) 5. Teaching English as a Foreign Language (TEFL) (Gatehouse Awards, i-to-i) 6. Civic and Tech through the English Language 7. Training of Trainers, E-Learning Theory & Practice (Alison) 8. English Language Teaching (NAEC) 9. Professional Career Skills-International Business Management Institution in Germany 10. Leader of Learners-Education Leadership-Harvard University (US) 11. University of Cambridge - CELTA-Certificate in Teaching English to Speakers of Other Languages 12. Michigan State University- Write Your First Novel ზოგადი ინგლისური (A1, A2, B1, B2) საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის (C1) სასაუბრო ინგლისური სწავლება მოიცავს ოთხივე ენობრივი ასპექტის (speaking, listening, writing, reading ) განვითარება/დახვეწას, და გაძლიერებული გრამატიკის სრულ კურსს. მეცადინეობა კვირაში ორჯერ. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი. ონლაინ სწავლება zoom/meet პლატფორმების გამოყენებით. დამიკავშირდით მხოლოდ WhatsApp-ის ან Viber-ის საშუალებით.

video icon სერტიფიკატი
inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ინგლისური ენის მასწავლებელი
ინგლისური ენის მასწავლებელი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 4 შეფასება

მოვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში ონლაინ. მაქვს Cambridge-ს C1 დონის სერთიფიკატი, დამთავრებული მაქვს ამერიკის საელჩოს Access-ის პროგრამა და გაცვლითი პროგრამით ვიმყოფებოდი აშშ-ში. ამჟამად ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვან ფაკულტეტზე. მაქვს როგორც ბავშვებთან, ისე ზრდასრულებთან სწავლებისა და ურთიერთობის გამოცდილება.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
verify badge
ზოგადი ინგლისური/აბიტურიენტები/TOEFL
ზოგადი ინგლისური/აბიტურიენტები/TOEFL

გამარჯობა, მე ვარ ლევანი. უკვე 15 წელია, რაც ვასწავლი ინგლისურს. განათლება მიღებული მაქვს ამერიკული სისტემის ბაზაზე. ამჟამად ვასწავლი ინგლისური ენის ცენტრ "British Space"-ში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ნებისმიერი ასაკისა და დონის მსმენელებისათვის. /ზოგადი ინგლისური ენის კურსი (A1-C1)/ /ინგლისურის კურსები აბიტურიენტებისათვის "British Space"-ში!/ გაივლით ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად შესაბამის პროგრამას და შეიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს! /TOEFL კურსები "British Space"-ში!/ გაივლით ინტენსიურ კურსს, რაც მოიცავს ტექსტის სწრაფად კითხვის, მოსმენისა და ეფექტური ესეს შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, გაივლით TOEFL-ის სტრატეგიასა და გამოცდისათვის ფსიქოლოგიურ მზადებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მაღალი ქულის მიღების ალბათობას. /სასაუბრო ინგლისურის კურსები/ მიემგზავრებით საზღვარგარეთ და გჭირდებათ პრაქტიკული ინგლისური? ბრიტანულ სივრცეში’’ ფუნქციონირებს საკვირაო სასაუბრო ინგლისური ენის კლუბი . კურსებს წაიყვანენ გამოცდილი სერთიფიცირებული პედაგოგები. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო. ყველა კატეგორიის კურსისთვის შესაძლებელია როგორც ტრადიციული, ასევე ონლაინ მეცადინეობები.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისური ენის ცენტრი ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი

ინგლისური ენის გაკვეთილები ბავშვებისთვის

ინგლისური ენის გაკვეთილები ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ცხოვრების ადრეული ეტაპებიდან. მისი მნიშვნელობა დღევანდელ მსოფლიოში იმდენად დიდია, რომ მის ცოდნას გადამწყვეტი როლი აკისრია ბავშვის განვითარებასა და წარმატებაში.
ბავშვებისათვის ინგლისურის სწავლა თანმიმდევრული და საინტერესო უნდა იყოს,  მოსწავლეებისათვის კი უნდა მიყვებოდეს სასწავლო პროგრამას.  
სასწავლო პროცესი მშობლებსა და ბავშვებში დიდ სტრესთან ასოცირდება.  პრობლემა ძირითადად არასათანადო სწავლება ან რთულად დასაძლევი პროგრამაა.  ამიტომ, მნიშვნელოვანია ბავშვს დროულად გავუწიოთ დახმარება და ჩავრთოთ საქმეში პროფესიონალი.  ინგლისური ენის გაკვეთილები ბავშვებისთვის უნდა წარიმართოს სასიამოვნო გარემოში, ეფექტური მეთოდებით. 
სწავლება ადაპტირებული უნდა იყოს ბავშვის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე. არ დაკარგოთ დრო,  შეარჩიეთ საუკეთესო საუკეთესოებიდან და გადადგით ნაბიჯები წარმატების დიდ გზაზე! ვისწავლოთ ინგლისური ერთად!

მომხმარებლის შეფასებები

ინგლისურში მომზადება სურათი
ინგლისურში მომზადება
სალომე შენგელია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

პროფესიონალი, კარგი გადმოცემის უნარის მქონე მასწავლებელია. ყოველთვის ახალ და საინტერესო მასალას გვთავაზობს. ენერგიული და...

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
სოფია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ საუკეთესო ონლაინ გაკვეთილებისთვის. თქვენ დამეხმარეთ არა მხოლოდ ინგლისური ენის გახსენ...

დროა მართლა ისწავლო ინგლისური! სურათი
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
ლიკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილები აქვს გიორგის. რაც მთავარია გადანაწილებულია პრაქტიკა და გრამატიკა. ბევრად...

დროა მართლა ისწავლო ინგლისური! სურათი
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
მამუკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

მამა გიორგი შესანიშნავი პედაგოგია. მისი გაკვეთილების მეშვეობით მომეხსნა ინგლისურად საუბრის უხერხულობა. მასწავლებელთან თ...

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
ლევანი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

მასწავლებელი არის ყველანაირი მეთოდით და ტექნიკით აღჭურვილი იმისთვის რომ მოსწავლეს მიაწოდოს სიღრმისეული ცოდნა. თვითონ ბ....

ინგლისურში მომზადება სურათი
ინგლისურში მომზადება
ილონა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 თვის წინ

მაღალი პროფესიონალიზმითა და პედაგოგიური უნარებით გამორჩეული მასწავლებელი, რომელიც ქმნის სასიამოვნო და პროდუქტიულ სასწავლ...

​ინგლისურის ცოდნის საჭიროება ბავშვებში

ჩვენს სულ უფრო ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში ინგლისურ ენაზე ეფექტური კომუნიკაციის უნარი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვებსა და სტუდენტებს. ინგლისური ენის გლობალური დომინირება მას არა მხოლოდ უნარად, არამედ მრავალი შესაძლებლობის განბლოკვის გასაღებად აქცევს, როგორც აკადემიურად, ასევე პირადად. ამ და სხვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გამო ინგლისურის შესწავლა დღესვე უნდა დაიწყოთ!
ინგლისური ენის გაკვეთილები ბავშვებისთვის ადრეული ასაკიდან წარმატების საფუძველია.  სწავლებაში უმნიშვნელოვანესი როლი კი მენტორს უკავია.
 
როგორ დაგეხმარებათ მასწავლებელი ინგლისური ენის გაკვეთილებისას:
ჩართვა და ინტერაქტიული გაკვეთილები:
მასწავლებლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინგლისური ენის სწავლების სასიამოვნო და მიმზიდველობაში. ინტერაქციული გაკვეთილების, თამაშებისა და აქტივობების ჩართვით, მასწავლებლები იპყრობენ მოსწავლეების ინტერესს და ქმნიან გარემოს, რომელიც ხელს უწყობს აქტიურ მონაწილეობას.

პროგრამები რეალურ სამყაროში:
მასწავლებლებს შეუძლიათ ინგლისური ენის პრაქტიკული მნიშვნელობის დემონსტრირება, გაკვეთილების რეალურ სამყაროში გამოყენებასთან დაკავშირებით. სცენარების და აქტივობების ჩართვა, რომლებიც ასახავს ყოველდღიურ სიტუაციებს, ეხმარება მოსწავლეებს დაინახონ ენის ცოდნის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კულტურული ინტეგრაცია:
ინგლისური ენის გაკვეთილებში კულტურული ელემენტების ინტეგრირება ამდიდრებს სასწავლო გამოცდილებას. მასწავლებლებს შეუძლიათ მოსწავლეებს გააცნონ მრავალფეროვანი კულტურული პრაქტიკა, ტრადიციები და პერსპექტივები, ხელი შეუწყონ კულტურულ ცნობიერებას და ენის უფრო ღრმა დაფასებას.

ინდივიდუალური მხარდაჭერა:
იმის აღიარებით, რომ თითოეული მოსწავლე განსხვავებულად სწავლობს, მასწავლებლებს შეუძლიათ ინდივიდუალური და ეფექტური მხარდაჭერა გაუწიონ მათ. მრავალფეროვანი სასწავლო სტილის გაკვეთილები უზრუნველყოფს, რომ ყველა ბავშვს და სტუდენტს შეეძლოს საკუთარი ტემპით წინსვლა, ინგლისურში ნდობისა და კომპეტენციის მიღწევა.

კომუნიკაციის წახალისება:
აუცილებელია საკლასო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს ღია კომუნიკაციას ინგლისურ ენაზე. მასწავლებლებს შეუძლიათ განახორციელონ აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობენ ვერბალურ ურთიერთობას, დებატებსა და დისკუსიებს, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს პრაქტიკაში გამოიყენონ და დახვეწონ თავიანთი ენობრივი უნარები.
 
მიღწევების აღნიშვნა:
ენის ეტაპების მიღწევების აღიარება და აღნიშვნა, რაც არ უნდა მცირე იყოს, ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციას. მასწავლებლებს შეუძლიათ შექმნან პოზიტიური სასწავლო ატმოსფერო მიღწევების აღიარებით, მიღწევების განცდის ხელშეწყობით და ინგლისური ენის შესწავლისადმი მთელი ცხოვრების სიყვარულის წახალისებით.
 
დასასრულს, ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისა და სტუდენტებისთვის აღემატება ენის ცოდნას.  ის  გთავაზობთ კარიბჭეს შესაძლებლობების სამყაროში. ინგლისური ენის  გაკვეთილები ბავშვებისთვის სპეციალური და ინოვაციური მეთოდების მეშვეობით ტარდება, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ ენის უნარებს, არამედ გლობალური საზოგადოების უფრო ფართო გაგებას. ინგლისური ენის ცოდნის გავლენა ვრცელდება საკლასო ოთახის მიღმა, რაც აყალიბებს მომავალი აკადემიური და პროფესიული წარმატების ტრაექტორიას ბავშვებისა და სტუდენტებისათვის.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

სად ვნახო ინგლისურის გაკვეთილები ბავშვებისათვის?

ინგლისურის სწავლების შეთავაზებებს, მათ შორის ინგლისურის გაკვეთილებს ბავშვებისათვის ჩვენს ვებგვერდზე ერთ სივრცეში ნახავთ. არსებული განცხადებებიდან შეარჩევთ თქვენსთვის სასურველ შეთავაზებას და დაუკავშირდებით მის ავტორს.

რა საფეხურიდან შეუძლია ბავშვს სწავლის დაწყება?

ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებს ან სხვა ნებისმიერ მსურველს ნულიდან შეუძლია. დამწყები მოსწავლეებისთვის არსებობს სპეციალურად შემუშავებელი პროგრამა რომელიც შეგასწავლით ინგლისურის საწყისი ეტაპიდან. მასწავლებლები კი უზრუნველყოფენ მხარდამჭერ გარემოს, რათა დაამყარონ ნდობა ენის მიმართ, რაც ეხმარება სწავლის შემდგომ ეტაპებს.

რა მასალას გადიან ბავშვები?

ყველა რეპეტიტორი და სასწავლო ცენტი სწავლების სხვადასხვა მეთოდს და მასალას იყენებს. მეთოდების და სასწავლო პროგრამის დაგეგმვა ინდივიდუალურად ხდება ასევე მოსწავლის მიზნებისა და ინტერესების გათვალისწინებთ. უმჯობესია დეტალური ინფორმაციისათვის მიმართოთ შერჩეულ პედაგოგს.

როგორ ხდება ენის შესწავლა მოსწავლეების შემთხვევაში?

ენგლისური ენის შესწავლა ბავშვებისათვის წინასწარ შეთანხმებული პროგრამით ხდება, იმ შემთხვევაში თუ მშობელს სურს ბავშვმა გაიაროს სასწავლო პროგრამა და ის მასალები, რომლებსაც სკოლის დონეზე სწავლობენ, მასწავლებელი ითვალისწინებს მის მოთხოვნას. თუ ზოგადად ინგლისურის დონის გაუმჯობესება გსურთ მასწავლებელი გამოიყენებს სხვადასხვა სახის ლიტერატურას და სწავლების მრვალფეროვან მეთოდებს.

რა ასაკიდან შეუძლია ბავსვს სწავლის დაწყება?

სკოლის მოსწავლეებისათვის სწავლის დაწყება 5-6 წლის ასაკიდან ხდება. დაახლოებით ამ ასაკიდან ბავშვი სწავლას სკოლაშიც იწყებს. არსებობს ასევე „PRESCHOOL” მოსამზადებელი კურსები, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის მომზადებას სკოლისთვის, არამხოლოდ ინგლისურში, არამედ სხვა სასკოლო საგნებშიც.