ინგლისურის შესწავლა ონლაინ

ინგლისურის შესწავლა ონლაინ არის საუკეთესო გზა მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს უცხო ენას ან გაიღრმაოს ცოდნა. ონლაინ მიმდინარე ინგლისური ენის კურსები, არის ყველაზე მოსახერხებელი, კომფორტული და ეფექტური ენის შესწავლის პროცესში. სწავლის მიმდინარეობისას თქვენ არ გიწევთ ინგლისური ენის ცენტრში მისვლა და  ტრანსპორტის გამოყენება. არამედ, ონლაინ რეჟიმში გაქვთ საშუალება აირჩიოთ თქვენზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი, დაესწროთ ლექციებს ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია და გაკვეთილის დასრულების შემდეგ მიიღოთ ვიდეო ჩანაწერი. ინგლისური ყველაზე გავრცელებული ენაა მსოფლიოში, ამიტომ ინგლისურის შესწავლა ონლაინ ნებისმიერ მსურველს დაეხმარება გაიმარტივოს ყოველდღიურობა და გაიუმჯობესოს შესაძლებლობები.
პრო
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 17 შეფასება

გახსენით კარი ინგლისურენოვანი სამყაროსკენ! ოცნებობთ თავდაჯერებულად და სრულყოფილად ისაუბროთ ინგლისურად? გსურთ შექმნათ ახალი შესაძლებლობები სწავლისა და კარიერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე? მე დაგეხმარებით ამ ოცნებების ასრულებაში! ინდივიდუალური ონლაინ მეცადინეობები! ყოველი გაკვეთილი იქნება სპეციალურად თქვენზე მორგებული, თქვენი დონისა და მიზნების გათვალისწინებით. მე შეგიქმნით პერსონალურ სასწავლო გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ მაქსიმალურად განავითაროთ თქვენი ინგლისურის ცოდნა. პერსონალურად თქვენზე მორგებული ყველა საჭირო მასალა გამოგეგზავნებათ იმეილზე. გაკვეთილის განმავლობაში დიდი ყურადღება ექცევა ყველა საჭირო უნარის განვითარებას, როგორიცაა:speaking, writing, reading, listening . ჩვენ ვიმუშავებთ ინტერაქტიული სავარჯიშოების, რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების სიმულაციებისა და საინტერესო დისკუსიების გამოყენებით. თქვენ არა მხოლოდ ისწავლით ენას, არამედ შეიყვარებთ მას! • პირველი გაკვეთილი სრულიად უფასოდ! ონლაინ ვამზადებ მოსწავლეებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის აშშ-დან, ირლანდიიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან. ონლაინ ფორმატი გვაძლევს საშუალებას, ვისწავლოთ კომფორტულად და ეფექტურად, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა. დამიკავშირდით დღესვე და დავიწყოთ თქვენი ინგლისურენოვანი მოგზაურობა! WhatsApp/Viber ერთი თვის სწავლის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ, პირველი საცდელი გაკვეთილის შემდგომ. ნუ გადადებთ თქვენს ოცნებებს! ინგლისური ენის შესწავლა არასდროს არ არის გვიან!

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
პრო
 ინგლისურის რეპეტიტორი
ინგლისურის რეპეტიტორი

ვარ გამოცდილი,სერთიფიცირებული 20 წლიანი გამოცდილების პედაგოგი. სპეციალობით (მთარგმნელ-რეფერენტი) მონიჭებული მაქვს გიდის კვალიფიკაციაც. ნათარგმნი მაქვს როგორც სამედიცინო წიგნები,ასევე სტატიები და. ა.შ. მოვამზადებ ინგლისურ ენაში აბიტურიენტებს,მაგისტრანტებს და ნებისმიერ მსურველს ხარისხიანად და საფუძვლიანად ოთხივე კომპონენტის გამოყენებით. წერა, კითხვა, მოსმენა, ესეების წერა და გრამატიკა. გამოყენებული იქნება აუდიო+ვიდეო მასალა.დონეების და პროგრამების მიხედვით.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
პრო
ინგლისურ ენაში მომზადება
ინგლისურ ენაში მომზადება

ონლაინ გაკვეთილები ინგლისურში - მარტივად და ეფექტურად! გსურთ ინგლისურის ცოდნის გაუმჯობესება? გთავაზობთ ონლაინ მომზადებას ყველა დონის მსურველისთვის. ✔ ინგლისური ფილოლოგიის კურსდამთავრებული ✔ მაქვს მომზადების 4 წლიანი გამოცდილება ✔ ვარ პენსილვანიის უნივერსიტეტის სერტიფიცირებული კურსდამთავრებული (English for Career Development) რას მიიღებთ? • ინდივიდუალური მიდგომა • გრამატიკა, ლექსიკა და კომუნიკაცია • მოქნილი გრაფიკი და ინტერაქტიული გაკვეთილები დაიწყეთ სწავლა დღესვე! დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე. ფასი შეთანხმებით.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის
ტელეფონი
მომზადება ინგლისურ ენაში ნებისმიერი მსურველისთვის
მომზადება ინგლისურ ენაში ნებისმიერი მსურველისთვის

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ინგლისურ ენაში. გაკვეთილზე განხილული იქნება შემდეგი ასპექტები (speaking, listening, writing, reading ) განვითარება/დახვეწა და გაძლიერებული გრამატიკის სრულ კურსი. მეცადინეობა კვირაში 2-ჯერ გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი ონლაინ სწავლება zoom/meet პლატფორმების გამოყენებით . ერთი თვის საფასური ჯგუფში 100 ლარი. ინდივიდუალურად 160 ლარი. ასევე შესაძლებელია სწავლა აუდიტორიაშიც მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის

ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ

ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ ნებისმიერ მსურველს უმარტივებს სასაუბრო ინგლისურის სწავლას. ონლაინ სწავლის პროცესში თქვენ ზოგავთ დროს, ენერგიას და ფინანსურ რესურსებს. გარდა ამისა, ონლაინ რეჟიმში მომხმარებელს საშუალება აქვს,  მარტივად იპოვოს მასზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი, კურსი და  მასწავლებელი. მნიშვნელობა არ აქვს, ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის გსურთ, თუ ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის გაინტერესებთ, ნებისმიერ შემთხვევაში მარტივად იპოვით თქვენთვის საინტერესო ონლაინ სწავლის მოდელს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ინგლისური არის ყველაზე გავრცელებული სასაუბრო ენა, შესაბამისად, ამ ენის კარგად ცოდნა გაგიღრმავებთ კარიერულ და სხვა შესაძლებლობებს.
ინგლისური ენის რეპეტიტორი
ინგლისური ენის რეპეტიტორი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 5 შეფასება

გამარჯობა, მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და ზრდასრულებს ინგლისურ ენაში. ✅ ვარ ინგლისური ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი; ✅️ გავიარე მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ✅️ სტაჟირება გავიარე გორის მე-12 საჯარო სკოლაში; ✅️მაქვს კერძო სკოლაში მუშაობის გამოცდილება - IB სისტემა; ✅️ მაქვს საკუთარი ინგლისური ენის სკოლა; ✅️ სწავლას ვაგრძელებ ანგლისტიკის სამაგისტრო პროგრამაზე - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ✅ გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია, როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად (მხოლოდ დისტანციურად); ✅ დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) 2021 წელს - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; ✅ გავიარე სტაჟირება ჯორჯ მარშალის სახელობის კურსდამთვრებულთა კავშირში, საქართველო, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრში (George Marshall Alumni Association, Georgia, Center for International and Security Studies); ✅ სწავლის დასრულების შემდეგ გავემგზავრე გერმანიაში, სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი გერმანულ საბავშვო ბაღში; ✅ როგორც სკოლის დამამთავრებელი წლების პერიოდში, ისე სტუდენტობის პერიოდში, ვამზადებდი მოზარდებსა და ზრდასრულებს ინგლისურ ენაში; ✅ მაქვს ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციაშიი მუშაობის გამოცდილება (Peace Corps), რაც დამეხმარა ამერიკული კულტურისა და ენის ცოდნის განვითარებასა და პრაქტიკაში უფრო მეტად დახვეწაში;

video icon სერტიფიკატი
inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ინგლისურის გაკვეთილები ონლაინ - ყველა დონე
ინგლისურის გაკვეთილები ონლაინ - ყველა დონე

გსურთ, გაიუმჯობესოთ ინგლისური ენა კარიერული წინსვლისთვის, განათლებისთვის თუ მოგზაურობისთვის? გთავაზობთ მაღალი ხარისხის, ინდივიდუალურ ონლაინ გაკვეთილებს, რომლებიც სრულად მორგებულია თქვენს საჭიროებებსა და მიზნებზე. ჩემი მიდგომა არის პროფესიონალური და ეფექტური, რათა სასურველ შედეგს უმოკლეს დროში მიაღწიოთ. ვისთვის არის განკუთვნილი კურსი? - ყველა ასაკისა და ეროვნების მსურველისთვის - ინგლისური, თურქულად და აზერბაიჯანულად მოსაუბრეთათვის რა შედის კურსში? - სასაუბრო ინგლისური: თავისუფლად საუბრის პრაქტიკა - გრამატიკა + საუბრის პრაქტიკა: თეორიისა და პრაქტიკის კომბინაცია - ბიზნეს ინგლისური: პროფესიული კომუნიკაციისთვის - სამხედრო ინგლისური: სპეციფიკური ტერმინოლოგია და საუბარი - ეროვნული და ზოგადი გამოცდებისთვის მომზადება: მიზნობრივი სწავლა დეტალები: დონეები: A1, A2, B1, B2, C1 გაკვეთილის ხანგრძლივობა: მინიმუმ 1 საათი ფასი: 25 ლარი ერთი გაკვეთილი კონტაქტი: WhatsApp | Viber | Signal | Telegram დამიკავშირდით დღესვე და დავიწყოთ თქვენი მიზნების მიღწევა!

video icon სერტიფიკატი
inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ინგლისურის მასწავლებელი
ინგლისურის მასწავლებელი

სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებელი ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში 100 ლარად, როგორც სასკოლო ისე დამატებით ლიტერატურაში ONLINE პლატფორმა zoom, google meet ან TEAMS-ის მეშვეობით სასწავლო პროცესში გამოყენებული იქნება მულტიმედიური და თანამედროვე რესურსები-აქტივობები ( ინტელექტუალური თამაშები, ქვიზები,პრეზენტაციები), საგაკვეთილო პროცესი არის ხალისიანი და მოსწავლეზე ორიენტირებული. კურსის დასასრულს მოსწავლე თავისუფლად შეძლებს ისაუბროს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე ინგლისურად. ვსწავლობდი საზღვარგარეთ პედაგოგიურ ფაკულტეტზე, მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება, ოქროს მედალოსანი, სტიპენდიანტი. დამატებითი შეკითხვებისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე. ფასები: სკოლის მოსწავლეებისთვის ჯგუფში მეცადინეობა - 100 ლარი, ინდივიდუალური - 160 ლარი მოსწავლესთან ადგილზე მისვლით-180 ლარი ზრდასრულებისთვის და მასწავლებლობის მსურველებისთვის ინგლისური - 180 ლარი

inglisuris swavla ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის

მომხმარებლის შეფასებები

ინგლისური ენის რეპეტიტორი სურათი
ინგლისური ენის რეპეტიტორი
Misho
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 კვირის წინ

ანუკის დიდ რეკომენდაციას ვუწევ. იგი გამოირჩევა პროფესიონალიზმით, არის მეგობრული და რთულ საკითხებს მარტივად და გასაგებად ხსნის. მისმა გაკვეთილებმა კიდევ უფრო შემაყვარა ინგლისური ენა.

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
ლელა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

თქვენმა დახმარებამ და მხარდაჭერამ ნამდვილად გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემს წარმატებაში. თქვენთან ინგლისურის სწავლა არ იყო უბრალოდ გაკვეთილების გავლა, ეს იყო საინტერესო, მოტივაციის მომცემი და გულწრფელი პროცესი, სადაც თითოეულ ეტაპზე ვგრძნობდი, რომ ჩემს განვითარებაზე გულით ზრუნავდით. თქვენ ზუსტად იცოდით, როგორ მორგებოდით ჩემს საჭიროებებს, როგორ აგეხსნათ რთული თემები მარტივად და როგორ შეგექმნათ ისეთი გარემო, სადაც მეც თავდაჯერებულად ვგრძნობდი თავს. ახლა, როცა ამერიკაში ასეთ მაღალი დონის სამსახურში ვმუშაობ, კარგად ვიცი, რომ ეს თქვენი დიდი წვლილის შედეგია. ყველას, ვისაც სურს რეალური პროგრესი, გულწრფელად ვურჩევ, რომ ისწავლოს თქვენთან.

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
სანდრო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 თვის წინ

თქვენ ხართ ნამდვილი პროფესიონალი. მეგობარმა მირჩია თქვენზე და შემიძლია თამამად ვთქვა , რომ თქვენთან ინგლისურის გაკვეთილებმა მოლოდინს გადააჭარბა. რთულ წესებსაც კი მარტივად და გასაგებად ხსნით. გაკვეთილები ყოველთვის ორგანიზებულია და საინტერესო, თეორიასა და პრაქტიკას შორის ბალანსი იდეალურად არის დაცული. განსაკუთრებით მემატება სითამამე საუბარში და ვგრძნობ რეალურ პროგრესს. ნამდვილად გირჩევთ ყველას, ვისაც სურს გაიუმჯობესოს ინგლისურის ცოდნა!

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
თორნიკე
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 თვის წინ

დიდხანს ვცდილობდი ინგლისურის სწავლას, მაგრამ შედეგი არ მქონდა, ბევრი ტუტორი და ცენტრი გამოვიცვალე უშედეგოდ. ბოლოს მოვხვდი თქვენთან და უკვე რამდენიმე თვეში ისეთი პროგრესი მაქვს, როგორზეც ადრე ვერც ვიოცნებებდი. ის სირთულეები, რომლებიც გადაულახავი მეგონა, რამდენიმე გაკვეთილში გადავლახე. მომეხსნა საუბრის კომპლექსები. ეხლა უკვე ძალიან კარგად ვსაუბრობ და გრამატიკაც ბევრად გამიუმჯობესდა. თქვენთან სწავლა ძალიან დიდი პრივილეგიაა. მადლობა კიდევ ერთხელ ასეთი შედეგი რომ დამადებინეთ.

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
ანამარია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 თვის წინ

ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენთან მეცადინეობით. გამიმართლა თქვენნაირ პრესტიჟულ საერთაშორისო დონის ტუტორთან რომ მოვხვდი. ყოველ გაკვეთილზე თქვენგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. თქვენი პროფესიონალიზმი კი ინგლისური ენის სწრაფად დაუფლებაში მეხმარება. უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან. ბედნიერია ადამიანი, რომელიც თქვენთან დაიწყებს ენის სწავლას. ნეტავ, აქამდე მეპოვნეთ....

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
ნანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 თვის წინ

ამერიკაში უკვე რამდენიმე თვეა ვიმყოფები და ეხლა თავისუფლად რომ ვსაუბრობ ინგლისურად თქვენი დამსახურებაა. ნებისმიერი ემიგრანტი დამეთანხმება რომ უცხოეთში ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატების მიღწევაში. თქვენი სწავლების სისტემა და მიდგომა ამ პროცესში ძალიან დამეხმარა. უკვე ინგლისურად თავდაჯერებულად ვსაუბრობ.თქვენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი ხართ. მადლობა ღმერთს , რომ თქვენი დონის სპეციალისტთან მოვხვდი. დიდი რეკომენდაცია ჩემგან

3 მიზეზი თუ რატომ არის ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ უფრო ეფექტური

ინგლისური ენა არის ყველაზე გავრცელებული მთელს მსოფლიოში და მას გლობალურ ენასაც კი უწოდებენ. ინგლისური ენა XVI საუკუნეში ჩამოყალიბდა ლონდონური დიალექტის საფუძველზე. დღესდღეობით ინგლისურად მოსაუბრე ადამიანების რიცხვი, რომელთათვისაც ინგლისური მეორე ენაა 380 მილიონს აღემატება და ყოველდღიურად იზრდება.

ინგლისური აღიარებულია ოფიციალურ სასაუბრო ენად მსოფლიოს 67 დამოუკიდებელ და 27 ავტონომიურ ქვეყანაში. ასევე, არის მსოფლიოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, მათ შორის: გაეროს, ნატოსა და ევროკავშირის ოფიციალური ენა.

მას შემდეგ, რაც კოვიდ პანდემიამ მსოფლიო მოიცვა, კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ. განვიხილოთ 3 მთავარი მიზეზი, იმის შესახებ, თუ რატომ გახდა ონლაინ სწავლის ფორმატი პოპულარული და რატომ უნდა აირჩიოთ ინგლისურის შესწავლა ონლაინ.

ისწავლით ნებისმიერი ადგილიდან

თუ აქამდე, ინგლისური ენის შესწავლის პროცესში საჭირო იყო, უცხო ენების ცენტრში ან კერძო პედაგოგთან სიარული, ონლაინ ფორმატში სწავლის დროს, ეს უკვე აღარ არის დაბრკოლება.

მარტივად შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან, იქნება ეს სახლი, მოსასვენებელი სივრცე, აგარაკი თუ სხვა, ინტერნეტის დახმარებით ჩაერთოთ, დაესწროთ ლექციებს და მიიღოთ საჭირო ცოდნა. ამისთვის კი, შეგიძლიათ ლეპტოპი, ტელეფონი ან გაჯეტი გამოიყენოთ.

თუ გადაწყვეტთ, რომ ინგლისური უფრო მაღალ დონეზე ისწავლოთ ან ენის დონე გინდათ გაიუმჯობესოთ კარიერისთვის და ეძებთ მასწავლებელს, რომლის მშობლიური ენაც ინგლისურია, ონლაინ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მარტივია.

თქვენ არ გიწევთ სხვა ქვეყანაში წასვლა და იქ მასწავლებლის ძიება, ან იმ მცირე სასწავლო ცენტრებში სიარული, რომელთაც მსგავსი სპეციალისტი ჰყავთ. ონლაინ მარტივად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მასწავლებელს, რომელიც არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო მასშტაბით ასწავლის ინგლისურს.

თუ მოისურვებთ, რომ შვებულებაში ყოფნის დროსაც სწავლა დასვენებას შეუთავსოთ, ონლაინ ფორმატის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ინგლისური ენის გაკვეთილები, სადაც არ უნდა იყოთ, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.

დაზოგავთ ფინანსებს, დროს და ენერგიას

ინგლისური ენის ონლაინ შესწავლის პროცესში თქვენ არ გიწევთ ტრანსპორტის გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ენის შესასწავლად საჭირო ხარჯებს. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში ონლაინ მიმდინარე სესიები ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და იაფია, ვიდრე კერძო მასწავლებლებთან სიარული.

თუ თქვენთვის სასურველი ინგლისურის დონის საფეხურის სალექციო კურსი საღამოს საათებში მიმდინარეობს, ამისთვის არ დაგჭირდებათ ტაქსის ან სხვა ტრანსპორტის გამოყენება, არამედ შეგიძლიათ ჩაერთოთ კომფორტული სივრციდან, დალიოთ ჩაი ან ყავა, დაზოგოთ ფინანსები და ისწავლოთ ინგლისური მარტივად.

თქვენს ფინანსებს ზოგავთ მაშინაც, როცა მასწავლებელი სრულად უზრუნველყოფს ონლაინ ფორმატში არსებული სასწავლო მასალების გაზიარებას და არ გიწევთ წიგნის ან სხვა სასწავლო რესურსების დამატებით ყიდვა.

შექმნით თქვენზე მორგებულ სასწავლო ცხრილს

ინგლისური ენის შესწავლის დროს მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ინდივიდუალური მიდგომები. ხშირად ჯგუფურად მიმდინარე სალექციო კურსები ადამიანს ვერ აწვდის საჭირო ცოდნას და ნაკლებად ეფექტურია, ინგლისური ენის სრულყოფილად შესწავლისთვის.

ონლაინ სწავლების დროს, თქვენ საშუალება გაქვთ, მასწავლებელს აქტიურად დაუსვათ კითხვები. ნაკლებად ინერვიულოთ ან იდარდოთ იმაზე, თუ რას იფიქრებს ჯგუფის წევრი ამა თუ იმ კითხვის დასმის დროს, მთავარი პრიორიტეტი ხდებით თქვენ, და მასწავლებელი ამომწურავად იყენებს დროს, რომ მოგცეთ საჭირო ცოდნა.

თუ მუშაობთ, სწავლობთ ან უბრალოდ დღის მანძილზე იმდენად დაკავებული ხართ, რომ ვერ ახერხებთ ახლომდებარე უცხო ენების სასწავლო ცენტრში სიარულს, ონლაინ ფორმატში ინგლისურის შესწავლა თავიდან აგარიდებთ ბევრ დაბრკოლებას.

თქვენ შეგიძლიათ შეადგინოთ სასწავლო ცხრილი, რომელიც მორგებული იქნება, როგორც თქვენ სამუშაო, ისე უნივერსიტეტის გრაფიკს. თუ გაკვეთილზე დასწრებას ვერ მოახერხებთ, შეგიძლიათ ჩანაწერი ნახოთ, რაც ცოდნის გაღრმავებაში კიდევ უფრო დაგეხმარებათ.

შეგიძლიათ მარტივად დაეუფლოთ ინგლისურ ენას ონლაინ ფორმატში, გაიღრმაოთ ცოდნა და გაიუმჯობესოთ კარიერული შესაძლებლობები. ამისთვის აუცილებელი არ არის, ინგლისურის კურსები თბილისის მასშტაბით ეძებოთ. შეგიძლიათ სანდო, გამოცდილი და საუკეთესო მასწავლებლები იპოვოთ servisebi.ge-ზე, სადაც გაეცნობით მომხმარებლის შეფასებებს და გადაწყვეტილებას რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღებთ.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რას მოიცავს ინგლისურის ონლაინ შესწავლის პროცესი ?

ინგლისური ენის ონლაინ შესწავლა არ განსხვავდება ტრადიციული, ფიზიკურად მიმდინარე საგაკვეთილო ფორმატისგან. სწავლა მიმდინარეობს ონლაინ ინტერაქციულ რეჟიმში და მასწავლებელი ფოკუსირებულია გაგიზიაროთ ცოდნა და დაგეხმაროთ, რომ გაიუმჯობესოთ სასაუბრო უნარები.

შეიძლება თუ არა ბიზნეს ინგლისურის ონლაინ შესწავლა ?

დიახ, შესაძლებელია. ონლაინ მიმდინარე ინგლისური ენის კურსები შეგიძლიათ თქვენი სურვილის შესაბამისად შეარჩიოთ.

რამდენ ხანს გრძელდება ონლაინ მიმდინარე ინგლისურის გაკვეთილები ?

ონლაინ ფორმატში მიმდინარე საგაკვეთილო პროცესი გრძელდება 1 საათი ან საათ ნახევარი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია საგაკვეთილო პროცესზე, თქვენს საჭიროებებსა და მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე.

რა ღირს ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ ?

ინგლისური ენის ონლაინ სწავლის საფასური ინდივიდუალურია და განისაზღვრება მასწავლებლის კვალიფიკაციის ან ენის სასურველი დონის შესწავლის მიხედვით. გარდა ამისა, ხშირად შეხვდებით არა ფიქსირებულ სწავლის საფასურს, რომელიც თვიდან თვემდე ითვლება, არამედ თითოეული გაკვეთილის ღირებულების საფასურს.