ბარისოლი

ბარისოლი გამოირჩევა ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა ეკოლოგიურობა, მაღალი გამძლეობა და რაც მთავარია შედარებით იაფი ფასი. შედგება PVC ან მსგავსი სინთეტიკური მასალისგან, რომელიც მჭიდროდ გადაჭიმულია კედლის ან ჭერის პერიმეტრზე მიმაგრებულ პროფილზე.
ამ ტიპის მასალა საკმაოდ პრაქტიკული არჩევანია დაუმუშავებელი და არათანაბარი ჭერის დასაფარად.
სწორად შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში ბარისოლის ჭერი დიდხანს ინარჩუნებს მდგრადობას, ამიტომაც მნიშვნელოვანია საქმე პროფესიონალს მიანდოთ.
Servisebi.ge-ს პლატფორმა გთავაზობთ შემსრულებლების მოძიებისა და მათთან დაკავშირების ყველაზე მარტივ გზას, სახლიდან გაუსვლელად თქვენივე ციფრული მოწყობილობით შეძლებთ გაფილტროთ განცხადებები, შეარჩიოთ სასურველი შეთავაზება და განცხადებაში მითითებულ ნომერზე გაესაუბროთ ავტორს.
პრო ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი.
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 9 შეფასება

ვაკეთებ ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის გასაჭიმ ჭერებს (ბორისოლი) -უმაღღლესი ხარისხის, (პრემიუმი). -უმოკლეს ვადებში, -შეღავათიან ფასად, -ვარ ხარისხზე ორიენტირებული, -ვმუშაობ ასევე გასაჭიმი ჭერის აღდგენა-შეკეთებაზე, ასევე შესაძლებელია საფარდე და ლიანდაგური განათების მონტაჟი ბორისოლზე. (გარანტია 15 წელი) - საქართველოს მასშტაბით. საჭიროების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე, ალეკო

შეკიდული ჭერი ფრანგული ჭერი შეკიდული ჭერის გაკეთება ბარისოლი ფრანგული გასაჭიმი ჭერი გასაჭიმი ჭერი თბილისში გასაჭიმი ჭერი ქუთაისში შეკიდული ჭერის დიზაინი გასაჭიმი ჭერის დიზაინი დაკიდული ჭერი
ტელეფონი

ბარისოლის ხელოსანი

ბარისოლის ხელოსანი არის სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია ბარისოლის ჭერი სწორად და ხარისხიანად დამონტაჟდეს.
მათი მომსახურება სტანდარტულად მოიცავს:
  • დეტალურ აზომვას - ხელოსანი ზომავს იმ ფართობს, სადაც უნდა გაიჭიმოს ბარისოლის ჭერი. მან უნდა გაითვალისწინოს კედლების სიმრუდეები, კუთხეები და სხვა დეტალები, რათა ზუსტად განსაზღვროს საჭირო ბარისოლის ზომა და მასალის რაოდენობა. ზუსტი აზომვა მნიშვნელოვანია ბარისოლის სწორად დაჭიმვისთვის.
  • ფერის შერჩევაში დახმარებას (სურვილისამებრ) - თუ არ გყავთ ინტერიერის დიზაინერი ან დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ ინტერიერში ფერის შერჩევას, გამოცდილი ხელოსანი დაგეხმარებათ ოპტიმალური ვარიანტის შერჩევაში
  • მასალის ტრანსპორტირებას - თუ დამოუკიდებლად არ შეგიძენიათ, თავად უზრუნველყოფენ მასალის შეძენასა და ტრანსპორტირებას.თუმცა ეს ნაწილი განსხვავებულია და სჯობს ინდივიდუალურად დააზუსტოთ.
  • მონტაჟს - ხელოსანი აყენებს საყრდენ პროფილებს კედლის პერიმეტრზე, რომლებზეც გადაეჭიმება ბარისოლის ქსოვილი.

მომხმარებლის შეფასებები

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
ქეთი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

პირველი რაც მომეწონა შეთანხმებული დრო და საათი არ დაირღვა, მეორე კარგი ნამუშევარი, მესამე პროფესიონალიზმი! მადლობა ორივეს ალეკო

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
თეო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
6 თვის წინ

დროული და ხარისხიანი მომსახურება, რეკომენდაცია ჩვენგან! წარმატებებს გისურვებთ!

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
თათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
10 თვის წინ

ძალიან სწრაფად და ხარისხიანად გაგვიკეთეს ჩვენი ახალი სახლის აბაზანა და საძინებლები.შეკვეთიდან 2 დღეში დაამთავრეს მთლიანი სამუშაო. შეასრულეს ყველაფერი სუფთად, მაღალი ხარისხით და მასალით მუშაობენ. დიდი მადლობა ყველაფეირსთვის ჩემი დიდი რეკომენდაცია მათ.

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
ნანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-11-22 18:41:45

საუკეთესო ხარისხი, მადლობა თქვენ ჯგუფს, შემიძლია თამამად გაგიწიოთ რეკომენდაცია

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
თათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-11-20 17:34:57

პატიოსანი, საქმის მცოდნე და პუნქტუალური ბიჭები. ურთულესი აბაზანის ჭერი გააკეთეს ძალიან სწრაფად და ხარისხიანად. ნამდვილად გავუწევდი რეკომენდაციას.

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
ზურა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-10-24 21:02:08

გეთანხმებით ძალიან ხარისხიანად და სწრაფად აკეთებენ ყველაფერს მომეწონა მომსახურება. თავის საქმეს ეკიდებიან სერიოზულად, ჩემს შემთხვევაში ურთულესი სამუშაო უმოკლეს დროში შეასრულეს.

როგორ დავადგინოთ თუ რა ღირს ბარისოლის ჭერი?

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ფაქტორები რაც გავლენას ახდენს ღირებულებაზე: გამონაკლისია აბაზანა, რომლის ღირებულების დათვლაც კვადრატულობით არ ხდება და ხშირ შემთხვევაში ფიქსირებულია. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, ხელოსნების მომსახურების ფასები მერყეობს და დამოკიდებულია კონკრეტული პროექტის სირთულეზე.
ზოგადი ღირებულების განსასაზღვრად ინტერნეტში და ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ შეთავაზებებს შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი, ჩაწერეთ საძიებო ველებში - ბარისოლი ფასი და დაახლოებით გამოთვლით კვადრატულის ღირებულებას. 
თუმცა, თუ ზუსტი ხარჯთაღრიცხვა გსურთ, სჯობს მიმართოთ ფრანგული ჭერის ხელოსანს, გააცნოთ პროექტის დეტალები და ისინი მოგაწვდიან კონკრეტულ ღირებულებებს მასალის, ხელობისა და სხვა დეტალების ჩათვლით.

ბარისოლის ჭერი - უპირატესობები
ბარისოლის ჭერი თანამედროვე და ფუნქციონალური გადაწყვეტაა როგორც სახლის, ასევე ბიზნეს თუ კომერციული ფართების ინტერიერისთვის.
ეკოლოგიურობისა და ბიუჯეტურობის გარდა გააჩნია მთელი რიგი დადებითი მახასიათებლები, რომლებიც მას უპირატეს ხდის სხვა სახის ჭერებთან შედარებით:
ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა - ძალიან გამძლე და საიმედო მასალაა. სწორი მოვლის შემთხვევაში ოფიციალური მწარმოებლების მიერი მინიჭებული აქვს მინიმუმ 10 წლიანი ექსპლუატაციის ვადა, რის განმავლობაშიც იგი უნდა შეინარჩუნოს თავისი ყველა თვისება.
მდგრადობა - მდგრადია როგორც მექანიკური დაზიანებების, ასევე ტენისა და უარყოფითი გარემო პირობების მიმართ. მაგალითისთვის: შეუძლია აიტანოს მშამპანურის საცობის დარტყმაც კი.
დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია შეკეთება.
მასალის მრავალფეროვნება - მზადდება სხვადასხვა მასალისგან (PVC, ნატურალური ბოჭკო და სხვ.), შესაბამისად გვხვდება სხვადასხვა ფაქტურითა და ფერით.
დიზაინის მხრივ კი  ბარისოლი ერგება ნებისმიერი სტილის ინტერიერს - თანამედროვეს, კლასიკურსა თუ მინიმალისტურს.
მოქნილობა და მრავალმხრივობა მასალის დამონტაჟების თვალსაზრისით - ბარისოლის ჭერი შეიძლება დამონტაჟდეს სრულიად განსხვავებულ სიმაღლეებზე. იგი შეიძლება გავაკეთოთ როგორც ტრადიციული "ჭერის" სიმაღლეზე, ასევე უფრო დაბლა ან მაღლა, რაც გვაძლევს დიზაინერული გადაწყვეტების მრავალფეროვან შესაძლებლობას.
მასალის მოქნილობა და პლასტიკურობა ამარტივებს მონტაჟს რთული ფორმის შენობა-ნაგებობებშიც კი.
ესთეტიურობა -  ბარისოლის თანამედროვე ჭერის დიზაინი ითვალისწინებს ესთეტიურ მხარესაც - მისი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სახის კომუნიკაციების, როგორებიცაა ელექტროგაყვანილობა, ვენტილაციის მილები და სხვ. დამალვა ჭერსა და ჭერის ზედაპირს შორის არსებულ სივრცეში. შესაბამისად ეს კომუნიკაციები არ იქნება თვალშისაცემი და მაქსიმალურად ჩაჯდება ინტერიერის იერსახეში.

რა გავითვალისწინოთ გასაჭიმ ჭერზე განათების მონტაჟისას?
ბარისოლის ჭერის მონტაჟამდე, აუცილებელია განათების საკითხის წინასწარ განხილვა და სწორი გადაწყვეტილების მიღება.
ამ ტიპის ჭერის ზედაპირზე ძირითადად ხდება შუქდიოდური, ჩასაშნებელი ნათურის მონტაჟი, რომლისთვისაც წინასწარ უნდა  განისაზღვროს სამონტაჟო ადგილი და ამოიჭრას შესაბამისი ზომების მიხედვით.
ასევე, მნისვნელოვანია განათების სახეობის შერჩევა გათბობის ხარისხის მიხედვით. დიდი დიამეტრის განათებას აქვს საკმაოდ დიდი გახურების ფართობი, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ბარისოლის მასალის დეფორმაცია ან ფერის შეცვლა. 
იმისათვის, რომ ბარისოლის ჭერისთვის  სწორად შეარჩიოთ შესაფერისი და საუკეთესო ვარიანტი განათების სახეობის, ზომისა და სიმძლავრის თვალსაზრისით გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ გასაჭიმი ჭერის ხელოსანთან.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა უპირატესობები აქვს ბარისოლის ჭერს?

ბარისოლის ჭერის ძირითადი უპირატესობებია: ეკოლოგიურობა, მაღალი გამძლეობა, შედარებით იაფი ფასი, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა, მდგრადობა, მასალის მრავალფეროვნება, მოქნილობა და ესთეტიკურობა.

​რა ღირს ბარისოლის ჭერი?

ხელოსნების მომსახურების ფასები განსხვავებულია და დამოკიდებულია კონკრეტული პროექტის სირთულეზე. ფასის დასადგენად Servisebi.ge-ს პლატფორმაზე განთავსებულ იმ განცხადებებს გადაავლეთ თვალი, რომლებიც გთავაზობენ ბარისოლის ჭერის მონტაჟს, შეარჩიეთ რამდენიმე მათგანი და დამატებითი დეტალებისთვის დაუკავშირდით შემსრულებელს განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

გასაჭიმი ჭერის დამონტაჟების რემონტის შემდგომ დალაგება აუცილებელი იქნება ?

ბარისოლის მონტაჟი წარმოადგენს საკმაოდ სუფთა პროცესს, პროფესიონალი ხელოსნები ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ ნარჩენები და მაქსიმალურად სუფთად შეასრულონ სამუშაოები. სწორად მასალის გაკვრის შემდგომ შესაძლოა მხოლოდ მინიმალური დალაგება დაგჭირდეთ.

როგორ შევარჩიოთ ბარისოლის ხელოსანი?

Servisebi.ge-ს პლატფორმა გთავაზობთ შემსრულებლების მოძიებისა და მათთან დაკავშირების ყველაზე მარტივ გზას.
თქვენი ციფრული მოწყობილობის (კომპიუტერი, ტაბლეტი ან სმარტფონი) საშუალებით შეგიძლიათ მიმდინარე განცხადებების გაფილტრვა, სხვადასხვა ხელოსნების შეთავაზებების ნახვა, პირდაპირი კომუნიკაცია ავტორთან