პრო
მოვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე დაწყებითის მოსწავლეებს
მოვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე დაწყებითის მოსწავლეებს

მოვამზადებ მოსწავლეებს/აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ყველა საგანში. ქართულში- მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, ხანგრძლივობა - 2 სთ. მისამართი: ვარკეთილი, ზემო პლატო. ჯგუფში მაქსიმუმ 3 მოსწავლე. ფასი: 150 ლარი ეროვნულ გამოცდებში ჩემი მოსწავლეები ყოველთვის საუკეთესო შედეგებს იღებენ. აქედან გამომდინარე, ხარისხზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. მცირე ინფორმაცია ჩემ შესახებ: ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი; განათლების მეცნიერებების მაგისტრი; უფროსი მასწავლებელი; მაქვს რეპეტიტორობის თითქმის 10 წლიანი გამოცდილება. ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ კერძო სკოლაში. ასევე ვთანამშრომლობ კერძო კომპანიასთან და საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ბავშვებს ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას ონლაინ რეჟიმში. რაც შეეხება დაწყებით საფეხურს, გაკვეთილის ხანგრძლივობა შეთანხმებაზეა დამოკიდებული. მოსწავლეებს დავეხმარები როგორც მომდევნო დღის დავალებების მომზადებაში, ისე მასალის სიღრმისეულად გააზრებაში. ფასი დამოკიდებულია დღეების რაოდენობაზე. დამიკავშირდით: 514557373

ტელეფონი
პრო
ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი.
ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი.

მოგესალმებით, ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ვარ უფროსი მასწავლებელი, ამჟამად ვასწავლი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. ? განათლება: ✅ თსუ – ქართული ფილოლოგიის ბაკალავრი -(წითელი დიპლომი GPA- 3.91) ✅ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ? მიღწევები: ✔ სახელმწიფო სტიპენდიანტი – 5-გზის ✔ გერმანელი ქართველოლოგის, ჰაინც ფენრიხის ფულადი პრემიის მფლობელი. ✔ კონფერენციების აქტიური მონაწილე ✔ საგაზეთო სტატიების ავტორი ✔ აბიტურიენტებს ვამზადებ 2021 წლიდან. ? ვამზადებ აბიტურიენტებს ჯგუფურად (ჯგუფში 4 მოსწავლე), ინდივიდუალური მიდგომებითა და მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით. ? გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ, 2-2 საათი – მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სიღრმისეული მასალის ათვისებით. ? ღირებულება – თვეში 140 ლარი ? საათები – სამუშაო დღეებში საღამოს, შაბათ-კვირას – დღის მონაკვეთში ? ადგილმდებარეობა – გლდანის მესამე მიკროს დასაწყისი ? დამატებითი დეტალებისა და ჯგუფში ჩასაწერად დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ქართული ენის რეპეტიტორი ქართულის მასწავლებელი
ტელეფონი
მომზადება ქართულში
მომზადება ქართულში

ეროვნული, სამაგისტრო და პედაგოგთა პროგრამები კურსი მოიცავს: ესეს წერის სტრუქტურის შესწავლას, პრაქტიკულ ვარჯიშებს, ნიმუშებს, კრიტერიუმებსა თუ ცალ-ცალკე დაშლილ სტრუქტურას. ასევე მხატვრული ხერხების შესწავლას, ავტორის წერის მანერასა თუ სტილს. ქართული ლიტერატურის პროგრამასა და გრამატიკის იმ ნაწილს, რომელიც საჭიროა ტექსტის რედაქტირებისა და გამართულად წერისათვის. ყოველთვიურად შემოწმდება ცოდნა ტესტირებებით - გამოცდების ფორმატით. პროგრამა ითვალისწინებს ბოლო თვეში ტესტირებების რეგულარულ რეჟიმსა და იმიტირებულ გამოცდას- კურსის დასასრულს, რაც კარგი გამოცდილებაა ნებისმიერი კონკურსანტისთვის. სასწავლო პროცესის დასრულებამდე დადგინდება მოსწავლის საშუალო მაჩვენებელი, რაც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ მოსალოდნელი შედეგი. მოკლე ინფორმაცია პედაგოგის შესახებ: ნინო ნაკაშიძე 2013 წლიდან ამზადებს აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 2017 წლიდან კი მაგისტრებსა და პედაგოგებს გამოცდებისათვის. მისმა ყველა მოსწავლემ, მაგისტრმა თუ პედაგოგმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. დაამთავრა ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგია მაგისტრის ხარიხით. ასწავლიდა კერძო და საჯარო სკოლებში. არის სასწავლო ცენტრის”free academy” ორი ფილიალის ადმინისტრატორი. სწავლობდა ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და აქვეყნებდა სტატიებს, მუშაობდა რადიოში- საინფორმაციო გადაცემის წამყვანად. პერიოდულად ჩართულია განათლების სამინისტროს პროექტებში- პედაგოგების ტრენერად. არის წიგნის რეცენზიის ავტორი:” ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დასავლური ოჯახის კარდაკარ”. აქვს youtube-ზე ქართულის ვიდეო გაკვეთილების არხი. Facebook-ზე ქართულის გვერდი...

video icon ვიდეო
ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (განიხილება ბინაზე მისვლაც). მაქვს როგორც სკოლაში მუშაობის, ისე კერძო რეპეტიტორობის სამწლიანი გამოცდილება. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა წითელ დიპლომზე. ამჟამად ვსწავლობ ხსენებული უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამაზე შიდა დაფინანსებით. ჩემი უპირატესობაა თანამედროვე კრიტიკულ ლიტერატურასა და სამეცნიერო აზრებთან წვდომა, რომლებსაც ვაცნობ ჩემს მოსწავლეებს. ვარ კომუნიკაბელური, აქტიური, ხალისიანი და მარტივად გავდივარ საუკეთესო შედეგებზე. სხვა დეტალებისთვის დამიკავშირდით და გაგაცნობთ მუშაობის პრინციპსა და მეთოდებს. მანამდე შეგიძლიათ, იხილოთ ჩემი რეზიუმე.

video icon სერტიფიკატი
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

მოგესალმებით, მოვამზადებ მე-10-12 კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ფასები: 1) მე-11-12 კლასები-ჯგუფური მეცადინეობა 150 ლარი, კვირაში 2 დღე, 1,5-2 საათი; ჯგუფური მეცადინეობა კვირაში 3 დღე-180 ლარი, 1,5-2საათი; ინდივიდულური სწავლება-300 ლარი; 2) მე-10 კლასი-ჯგუფური მეცადინეობა კვირაში 2 დღე 120 ლარი, 1,5-2 საათი, კვირაში 3 დღე-150 ლარი; განათლება და კვალიფიკაცია: ✅ მაქვს მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან – სპეციალობით უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია. ✅ ასევე დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი ქართული ფილოლოგიის მიმართულებით. ✅ წარმატებით ჩავაბარე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის გამოცდა (VII-XII კლასები). ✅ ამჟამად ვაგრძელებ სწავლას თსუ-ს დოქტორანტურაში – ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულებით. სასწავლო მეთოდები: ვმუშაობ სწავლების თანამედროვე მიდგომებით – ვიყენებ როგორც პროგრამულ, ისე მრავალფეროვან არაპროგრამულ მასალებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ტექსტების ანალიზსა და მსჯელობის უნარის გაძლიერებას. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლის კომფორტი – ყოველთვის ვცდილობ, შევქმნა თბილი, მეგობრული და სტრესისგან თავისუფალი გარემო. სწორედ ეს ეხმარებათ აბიტურიენტებს და მოსწავლეებს, ისწავლონ ინტერესით, მოტივაციითა და თავდაჯერებულობით. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით.