ინგლისურის შესწავლა ონლაინ

ინგლისურის შესწავლა ონლაინ საუკეთესო შეთავაზებაა მათთვის, ვისაც სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სურს დაეუფლოს ინგლისურს. ონლაინ სწავლება დაგიზოგავთ უამრავ დროს და  თავიდან აგაცილებთ დამღლელ გზას.

სტატისტიკის მიხედვით, დისტანციური სწავლების დადებით ეფექტად მოსახლეობის უმეტესობა დროის დაზოგვას ასახელებს, მნიშვნელოვანია ასევე ჯანმრთელობის უსაფრთხოება, სწავლის შესაძლებლობა ავადმყოფობისას, შეთავსება სხვა სასწავლებელთან და ფინანსების დაზოგვა. 
არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ რეგიონში ტერიტიულად ახლოს არ მოიძებნება ინგლისური ენის სპეციალისტი, ან არჩევანია ძალზედ მცირე,  ინგლისურის შესწავლა ონლაინ საუკეთესო გამოსავალია!   შეარჩიე ინგლისურის მასწავლებელი  საქართველოში, ან თუნდაც საზღვრებს გარეთ და ისწავლე ნებისმიერი ადგილიდან! 
პრემიუმი ინგლისურის შესწავლა
ინგლისურის შესწავლა
pin თბილისი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 19 შეფასება

იქნებ დროა მართლა ისწავლო ინგლისური? - თუკი ინგლისური საუბრისას სიტყვებს ეძებ, და ხვდები რომ გრამატიკულადაც ბევრ შეცდომას უშვებ, ან ინგლისური არ იცი და თვლი რომ დროა ისწავლო, სწორ ადგილას მოხვდი, მე გთავაზობ: ✅ შენს საჭიროებებზე მორგებულ საინტერესო და პრაქტიკულ ონლაინ გაკვეთილებს ინდივიდუალურად, TEFL აკრედიტირებულ სპეციალისტთან; ✅ აკადემიურ მიდგომას,მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებს, როგორებიცაა PPP, ESA, TTT, CAP, The Task-Cycle, Dogme და ა.შ., რაც უშუალოდ თქვენზე და თქვენს შესაძლებლობებზე ადაპტირდება; ✅ სალაპარაკო ინგლისური პრიორიტეტია! კითხვის, წერის, მოსმენის, ლექსიკის და გრამატიკის ფონზე, ყოველი გაკვეთილი იქნება საუბრის მუდმივი დახვეწა და გაუმჯობესება. ✅ შესაძლებელია საზღვარგარეთიდან ჩართვა და მორგება დროებზე (მყავს მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, აშშ-ში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, კანადაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში). სწავლების გამოცდილება: 11 წელი. დეტალებისთვის დამიკავშირდით საიტზე მითითებულ ნომერზე. წარმატებები!

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
profile avatar გიორგი
პრო ინგლისურ ენაში მომზადება
ინგლისურ ენაში მომზადება

ინგლისური (სკოლის მოსწავლეებისთვის და ზრდასრულთათვის ) საყვარელი და ჭკვიანი პატარების ინგლისურის გაკვეთილები ინოვაციური მეთოდებით, უახლესი საბავშვო ლიტერატურით და მხიარული აქტივობებით ,რომელიც მოიცავს ინტელექტუალურ თამაშებს, ვიდეო გაკვეთილებს, მუსიკალურ და სახალისო თავსატეხებს, ეს არ უნდა გამოტოვო ... ზრდასრულთათვის დონეების შესაბამისად (a1-c1)სწრაფად ამეტყველება და ლექციის მსვლელობა ინგლისურ ენაზე , ინოვაციური მეთოდით სწავლა შეგძენს უნარებს იდეალურად ამეტყველდე სწრაფად და მარტივად ჩაწვდე იუთუბ პოდქასთებს, Brain Storming საინტერესო სავარჯიშოებს და Speaking-skill-ის გაუმჯობესება. დეტალებისთვის დამიკავშირდით.

ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები
ტელეფონი
პრო ინგლისური ენა
ინგლისური ენა

მოვამზადებ (7-12 კლასის )სკოლის მოსწავლეებს და აბიტურიენტებს ინგლისურ ენაში მაღალ დონეზე. გაძლიერებული პროგრამებით ინდივიდუალურად. მაქვს მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება. მსურველებს შევასწავლი სასაუბრო და ბიზნეს ინგლისურს ნებისმიერი დონიდან. ფასი შეთანხმებით. გაკვეთილები ტარდება ვარკეთილში ადგილზე მოსვლით.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
პრო ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 9 შეფასება

გახსენით კარი ინგლისურენოვანი სამყაროსკენ! ოცნებობთ თავდაჯერებულად და სრულყოფილად ისაუბროთ ინგლისურად? გსურთ შექმნათ ახალი შესაძლებლობები სწავლისა და კარიერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე? მე დაგეხმარებით ამ ოცნებების ასრულებაში! ინდივიდუალური ონლაინ მეცადინეობები!!! ყოველი გაკვეთილი იქნება სპეციალურად თქვენზე მორგებული, თქვენი დონისა და მიზნების გათვალისწინებით. მე შეგიქმნით პერსონალურ სასწავლო გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ მაქსიმალურად განავითაროთ თქვენი ინგლისურის ცოდნა. პერსონალურად თქვენზე მორგებული ყველა საჭირო მასალა გამოგეგზავნებათ იმეილზე. გაკვეთილის განმავლობაში დიდი ყურადღება ექცევა ყველა საჭირო უნარის განვითარებას, როგორიცაა:speaking, writing, reading, listening . ჩვენ ვიმუშავებთ ინტერაქტიული სავარჯიშოების, რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების სიმულაციებისა და საინტერესო დისკუსიების გამოყენებით. თქვენ არა მხოლოდ ისწავლით ენას, არამედ შეიყვარებთ მას! • პირველი გაკვეთილი სრულიად უფასოდ! ონლაინ ვამზადებ მოსწავლეებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის აშშ-დან, ირლანდიიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან. ონლაინ ფორმატი გვაძლევს საშუალებას, ვისწავლოთ კომფორტულად და ეფექტურად, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა. დამიკავშირდით დღესვე და დავიწყოთ თქვენი ინგლისურენოვანი მოგზაურობა! WhatsApp/Viber ერთი თვის სწავლის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ, პირველი საცდელი გაკვეთილის შემდგომ. ნუ გადადებთ თქვენს ოცნებებს! ინგლისური ენის შესწავლა არასდროს არ არის გვიან!

inglisuris swavla ინგლისურის შესწავლა ონლაინ viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
პრო ინგლისურში მომზადება
ინგლისურში მომზადება

მოვამზადებ ინგლისურ ენაში! დამთავრებული მაქვს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა) ვფლობ ინგლისური ენას, როგორც სასაუბრო, ასევე აკადემიურ დონეზე. მაქვს სწავლების 6 წლიანი გამოცდილება. ჩაბარებული მაქვს TOEFL და IELTS ინგსლიური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორისო გამოცდები. საჭიროების შემთხვევაში შემიძლია ონლაინ მომზადებაც (სათანადო ტექნოლოგიის გამოყენებით, რათა სასწავლო პროცესი იყოს კომფორტული და მაქსიმალურად ადაპრიტერბული).

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
პრო ინგლისურ ენაში მომზადება
ინგლისურ ენაში მომზადება

ვამზადებ მსურველებს ინგლისურ ენაში 150 ლარად. მოსწავლე უნდა მოვიდეს ადგილზე. (ლოკაცია ვაზისუბანი ან ავლაბარი). სასწავლო კურსი მოიცავს ენის სრულფასოვნად დაუფლებას. დიდი ყურადღება ექცევა ენის სწავლების ყველა კომპონენტს: speaking, writing, listening, reading. მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება. დროებზე შეთანხმება შესაძლებელია. დამატებითი ინფორმაციებისთვის დამიკავშირდით.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისური ენის ცენტრი ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი

ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ

ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ დღეს უკვე ყველგან შეგიძლიათ! საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, საკმარისია მხოლოდ ინტერნეტი და სამუშაო მოწყობილობა(კომპიუტერი, მობილური ტელეფონი,პლანშეტი).

დღევანდელი მსოფლიოს მუდმივად ცვალებადმა რეჟიმმა ნათელი გახადა, რომ ინგლისურის ონლაინ შესწავლა არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე ფიზიკური გაკვეთილები. დისტანციური გაკვეთილების მსურველების რაოდენობა დღითიდღე იმატებს მისი პრაქტიკულობიდან გამომდინარე, დაზოგო დრო და ენერგია, ჩაერთო სწავლებაში ნებისმიერი ადგილიდან, აარიდო თავი დამღლელ გზას, უამინდობას, ვირუსულ ინფექციებს, შეარჩიო მასწავლებელი ნებისმიერ ადგილზე და იმუშაო ინგლისურის საუკეთესო სპეციალისტებთან მარტივად. - inglisuris swavla 
აღარ გადადო, შეისწავლე ინგლისური ონლაინ საუკეთესო სპეციალისტებთან და გაიმარტივე სწავლების პროცესი!
პრო ინგლისური ენის შესწავლა / TOEFL
ინგლისური ენის შესწავლა / TOEFL

გამარჯობა, მე ვარ ლევანი. უკვე 15 წელია, რაც ვასწავლი ინგლისურს. განათლება მიღებული მაქვს ამერიკული სისტემის ბაზაზე. ამჟამად ვასწავლი ინგლისური ენის ცენტრ "British Space"-ში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ნებისმიერი ასაკისა და დონის მსმენელებისათვის. /ზოგადი ინგლისური ენის კურსი (A1-C1)/ /ინგლისურის კურსები აბიტურიენტებისათვის "British Space"-ში!/ გაივლით ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად შესაბამის პროგრამას და შეიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს! /TOEFL კურსები "British Space"-ში!/ გაივლით ინტენსიურ კურსს, რაც მოიცავს ტექსტის სწრაფად კითხვის, მოსმენისა და ეფექტური ესეს შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, გაივლით TOEFL-ის სტრატეგიასა და გამოცდისათვის ფსიქოლოგიურ მზადებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მაღალი ქულის მიღების ალბათობას. /სასაუბრო ინგლისურის კურსები/ მიემგზავრებით საზღვარგარეთ და გჭირდებათ პრაქტიკული ინგლისური? ბრიტანულ სივრცეში’’ ფუნქციონირებს საკვირაო სასაუბრო ინგლისური ენის კლუბი . კურსებს წაიყვანენ გამოცდილი სერთიფიცირებული პედაგოგები. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო. ყველა კატეგორიის კურსისთვის შესაძლებელია როგორც ტრადიციული, ასევე ონლაინ მეცადინეობები.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისური ენის ცენტრი ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
ინგლისურის მასწავლებელი
ინგლისურის მასწავლებელი

სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებელი ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში 100 ლარად, როგორც სასკოლო ისე დამატებით ლიტერატურაში ONLINE პლატფორმა zoom, google meet ან TEAMS-ის მეშვეობით ასევე სახლში მისვლით გლდანი მე-2 მიკრო, სასწავლო პროცესში გამოყენებული იქნება მულტიმედიური და თანამედროვე რესურსები-აქტივობები ( ინტელექტუალური თამაშები, ქვიზები,პრეზენტაციები), საგაკვეთილო პროცესი არის ხალისიანი და მოსწავლეზე ორიენტირებული უმაღლესი შედეგით. კურსის დასასრულს მოსწავლე თავისუფლად შეძლებს ისაუბროს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე ინგლისურად. ვსწავლობდი საზღვარგარეთ პედაგოგიურ ფაკულტეტზე, მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება, ოქროს მედალოსანი, სტიპენდიანტი. დამატებითი შეკითხვებისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე. ფასები: სკოლის მოსწავლეებისთვის ჯგუფში მეცადინეობა ონლაინ ან ჩემთან მოსვლით- 100 ლარი, ინდივიდუალური - 150 ლარი მოსწავლესთან ადგილზე მისვლით-170 ლარი გლდანის მიმდებარე ტერიტორია ზრდასრულები - 200 ლარი

inglisuris swavla ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის
მოვამზადებ ინგლისურში
მოვამზადებ ინგლისურში

მოვამზადებ ინგლისურ ენაში: სტუდენტებს, აბიტურიენტებს, ემიგრანტებს, მაღალი კლასის მოსწავლეებს, ასევე ბავშვებს და ნებისმიერ მსურველს ინდივიდუალური მიდგომით და სპეციფიურად მორგებული პროგრამით. შევასწავლი როგორც სასაუბრო, ასევე აკადემიურ ინგლისურს თანამედროვე ტესტებისა და აუდიო- ვიდეო მასალის გამოყენებით, TOEFEL, IELTS სასწავლო და ტესტირების პროგრამებით, ასევე დამატებითი სავარჯიშოებით და ლიტერატურით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სწორად მეტყველებას და ინტონაციას. განათლება და გამოცდილება მიღებული მაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. დეტალეტზე ინდივიდუალურად გავისაუბრებთ. მოვამზადებ ონლაინ ან ადგილზე მისვლით (გააჩნია ლოკაციას). 8 გაკვეთილის ღირებულება 250 ლარი.

სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
მომზადება ინგლისურ ენაში ნებისმიერი მსურველისთვის
მომზადება ინგლისურ ენაში ნებისმიერი მსურველისთვის

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ინგლისურ ენაში. გაკვეთილზე განხილული იქნება შემდეგი ასპექტები (speaking, listening, writing, reading ) განვითარება/დახვეწა და გაძლიერებული გრამატიკის სრულ კურსი. მეცადინეობა კვირაში 2-ჯერ გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი ონლაინ სწავლება zoom/meet პლატფორმების გამოყენებით . ერთი თვის საფასური ჯგუფში 90 ლარი. ინდივიდუალურად 110 ლარი. ასევე შესაძლებელია სწავლა აუდიტორიაშიც ვერა ვაკის ტერიტორიაზე

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის

მომხმარებლის შეფასებები

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
მარიამი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
7 დღის წინ

ყოველ გაკვეთილს მოუთმენლად ველოდები, ეს კი თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. გაკვეთილები არის საინტერესო, კარგად სტრუქტურირებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან ეფექტური. თქვენ გამოირჩევით საოცარი გადმოცემის უნარითა და ინდივიდუალური მიდგომით. ამდენი მასწავლებლის გამოცვლის შემდეგ, როგორც იქნა, თქვენაირი მაღალი დონის ინგლისურის ტუტორი ვიპოვე. ძალიან გამიმართლა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ჩემი რეკომენდაცია 100%!

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
ანასტასია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

IELTS-ის საერთაშორისო გამოცდაში საუკეთესო შეფასება მივიღე, და ეს თქვენი პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერის უდიდესი დამსახურებაა. ახლა უკვე შესაძლებლობა მაქვს, ევროპაში ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში გავაგრძელო სწავლა, რაც ჩემთვის უდიდესი მიღწევაა. თქვენი გვერდში დგომა, მოსწავლისადმი მეგობრული და გულისხმიერი დამოკიდებულება, და განსაკუთრებული პროფესიონალიზმი შეუფასებელია. გულწრფელი მადლობა ყველაფრისთვის – თქვენ ნამდვილად საუკეთესო ხართ! ❤️

ინგლისურის შესწავლა სურათი
ინგლისურის შესწავლა
ლევანი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

ჩემი რეკომენდაცია გიორგის, საუკეთესო მიდგომა, უმაღლესი ხარისხი, ბრწყინვალე დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ.

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
თამარი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 თვის წინ

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ რომ არა, ეხლა ინგლისური ასეთ მაღალ დონეზე არ მეცოდინებოდა. სწავლების პროცესი იყო ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, ძალიან ეფექტური. იმდენად კარგად და გასაგებად მიხსნიდით ყველაფერს, რომ სწორედ ეს დამეხმარა ინგლისური ენის სწრაფად და საფუძვლიანად ათვისებაში. უდიდესი მადლობა და უპირობო რეკომენდაცია ჩემგან!

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
სალომე
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
5 თვის წინ

უაღრესად პროფესიონალი საერთაშორისო დონის მასწავლებელია. ჩემმა შვილმა წელს ინგლისურში სწორედ თქვენ გამო აიღო უმაღლესი შეფასება ერთიან ეროვნულ გამოცდებში და ეხლა 100% გრანტით აგრძელებს სწავლას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან.

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
ნიკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
5 თვის წინ

უკვე ერთი წელია ამერიკაში ვცხოვრობ, ეხლა გამართულად რომ ვსაუბრობ ინგლისურად, თქვენი დამსახურებაა. 1000% Ით ჩემი დიდი რეკომენდაცია თქვენ. თქვენი საქმის ნამდვილი პროფესიონალუ ხართ.

ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ დღევანდელი მსოფლიოს მთავარ გამოწვევად იქცა!

პანდემიამ გვასწავლა, რომ სწავლება და მუშაობა სახლიდანაც შესაძლებელია იგივენაირად ეფექტური იყოს, როგორც მასწავლებელთან, სასწავლებელში ან სამსახურში.   
ინგლისურის შესასწავლად ონლაინ დაგჭირდებათ მხოლოდ ინტერნეტი, მობილური ტელეფონი ან კომპიუტერი.  სასწავლო პროცესებში ტექნიკის გამოყენება, ონლაინ სწავლასთან ერთად, უდიდეს შესაძლებლობას გაძლევთ თანამედროვე მეთოდებით, სასწავლო თამაშებით, სახალისო აპლიკაციებით, პრეზენტაციებით  გაიხალისოთ სასწავლო პროცესი და გაიმარტივოთ სწავლება.  სწორად შერჩეული ინგლისურის სპეციალისტი კი, იზრუნებს იმაზე, რომ სწავლების პროცესი სასიამოვნო და საინტერესო იყოს. 
თუ ქვეყნიდან გახვედით და ინგლისურის სწავლა ვერ მოასწარით, ან იცოდით, მაგრამ საუბარი გაგიჭირდათ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინგლისური მასწავლებელს და ონლაინ გაკვეთილების მეშვეობით ის შეძლებს თქვენს დახმარებას. 
 
 ონლაინ სწავლების ეფექტური მაგალითებია:   ვიდეო გაკვეთილები,   პრეზენტაციები, ელ. სწავლების პლათფორმები  და კურსები,   ვირტუალური საკლასო ოთახები და ვებინარები,    ინტერაქტიური  სიმულაციები, საგანმანათებლო თამაშები,  დისკუსიები, პოდკასტები და აუდიო სწავლება.
 
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ონლაინ სწავლების მსურველების რაოდენობა საოცარი ტემპით იზრდება. 2020 წლიდან 2024 წლამდე, მათი რაოდენობა, დაახლოებით 200%-ით არის გაზრდილი. ონლაინ სწავლება განსაკუთრებით პოპულარულია ამერიკასა და ჩინეთში.
მსოფლიოს სტუდენტების უმეტესი ნაწილი მინიმუმ ერთ ონლაინ სწავლებაშია ჩართული, რომლის  95% რეკომენდაციას უწევს ამ ტიპის სწავლებას.
ონლაინ სწავლების სხვადასხვა ტიპები არსებობს,  ყველაზე გავრცელებულია:
1.  სრული ონლაინ კურსები, ასევე ცნობილი როგორც ასინქრონული კურსები, საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მიიღონ სასწავლო მასალები საკუთარი ტემპით. ეს კურსები, როგორც წესი, შედგება წინასწარ ჩაწერილი ვიდეო ლექციებისგან, ინტერაქტიული დავალებების, ვიქტორინებისა და სადისკუსიო ფორუმებისგან. მოსწავლეებს აქვთ მოქნილობა ისწავლონ როდის და სად ივარჯიშონ,  რაც ამ ვარიანტს იდეალურს ხდის დატვირთული გრაფიკის მქონეთათვის.
2.  ცოცხალი ონლაინ გაკვეთილები, ან სინქრონული კურსები, მოიცავს რეალურ დროში ურთიერთქმედებებს ინსტრუქტორებსა და მოსწავლეებს შორის. პლატფორმების საშუალებით, როგორიცაა Zoom ან Microsoft Teams, მონაწილეები უერთდებიან ვირტუალურ კლასებს დაგეგმილ გაკვეთილებზე, დისკუსიებსა და კითხვა-პასუხის სესიებზე. ეს ფორმატი უზრუნველყოფს სტრუქტურის განცდას და ხელს უწყობს უშუალო ჩართულობას ინსტრუქტორებთან და თანატოლებთან.
3.  შერეული სწავლება აერთიანებს როგორც ონლაინ, ისე პირად ელემენტებს, რაც გთავაზობთ განათლების ჰიბრიდულ მიდგომას. მოსწავლეებს შეუძლიათ დაესწრონ ტრადიციულ გაკვეთილებს ადგილზე და ასევე შეასრულონ ონლაინ მოდულები ან დავალებები. ეს მოდელი იძლევა ბალანსს პირისპირ ინტერაქციასა და ონლაინ სწავლის მოქნილობას შორის, რაც უზრუნველყოფს დინამიურ და პერსონალიზებულ საგანმანათლებლო გამოცდილებას.
 
გახსოვდეთ, ახალი ენის შესწავლისას მთავარია თანმიმდევრულობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რჩევები დაგეხმარებათ ინგლისური ენის უფრო სწრაფად სწავლაში, აუცილებელია რეგულარულად ივარჯიშოთ და დარჩეთ თქვენი   მიზნების ერთგული. ისიამოვნეთ პროცესით, იზეიმეთ მცირე გამარჯვებები და უყურეთ, როგორ იზრდება თქვენი ინგლისური ენის ცოდნა. ჩვენი ერთგული მასწავლებლები მზად არიან დაგეხმარონ მთელი პროცესის განმავლობაში, გაგიწიონ ხელმძღვანელობა, უპასუხონ კითხვებს და უზრუნველყონ თქვენი წარმატება. ისწავლეთ თავდაჯერებულად, იცოდეთ, რომ დახმარება ყოველთვის ხელმისაწვდომია servisebi.ge-ზე.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რას გულისხმობს ინგლისურის სწავლა ონლაინ?

ონლაინ სწავლება სწავლების თანამედროვე მეთოდია, როდესაც მოსწავლეს მასწავლებელთან ფიზიკურად მისვლა არ უწევს და დისტანციური ფორმატით, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია გაკვეთილებზე დასწრება.

რა არის საჭირო ონლაინ სწავლებაში ჩასართავად?

ონლაინ სწავლებაში ჩასართავად დაგჭირდებათ კარგი ინტერნეტი, საკომუნიკაციო მოწყობილობა (მობილური, კომპიუტერი ან პლანშეტი) და მასწავლებელი. სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით, როგორიცაა Zoom ან Microsoft Teams, მონაწილეები უერთდებიან ვირტუალურ კლასებს დაგეგმილ გაკვეთილებზე.

რა ტიპის ონლაინ სწავლებები არსებობს?

ონლაინ სწავლების რამდენიმე ტიპი არსებობს. ძირითადია ასინქრონული კურსები, ცოცხალი ონლაინ გაკვეთილები, და შერეული ტიპის სწავლება. სწავლების ტიპს თქვენი სურვილით შეარჩევთ და შეათანხმებთ მასწავლებელთან.

რა უპირატესობები აქვს ინგლისურის ონლაინ სწავლებას?

ინგლისურის ონლაინ სწავლებით დაზოგავთ დროსა და ფინანსებს, სწავლების შესაძლებლობას მოგცემთ ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დროს. შესაძლებლობას მოგცემთ გაიაროთ ისეთი კურსები, ან ისწავლოთ ისეთ მასწავლებლებთან, რომლებიც ტერიტორულად თქვენთან ახლოს არ იმყოფებიან.

რა მეთოდებით მიმდინარეობს ინგლისურის შესწავლა ონლაინ გაკვეთილების შემთხვევაში?

ონლაინ გაკვეთილების შემთხვევაში ტექნიკა და სწორად შერჩეული მასწავლებელი საშუალებას მოგცემთ შეისწავლოთ ინგლისური თანამედროვე მეთოდებით, როგორიც არის: დამხმარე აპლიკაციები, პრეზენტაციები, დისკუსიები, საგანმანათლებლო თამაშები, ვიდეო გაკვეთილები და ა.შ. მსგავსი თანამედროვე მედოდები ინგლისურის სწავლას უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის.