ეს არის ახალი გზა შესაძლებლობის სამყაროში! იმისთვის რომ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ენა შეისწავლო, დაგჭირდება შესაფერისი მასწავლებლი.
ვებგვერდმა servisebi.ge შექმნა გვერდი, სადაც თავმოყრილია სწავლების შეთავაზებები ინგლისურის სწავლების დასაწყებად ან ცოდნის გასაუმჯობესებლად.
არსებული შეთავაზებებიდან თქვენ შეისწავლით ინგლისურს:
მოსწავლეს, აბიტურიენტს, სტუდენტს ან ნებისმიერი ასაკის სხვა ადამიანს, ვისაც სურს მიზნები რეალობად აქციოს, შეუძლია შეარჩიოს სწავლების სასურველი მეთოდი ნომერზე კლიკით! სწავლება მოიცავს:
ინგლისური ენის სწავლა მარტივი არ არის, თუმცა სწორად შერჩეული პედაგოგი მრავალფეროვანი, თანამედროვე და თქვენზე მორგებული მეთოდებით უმოკლეს პერიოდში შეძლებს თქვენს დახმარებას. თბილისის ფაქტობრივად ყველა უბანში იქნება ეს საბურთალო, გლდანი, დიღომი თუ სხვა შესაძლებელობა გაქვთ მიხვიდეთ ბინაზე ან მოიწვიოთ პედაგოგი თქვენს მისამართზე. ფიზიკური გაკვეთილების გარდა, შეგიძლიათ დაესწროთ მეცადინეობებს ონლაინ რეჟიმში, კომფორტულად მოკალათებული თქვენი სახლიდან. ონლაინ სწავლება საშუალებას გაძლევთ ჩაერთოთ სასწავლო პროცესში ან მოიძიოთ მასწავლებელი ნებისმიერი ქვეყნიდან, ეს საუკეთესო გამოსავალია მათთვის, ვინც საქართველოში არ იმყოფება და ენის ბარიერი უქმნის ბევრ პრობლემას.
სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად იმატებს სტრესი მოსწავლეებსა და მშობლებს შორის, პრობლემა ძირითადად არასათანადო სწავლება ან რთულად დასაძლევი პროგრამაა. ასეთი შემთხვევებისთვის, სჯობს შეარჩიოთ მასწავლებელი თანამედროვე მიდგომებით, ის ვინც ბავშვს ხალისით შეასწავლის რთულად დასაძლევ მასალას, დაიხმარს თანამედროვე წიგნებს, ფილმებს, სამაგიდო თამაშებს, პრეზენტაციებს ან აპლიკაციებს. ისინი შეგასწავლიან ინგლისურ ენას მსოფლიოში აპრობირებული მეთოდებით:
- Presentation Practice Production (PPP)
- Communicative language teaching (CLT)
- Engage Study Activate (ESA)
- Task Based Approach (TBA)
- Content-Based Learning (CBL)
- Teach-Test-Teach (TTT)
- Dogme და სხვა.
ვებგვერდზე ყველა ტიპის შეთავაზებაა გამოქვეყნებული, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მოტივირებულ დამწყებ მასწავლებელს, რომელიც მთელს ენერგიას ჩადებს მუშაობისას მისაღებ ფასად, ან შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი შესაბამისი ანაზღაურებით. შეგიძლიათ მოძებნოთ უცხოენოვანი პედაგოგები ან სასწავლო ცენტრები მრავალფეროვანი კურსებით. სწავლების საფასურს, ხანგრძლივობას, გადასახადს, გაკვეთილების სიხშირეს, მოსწავლეების რაოდენობას ჯგუფში და ყველა სხვა დეტალს თავად ათანხმებთ მასწავლებელთან.
თუ თქვენ უკვე მზად ხართ გაუღოთ კარი უამრავ შესაძლებლობას მოქმედების დროა!