Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

სასაუბრო ინგლისური

სასაუბრო ინგლისური დღევანდელობის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, სწორედ ამიტომ ბევრს სასწავლო ცენტრში და რეპეტიტორებთან შექმნილია ცალკეული ჯგუფები საუბრის შესასწავლად.
სასაუბრო ინგლისურის  სწავლა მოიცავს პრაქტიკას და მოთმინებას. დაიწყებთ ძირითადი ფრაზებისა და მისალმებების დაუფლებით. ყოველდღიური საუბრები, სხვადასხვა აპლიკაციები, დისკუსები,  ეხმარებათ მოსწავლეებს სასაუბრო უნარების ჩამოყალიბებაში, რაც თანდათან გააფართოებს თქვენს ლექსიკას. ინგლისური პოდკასტების მოსმენამ, ფილმების ყურებამ და ენის შეხვედრებში მონაწილეობამ შეიძლება კიდევ მეტად გააძლიეროს  თქვენი სასაუბრო ინგლისური. დაიხმარეთ პროფესიონალი პედაგოგი, გაითვალისწინეთ შეცდომები და აღნიშნეთ მცირე გამარჯვებები თქვენს ინგლისურენოვან მოგზაურობაში.
verify badge პრემიუმი
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
pin თბილისი
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!

შენზე მორგებული, ინდივიდუალური გაკვეთილები TEFL სერტიფიცირებულ მასწავლებელთან 12 წლიანი გამოცდილებით. თუკი შენ: 1) ენა იცი, მაგრამ საუბარი გიჭირს და კომპლექსდები; 2) სწავლას ნულიდან იწყებ; 3) გაქვს საბაზისო ცოდნა, მაგრამ გინდა ბუნებრივი, მაღალი დონის ცოცხალი, და არა “სახელმძღვანელოს” ინგლისური; 4) გყავდა მასწავლებელი ან დადიოდი ცენტრში, მაგრამ შედეგით არ ხარ კმაყოფილი. ყველა შემთხვევაში, დაგეხმარები. მე გთავაზობ: ✅ თანამედროვე და ეფექტურ მეთოდებს — PPP, ESA, TTT, Task-Cycle, Dogme და სხვ. ✅ საუბარი და პრაქტიკა პირველ ადგილზეა ! პრაქტიკული გრამატიკის, ლექსიკის, კითხვის და მოსმენის პარალელურად. ✅ თუ საზღვარგარეთ ხარ არ ინერვიულო - შევათავსებთ დროებს მომწერე ან დამირეკე - ერთად მივხედოთ შენს ინგლისურს.

profile avatar
გიორგი
star icon 5.0 (31)
certificate icon 3
video icon 1
verify badge პრემიუმი
ინგლისურ ენაში მომზადება
pin თბილისი
ინგლისურ ენაში მომზადება

ვარ სერტიფიცირებული ტუტორი, მაქვს TESOL-ის საერთაშორისო სერტიფიკატი და ჩინეთის უმაღლეს სკოლაში მუშაობის გამოცდილება. ვარ მაგისტრი, დავამთავრე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მაგისტრატურა, რომელიც მხოლოდ ინგლისურ ენაზე გავიარე. ამჟამად უფროსებს ვასწავლი ონლაინ, ნებისმიერ დონეს. მყავს მოსწავლეები კანადიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და იტალიიდან. 8 ინდივიდუალური, ონლაინ გაკვეთილის ფასია 300 ლარი. ჩვენ ვითანამშრომლებთ შენზე მორგებული გრაფიკითა და სწავლების სტილით. და ბოლოს, ჩემთან მარტო ინგლისურს არ ისწავლი. საჭიროებისამებრ, შევეხებით ისეთ თემებს, როგორიცაა: ბავშვობაში არასწორად შექმნილი მითები და წარმოდგენები საკუთარ თავზე, მოტივაცია, დისციპლინა, ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროები და მათი ჩართულობა დასწავლის პროცესში; სხვადასხვა პრობლემები: დისლექსია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ADHD და ა.შ.

profile avatar
ნუცა აივაზაშვილი
პრო
ინგლისურ ენაში მომზადება
ინგლისურ ენაში მომზადება

გსურთ თავისუფლად ისაუბროთ ინგლისურად, გაიუმჯობესოთ სამუშაო შესაძლებლობები ან უბრალოდ გაიღრმავოთ ცოდნა?შემომიერთდით ჩემს ონლაინ კურსებზე და ერთად მივაღწევთ თქვენს მიზნებს! ✅ Მე ვარ ინგლისური ფილოლოგიის კურსდამთავრებული და მაქვს პედაგოგობის 4 წლიანი გამოცდილება Გთავაზობთპრაქტიკულ და თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც მორგებულია თქვენი საჭიროებებისა და დონის მიხედვით. გაკვეთილები იქნება მრავალფეროვანი, ინტერაქტიული და საინტერესო, რაც ხელს შეგიწყობთ ენის მარტივად და სწრაფად დაუფლებაში. ჩემი კურსები მოიცავს: ✅გრამატიკისა და ლექსიკის გაძლიერებას ✅მოსმენის, საუბრისა და წერილობითი უნარების გაუმჯობესებას ✅ინდივიდუალურ და ჯგუფურ სავარჯიშოებს რეალურ სიტუაციებზე დაყრდნობით რატომ აირჩიოთ ჩემი კურსები? ✅სრული კომფორტი: სწავლა სახლიდან, თქვენთვის მოსახერხებელ დროს ✔️ შეგიძლიათ მობრძანდეთ ბინაზეც. ✅ინდივიდუალური მიდგომა: კურსები მორგებულია თქვენს დონესა და მიზნებზე ✅პრაქტიკული გაკვეთილები: ✅დამხმარე მასალები: ხელმისაწვდომი და გამარტივებული მასალა, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად განვითარებაში

star icon 5.0 (1)
ინგლისური ენის მასწავლებელი
ინგლისური ენის მასწავლებელი

მოვამზადებ აბიტურიენტებს, სკოლის მოსწავლეებს და ნებისმიერი ასაკის ადამიანს ინგლისურ ენაში. მაქვს დამთავრებული მაგისტრატურა (ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი) და გავლილი მაქვს პედაგოგიკის კურსები. ვარ სერთიფიცირებული პედაგოგი. ასევე, მაქვს FCE (B2),CPE (C1), IELTS-ის სერტიფიკატები. ვასწავლი სკოლის მასალასთან ერთად, დამატებით კლასგარეშე მასალას, საჭიროებისამებრ და სასაუბრო ინგლისურს.ვამზადებ ჯგუფებს IELTS - ის გამოცდისთვის. ასევე, მოვამზადებ "ონლაინ". ვცხოვრობ ბათუმში, მოსწავლეებს მივიღებ სახლში/ასევე ვასწავლი ონლაინ (მისამართზე არ დავდივარ). ხელფასს ვიღებ წინასწარ (პირველ გაკვეთილზე) და ყოველ მომდევნო იმ რიცხვში, როცა დაიწყებთ მეცადინეობას (კვირაში 2 დღე/თვეში 8 გაკვეთილი).

star icon 5.0 (4)

სალაპარაკო ინგლისური

სალაპარაკო ინგლისურის შესწავლა თუ გსურთ მაქსიმალურად მოკლე დროში ეფექტურად შეძლოთ, პროფესიონალი პედაგოგი და თქვენზე მორგებული პროგრამა დაგჭირდებათ.
ხშირად ვხვდებით ისეთ ფაქტებს, როდესაც მოსწავლეები წლების განმავლობაში სწავლობენ ინგლისურ ენას, მაგრამ საუბარი მაინც ძალიან უჭირთ.  ეს დიდწილად იქიდან არის განპირობებული, რომ მოსწავლეებს ძირითადად ასწავლიან გრამატიკას და სიტყათა მარაგს, ხოლო სასაუბრო უნარები რჩება ყურაადღების მიღმა.  მოსწავლეები კი ნაკლები პრაქტიკის გამო ვერ ახერხებენ საუბარს, დაშვებული შეცდომები კი მათ მონდომებას კიდევ უფრო მეტად აფერხებს.

სალაპარაკო ინგლისურის შესასწავლად, პირველ რიგში, საჭიროა გააცნობიეროთ, რომ შეცდომას ყველა უშვებს.  ადამიანისგან  ვისთვისაც ინგლისური ენა მშობლიური არ არის, არავინ არ მოელის გამართულად საუბარს.  მეტიც,  ხანდახან ჩვენზე მეტ შეცდომას ის ადამიანების უშვებენ ვისი მშობლირუი ენაც ინგლისურია.  
არ იდარდოთ, მიანდეთ თქვენი სასაუბრო უნარები პროფესიონალებს და შედეგსაც მალე დაინახავთ!
ზოგადი ინგლისური/აბიტურიენტები/TOEFL
ზოგადი ინგლისური/აბიტურიენტები/TOEFL

გამარჯობა, მე ვარ ლევანი. უკვე 15 წელია, რაც ვასწავლი ინგლისურს. განათლება მიღებული მაქვს ამერიკული სისტემის ბაზაზე. ამჟამად ვასწავლი ინგლისური ენის ცენტრ "British Space"-ში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ნებისმიერი ასაკისა და დონის მსმენელებისათვის. /ზოგადი ინგლისური ენის კურსი (A1-C1)/ /ინგლისურის კურსები აბიტურიენტებისათვის "British Space"-ში!/ გაივლით ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად შესაბამის პროგრამას და შეიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს! /TOEFL კურსები "British Space"-ში!/ გაივლით ინტენსიურ კურსს, რაც მოიცავს ტექსტის სწრაფად კითხვის, მოსმენისა და ეფექტური ესეს შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, გაივლით TOEFL-ის სტრატეგიასა და გამოცდისათვის ფსიქოლოგიურ მზადებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მაღალი ქულის მიღების ალბათობას. /სასაუბრო ინგლისურის კურსები/ მიემგზავრებით საზღვარგარეთ და გჭირდებათ პრაქტიკული ინგლისური? ბრიტანულ სივრცეში’’ ფუნქციონირებს საკვირაო სასაუბრო ინგლისური ენის კლუბი . კურსებს წაიყვანენ გამოცდილი სერთიფიცირებული პედაგოგები. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო. ყველა კატეგორიის კურსისთვის შესაძლებელია როგორც ტრადიციული, ასევე ონლაინ მეცადინეობები.

ინგლისურ ენაში მომზადება
ინგლისურ ენაში მომზადება

მოვამზადებ უფროსკლასელებს, სტუდენტებსა და მოზრდილი ასაკის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში. გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ, 1 საათის განმავლობაში (შესაძლებელია დღეების დამატება). ჩემთან ენა შეისწავლება საფუძვლიანად და სწავლების პროცესი მოიცავს როგორც გრამატიკის, ისე სასაუბრო და წერითი უნარ-ჩვევების განვითარებას. სწავლებისას ვიყენებ ოქსფორდისა და კემბრიჯის თანამედროვე სახელმძღვანელოებს, ასევე აუდიო და ვიდეო მასალებს და დამხმარე ლიტერატურას, რაც გათვლილია შედეგის სწრაფად მისაღებად. მაქვს ენის სწავლებისა და მთარგმნელობითი საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. დამთავრებული მაქვს ამერიკათმცოდნეობის ფაკულტეტი ინგლისურენოვან, საერთაშორისო უნივერსიტეტში; მაქვს ინგლისური ენის პედაგოგის კვალიფიკაცია.

მომხმარებლის შეფასებები

ინგლისურში მომზადება სურათი
ინგლისურში მომზადება
ანა ვაზაგაშვილი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

ჩემს შვილს საოცრად ასწავლა და შეაყვარა ინგლისური ენა, ბედნიერებაა ასეთ პედაგოგთან და ადამიანთან ურთიერთობა. საოცარი პროფ...

ინგლისურის მასწავლებელი ონლაინ სურათი
ინგლისურის მასწავლებელი ონლაინ
ქეთი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

დადებითი შეფასება და რეკომენდაცია ჩემგან ეკა მასწავლებელს. ძალიან ყურადღებიანი და მოწესრიგებული ადამიანია, რაც მთავარია ...

ინგლისურში მომზადება სურათი
ინგლისურში მომზადება
სალომე შენგელია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
5 თვის წინ

პროფესიონალი, კარგი გადმოცემის უნარის მქონე მასწავლებელია. ყოველთვის ახალ და საინტერესო მასალას გვთავაზობს. ენერგიული და...

დროა მართლა ისწავლო ინგლისური! სურათი
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
ლიკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
5 თვის წინ

ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილები აქვს გიორგის. რაც მთავარია გადანაწილებულია პრაქტიკა და გრამატიკა. ბევრად...

დროა მართლა ისწავლო ინგლისური! სურათი
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
მამუკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
5 თვის წინ

მამა გიორგი შესანიშნავი პედაგოგია. მისი გაკვეთილების მეშვეობით მომეხსნა ინგლისურად საუბრის უხერხულობა. მასწავლებელთან თ...

ინგლისურში მომზადება სურათი
ინგლისურში მომზადება
ილონა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
6 თვის წინ

მაღალი პროფესიონალიზმითა და პედაგოგიური უნარებით გამორჩეული მასწავლებელი, რომელიც ქმნის სასიამოვნო და პროდუქტიულ სასწავლ...

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები