ფრანგული გასაჭიმი ჭერი

ფრანგული გასაჭიმი ჭერი სხვა დაბალფასიანი და დაბალხარისხიანი ანალოგებისაგან განსხვავებით აკმაყოფილებს ყველანაირ ევრო სტანდარტს, გარდა იმისა, რომ გამოირჩევა ეკოლოგიური უსაფრთხოებით, ანუ არ არის ტოქსიკური, ამავდროულად არის საკმაოდ გამძლე მასალაც -  არ იცვლის ფერს, არ კარგავს სიპრიალეს, არ ურთიერთქმედებს წყალთან, მეტიც, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, თუ კორპუსის ბინაში ცხოვრობთ და მეზობელმა წყალი ჩამოგიშვათ, ფრანგული ჭერი აკავებს წყალს და შესაძლებელია ამ დაგროვებული წყლის გამოტუბვა.
ჭერიდან წყლის გადმოღვრის პროცესსაც სჭირდება ცოდნა და ხელსაწყოები, შესაბამისად გირჩევთ დამოუკიდებლად არ სცადოთ დაცლა, შესაძლოა არასწორმა მანევრმა გახიოს ჭერი და წყალი იატაკზე დაღვაროთ. დამატებითი პრობლემების თავიდან ასაცილებლად გამოიძახეთ ბარისოლის ხელოსანი და მას მიანდეთ ეს საპასუხისმგებლო საქმე.
ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი.
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 9 შეფასება

ვაკეთებ ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის გასაჭიმ ჭერებს (ბორისოლი) -უმაღღლესი ხარისხის, (პრემიუმი). -უმოკლეს ვადებში, -შეღავათიან ფასად, -ვარ ხარისხზე ორიენტირებული, -ვმუშაობ ასევე გასაჭიმი ჭერის აღდგენა-შეკეთებაზე, ასევე შესაძლებელია საფარდე და ლიანდაგური განათების მონტაჟი ბორისოლზე. (გარანტია 15 წელი) - საქართველოს მასშტაბით. საჭიროების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე, ალეკო

შეკიდული ჭერი ფრანგული ჭერი შეკიდული ჭერის გაკეთება ბარისოლი ფრანგული გასაჭიმი ჭერი გასაჭიმი ჭერი თბილისში გასაჭიმი ჭერი ქუთაისში შეკიდული ჭერის დიზაინი გასაჭიმი ჭერის დიზაინი დაკიდული ჭერი

ფრანგული გასაჭიმი ჭერი მონტაჟი

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით კიდევ უფრო გამარტივდა ფრანგული გასაჭიმი ჭერი მონტაჟი, მაგალითად: აზომვითი პროცედურების ჩატარება ლაზერული აპარატით ხდება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს აზომვაზე დახარჯულ დროს, ეს მარტივი პროცესიც კი მოითხოვს სპეციალურ უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას. მნიშვნელოვანია სწორად განვსაზღვროთ აზომვის წერტილები, ამავდროულად გავაანალიზოთ მონაცემებიც, რათა ზუსტად გავზომოთ სივრცე და შევარჩიოთ ჭერის ზომა.
ყოველივეს გაკეთება კი ძალიან გაგვიჭირდება შესაბამისი გამოცდილების გარეშე.
დროის და ფინანსების დაზოგვის მიზნით, უმჯობესია თუ საქმეს თქვენს ნაცვლად სხვები შეასრულებენ, ვისაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია.
მათი მოძიებაც გამარტივებულია და Servisebi.ge-ს პლატფორმიდან სულ რამდენიმე წუთში შეძლებ მონახო და დაუკავშირდე სერვისების გამწევ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს.

მომხმარებლის შეფასებები

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
ქეთი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-10-28 20:11:55

პირველი რაც მომეწონა შეთანხმებული დრო და საათი არ დაირღვა, მეორე კარგი ნამუშევარი, მესამე პროფესიონალიზმი! მადლობა ორივეს ალეკო

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
თეო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-07-09 14:13:56

დროული და ხარისხიანი მომსახურება, რეკომენდაცია ჩვენგან! წარმატებებს გისურვებთ!

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
თათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-02-18 17:18:54

ძალიან სწრაფად და ხარისხიანად გაგვიკეთეს ჩვენი ახალი სახლის აბაზანა და საძინებლები.შეკვეთიდან 2 დღეში დაამთავრეს მთლიანი სამუშაო. შეასრულეს ყველაფერი სუფთად, მაღალი ხარისხით და მასალით მუშაობენ. დიდი მადლობა ყველაფეირსთვის ჩემი დიდი რეკომენდაცია მათ.

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
ნანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-11-22 18:41:45

საუკეთესო ხარისხი, მადლობა თქვენ ჯგუფს, შემიძლია თამამად გაგიწიოთ რეკომენდაცია

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
თათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-11-20 17:34:57

პატიოსანი, საქმის მცოდნე და პუნქტუალური ბიჭები. ურთულესი აბაზანის ჭერი გააკეთეს ძალიან სწრაფად და ხარისხიანად. ნამდვილად გავუწევდი რეკომენდაციას.

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
ზურა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-10-24 21:02:08

გეთანხმებით ძალიან ხარისხიანად და სწრაფად აკეთებენ ყველაფერს მომეწონა მომსახურება. თავის საქმეს ეკიდებიან სერიოზულად, ჩემს შემთხვევაში ურთულესი სამუშაო უმოკლეს დროში შეასრულეს.

ფრანგული გასაჭიმი ჭერის ფასები

ფრანგული გასაჭიმი ჭერის ფასები მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და არ არსებობს ერთიანი, სტანდარტული ღირებულება. ყოველი პროექტი უნიკალურია და შესაბამისად, ფასიც ინდივიდუალურად განისაზღვრება.
ხშირ შემთხვევაში გასაჭიმი ჭერის პროექტი იწყება საბაზისო მინიმალური ფასით, რომელიც მოიცავს მასალის, ხელობისა და მინიმალური მოსამზადებელი სამუშაოების ღირებულებას. ეს ფასი დამოკიდებულია ჭერის ზომაზე და იზრდება ზომასთან ერთად. არსებობს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი რომლის მიხედვითაც გამოიანგარიშება ფრანგული ჭერის ფასი.
ჭერის ზომა - ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია, რაც განსაზღვრავს ფრანგული გასაჭიმი ჭერის ფასს, რაც უფრო მეტია მოსაპირკეთებელი სივრცის მოცულობა მით უფრო მეტი მასალა და სამუშაოა საჭირო. ღირებულების დასადგენად პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ჭერის მოცულობა,ზომა, თუ რამდენი კვადრატია.
ჭერის ტიპი - ჭერის ტიპი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფასის განსაზღვრაში. კლასიკური ჭერები (გლუვი, პრიალა,) უფრო იაფია, ვიდრე ფაქტურული. ეს გამოწვეულია მასალის და წარმოების განსხვავებული ღირებულებით.
ჭერის დიზაინი - ერთ ფერიანი გასაჭიმი ჭერის ფირები შედარებით იაფი ღირს, ვიდრე რამდენიმე ტონალობაში შესრულებული ან ფაბრიკული არტ და ფოტო ბეჭდვა.
განათება - განათების არსებობა და ტიპი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. წერტილოვანი სანათები უფრო იაფია, ვიდრე LED ლენტა. საერთო ჯამში, განათება გაზრდის საბოლოო ფასს.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და მათზე ინფორმაციის მიღების შემდგომ უკვე შესაძლებელია ფრაგნული ჭერის ხელოსანმა გამოთვალოს ფასები და გითხრათ თუ რა დაჯდება ფრანგული ჭერის მონტაჟი.  

საცხოვრებელი სახლის ან ბინის რომელ ოთახში სჯობს ფრანგული ჭერის დამონტაჟება?

ფრანგული გასაჭიმი ჭერის დამონტაჟება შესაძლებელია  ნებისმიერ ოთახში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მისი გამოყენება უფრო მიზანშეწონილია. განვიხილოთ ის სივრცეები, სადაც ბარისოლის ჭერის დამონტაჟება განსაკუთრებით რეკომენდებულია:
მისაღებ ოთახში - მისაღები ოთახი სახლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც ხშირად ვმასპინძლობთ სტუმრებს. შესაბამისად, სასურველია ამ სივრცეს მივანიჭოთ მაქსიმალურად ორიგინალური, ლამაზი და თანამედროვე დიზაინი, რის საშუალებასაც ბარისოლის ჭერი გვაძლევს დიზაინი ფერების დიდი არჩევანისა და ფაქტურების წყალობით.
საძინებელში - ფრანგული ჭერი (ბარისოლი) საძინებელ ოთახში ქმნის კომფორტულ და მშვიდ გარემოს დასვენებისთვის. გარდა ამისა, ბარისოლი არ იკრავს მტვერს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ალერგიული მდგომარეობების მქონე ადამიანებისთვის.
სამზარეულოში - ბარისოლის გაკეთება სამზარეულოში  პრაქტიკულია რამდენიმე მიზეზის გამო: ჭერი არ იკრავს არასასურველ სუნებსა და ცხიმს, ადვილად იწმინდება და სჭირდება მინიმალური მოვლა. Დიზაინის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ფერადი ვიზუალის არჩევაც, რომლის საშუალებითაც მეტად გამოაცოცხლებთ სამზარეულოს ოთახს.
აბაზანა/საპირფარეშო - აბაზანასა და საპირფარეშოში ფრანგული ჭერის დამონტაჟება რეკომენდებულია მისი წყალგაუმტარი თვისებების გამო. ამავდროულად მასალა ნესტგამძლეა,  არ იკრავს ბაქტერიებსა და სოკოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სველ სივრცეებში. ბარისოლის ჭერის დიზაინი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს თეთრი ან ლურჯი ფერის განსხვავებული გრადიენტებით, თუმცა ფერის შერჩევა საერთო ინტერიერზეა დამოკიდებული.
აღნიშნული სივრცეების გარდა, ფრანგული გასაჭიმი ჭერი შესაძლოა დამონტაჟდეს სახლის ნებისმიერ ოთახში. მთავარია სწორად შეაჯეროთ სივრცის ფუნქციონალური დანიშნულება, ვიზუალური მხარე და პრაქტიკული საჭიროებები.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რომელი ოთახებისთვისაა რეკომენდებული ფრანგული გასაჭიმი ჭერის დამონტაჟება?

ფრანგული გასაჭიმი ჭერის დამონტაჟება ნებისმიერ ოთახში შეგიძლიათ, თუმცა მომხმარებელთა უმრავლესობა იყენებს მისაღებ, საძინებელ, სამზარეულო და სააბაზანო ოთახებში.
გასაჭიმი ჭერი მისაღებში ქმნის პრაქტიკულ დიზაინსა და ორიგინალურ გადაწყვეტებს, საძინებელში კომფორტულ,მოსასვენებელ გარემოს, სამზარეულოში არის ძალიან პრაქტიკული, რადგან ადვილად იწმინდება, ხოლო სააბაზანო/საპირფარეშოში პოპულარულია წყალგამძლე თვისებების გამო.

​ფრანგულ ჭერზე რა ტიპის განათების ჩასმაა შესაძლებელი?

განათების ტიპის არჩევა დამოკიდებულია ჭერის დიზაინზე, განათების მიზანსა და ბიუჯეტზე, გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ გასაჭიმი ჭერის ხელოსანთან და ინტერიერის დიზაინერთან.
ზოგადად, კი გამოყოფენ ჩაშენებულ, უჯრედოვან და კონტურირებულ განათებას.
ჩაშენებული განათებისას, იჭრება სივრცე LED ნათურებითვის და  მონტაჟი ხდება შერჩეულ წერტილებში.
უჯრედოვანი განათებისას - კვადრატებად იყოფა ჭერი და ამ სივრცეებში თავსდება ნათურები.
კონტურირებული განათებისას კი - იყენებნ LED სტრიპებს და ვიღებთ ტონირებულ განათებას.

რა უპირატესობა აქვს ფრანგულ გასაჭიმ ჭერს საძინებელ ოთახში გამოყენებისას?

ფრანგული ჭერი საძინებელში ქმნის კომფორტულ და მშვიდ გარემოს დასვენებისთვის. იგი ასევე არ იკრავს მტვერს, რაც უპირატესობაა ალერგიული მდგომარეობის მქონე ადამიანებისთვის.

რა ღირს ფრანგული გასაჭიმი ჭერის გაკეთება?

ღირებულებას განსაზღვრავს შესასრულებელი ფართის სივრცე, ჭერის ტიპი ანუ რა მასლით ვაპირებთ გაკეთებას, რა ტიპის დიზაინის გვსურს, 
როგორი განათება გვინდა და ა.შ 
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ხელოსანი შეძლებს ფასის გამოთვლას კონკრეტული პროექტისთვის.