ფრანგული ჭერი

ფრანგული ჭერი  იდეალური არჩევანია იმ ადამიანებისთვის, ვინც  ეძებს ხარისხიან, უსაფრთხო და ესთეტიურ გადაწყვეტილებას თავიანთი სახლის ან ოფისის მოსაწყობად.
ამ ტიპის ჭერის მთავარი უპირატესობებია:
  • ეკოლოგიური სისუფთავე და უსაფრთხოება
  • მონტაჟის სიმარტივე და სისწრაფე
  • ესთეტიკური დიზაინი და ფუნქციონალურობა
  • სიმტკიცე და ხანგრძლივი გამოყენების ვადა
სხვა დაბალფასიანი და დაბალხარისხიანი ანალოგებისაგან განსხვავებით აკმაყოფილებს ყველანაირ ევრო სტანდარტებს, არ არის ტოქსიკური, არ იცვლის ფერს, არ კარგავს სიპრიალეს,არ იკიდებს ნესტს და ლაქებს, გაუთვალისწინებელი შემთხევების დროს, მაგალითად თუ კორპუსის ბინაში ცხოვრობთ და მეზობელმა წყალი ჩამოგიშვათ, ფრანგულ ჭერს შეუძლია გაჟონილი წყლის შეკავება.

ფრანგული ჭერის გაკეთება საპასუხისმგებლო საქმეა, ამიტომ პროფესიონალმა ხელოსანმა უნდა შეასრულოს.
მათ მოძიებას მარტივად შეძლებთ  Servisebi.ge-ს პლატფორმის საშუალებით.
პრო ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი.
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 9 შეფასება

ვაკეთებ ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის გასაჭიმ ჭერებს (ბორისოლი) -უმაღღლესი ხარისხის, (პრემიუმი). -უმოკლეს ვადებში, -შეღავათიან ფასად, -ვარ ხარისხზე ორიენტირებული, -ვმუშაობ ასევე გასაჭიმი ჭერის აღდგენა-შეკეთებაზე, ასევე შესაძლებელია საფარდე და ლიანდაგური განათების მონტაჟი ბორისოლზე. (გარანტია 15 წელი) - საქართველოს მასშტაბით. საჭიროების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე, ალეკო

შეკიდული ჭერი ფრანგული ჭერი შეკიდული ჭერის გაკეთება ბარისოლი ფრანგული გასაჭიმი ჭერი გასაჭიმი ჭერი თბილისში გასაჭიმი ჭერი ქუთაისში შეკიდული ჭერის დიზაინი გასაჭიმი ჭერის დიზაინი დაკიდული ჭერი
ტელეფონი

ფრანგული ჭერის ხელოსანი

ფრანგული ჭერის გაკეთება საერთო ჯამში საკმაოდ ფაქიზი სამუშაოა, მოითხოვს შესაბამის უნარებს, სჭირდება ცოდნა და გამოცდილებაც. ფრანგული ჭერის ხელოსანი კი არის ოსტატი, ვინც დაგეხმარებათ სწრაფად, უსაფრთხოდ და ყველანაირი წესის დაცვით დაამონტაჟოთ გასაჭიმი ჭერი.
ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ მსგავსი ტიპის კონსტრუქციის მონტაჟს თავადაც შეძლებენ, რაც ხშირად მცდარი წარმოდგენაა და უშვებენ ისეთ შეცდომებს რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონსტრუქციის მარტივად დაშლა, ან გასაჭიმი ჭერის ნაჭრის გახევა. 
გასათვალისწინებელია განათების დამონტაჟების ნაწილიც, რაც ჭერის გაკვრამდე უნდა დაზუსტდეს, ჭაღის ან დეკორატიული ნათურების დაყენებისთვის საჭიროა ხვრელების ამოჭრა, ამ ეტაპზეც მნიშვნელოვანია საქმე შეასრულოს ოსტატმა.
ამავდროულად, თუ სხვადასხვა ოთახებში გსურთ გაკეთება, მაგალითად: ფრანგული ჭერი ზალაში ან ფრანგული ჭერი აბაზანაში, მასალისა და ფერის შერჩევაშიც დაგჭირდებათ დახმარება, რის შესახებაც კვალიფიციურ რჩევებს ფრანგული ჭერის ხელოსანი მოგცემთ.

მომხმარებლის შეფასებები

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
ქეთი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

პირველი რაც მომეწონა შეთანხმებული დრო და საათი არ დაირღვა, მეორე კარგი ნამუშევარი, მესამე პროფესიონალიზმი! მადლობა ორივეს ალეკო

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
თეო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
5 თვის წინ

დროული და ხარისხიანი მომსახურება, რეკომენდაცია ჩვენგან! წარმატებებს გისურვებთ!

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
თათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
10 თვის წინ

ძალიან სწრაფად და ხარისხიანად გაგვიკეთეს ჩვენი ახალი სახლის აბაზანა და საძინებლები.შეკვეთიდან 2 დღეში დაამთავრეს მთლიანი სამუშაო. შეასრულეს ყველაფერი სუფთად, მაღალი ხარისხით და მასალით მუშაობენ. დიდი მადლობა ყველაფეირსთვის ჩემი დიდი რეკომენდაცია მათ.

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
ნანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-11-22 18:41:45

საუკეთესო ხარისხი, მადლობა თქვენ ჯგუფს, შემიძლია თამამად გაგიწიოთ რეკომენდაცია

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
თათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-11-20 17:34:57

პატიოსანი, საქმის მცოდნე და პუნქტუალური ბიჭები. ურთულესი აბაზანის ჭერი გააკეთეს ძალიან სწრაფად და ხარისხიანად. ნამდვილად გავუწევდი რეკომენდაციას.

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
ზურა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-10-24 21:02:08

გეთანხმებით ძალიან ხარისხიანად და სწრაფად აკეთებენ ყველაფერს მომეწონა მომსახურება. თავის საქმეს ეკიდებიან სერიოზულად, ჩემს შემთხვევაში ურთულესი სამუშაო უმოკლეს დროში შეასრულეს.

ფრანგული ჭერი ფასი

ფრანგული ჭერი ფასი, ფრანგული გასაჭიმი ჭერი რა ღირს? - ამ და სხვა ფასთან დაკავშირებულ კითხვებს რომ ვუპასუხოთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ მასალის ხარისხი, დამზადების ტექნოლოგია და მონტაჟის სირთულე. გარდა ამისა, ფასზე შესაძლოა აისახოს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ოთახის ზომები, დიზაინის სირთულე და დამატებითი სამუშაოების საჭიროება.
განვიხილოთ 2 ძირითადი ფაქტორი, რაც ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს ფრანგული ჭერის ფასს: PVC - პოლიქლორვინილის ფირი არის მაღალხარისხიანი მასალა, რომელიც იდეალურია სამზარეულოსა და სველ წერტილებში გამოსაყენებლად. მისი უნიკალური თვისებები უზრუნველყოფს გრძელვადიან გამძლეობას, უსაფრთხოებასა და პრაქტიკულობას.
აქვს ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა. 
უძლებს ტენიანობას, ცვეთას და დაზიანებას.
გამოირჩევა თავისი ანტისტატიკური თვისებებით, რაც ნიშნავს, რომ მასზე არ დაილექება მტვერი და ადვილად გასაწმენდი იქნება. გარდა ამისა, იგი სრულიად ჰერმეტულია და არ ატარებს წყალს ან ორთქლს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ადგილებზე მონტაჟისას სადაც ტენიანობა ხშირია.
მაგ: ფრანგული ჭერი აბაზანაში - საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება.
პოლიქლორვინილის ფირი არსებობს მრავალფეროვანი ფერებითა და ფაქტურებით, შეგიძლია შეარჩიოთ თქვენი გემოვნებისა და სტილის შესაფერისი ვარიანტი.
პოლიქლორვინილის ფირზე შესაძლებელია ფოტობეჭდვა და მოხატვა, ამ გზით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ განსაკუთრებული გარემო, რომლითაც  გამოხატავთ ინდივიდუალურ სტილს.            ძირითადად იყოფა 3 სახეობად: 
ფაქტურული ნაჭერი - ხასიათდება მინიატურული ამოტვიფრული ზედაპირით, რაც მიიღწევა სპეციალური ბადისებრი მასალისა და ნაჭრისგან, რომელზეც დატანილია ნახატები.
სატინის ნაჭერი - არის ტილოს მსგავსი მასალა, დამზადებული პოლიმერის ბაზაზე. ტექსტურას ახასიათებს სადაფის ეფექტი, რომელიც სინათლის არეკვლისას ქმნის იდუმალებით მოცული სივრცის შთაბეჭდილებას.
აბრეშუმის ნაჭერი - ტექსტურით მიახლოებულია ნამდვილ აბრეშუმთან, მისი პირველადი ფენა ერთგვარად ახშობს ხელოვნურ განათებას და ხელს უწყობს სინათლის სივრცეში თანაბარ გადანაწილებას.
ნაჭრის ტიპის ჭერის გამორჩეული უპირატესობებია - მდგრადობა, ჰაერის კონდენსაცია, ეკოლოგიური უსაფრთხოება, კარგად იტანს დაბალ ტემპერატურას.
უარყოფითად კი შესაძლოა მივიჩნიოთ ის, რომ ასეთი ნაჭრის მასალა ხშირ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს წყლის შეკავებას და საკმაოდ მწირი არჩევანია ფერებში.

მონტაჟის სირთულე  - იმის მიუხედავად, რომ  თაბაშირ-მუყაოს ჭერთან შედარებით, ბარისოლის ჭერის მონტაჟი ნაკლებად კომპლექსური პროცედურაა, არ სჭირდება მოსამზადებელი სამუშაოები, ზედაპირის გასწორება, ოთახის ავეჯისგან დაცლა და არ ტოვებს სამშენებლო ნაგავს, დამონტაჟება მაინც მოითხოვს პროფესიონალების ჩართულობას. 
ბარისოლის ხელოსანი კი სწორად განსაზღვრავს შესასრულებელი სამუშაოების ქრონოლოგიას.

რომ შევაჯამოთ, თუ გსურთ კონკრეტული მომსახურების ფასის განსაზღვრა, ჩამოწერეთ რა მასალით გსურთ ჭერის გაკეთება, დაახლოებით განსაზღვრეთ კვადრატულობა და საქმის სირთულე, ამის შემდგომ კი დაუკავშირდით სპეციალისტს, რომელიც თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უფრო დეტალურად გეტყვით ზუსტ ხარჯებს.
მათთან დასაკავშირებლად გამოიყენეთ ჩვენი პლატფორმა Servisebi.ge, ჩაწერეთ სერვისის დასახელება საძიებო ველში, გაფილტრეთ განცხადებები და სასურველი შეთავაზების ავტორს დაუკავშირდით საკონტაქტო ნომერზე.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ფრანგული ჭერის გაკეთება?

ხშირ შემთხვევაში ღირებულება ფიქსირებული არ არის და გამოითვლება ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა: 

  • დამზადების ტექნოლოგია
  • მონტაჟის სირთულე
  • შერჩეული მასალა
ასევე თუ რამხელაა ფართი და რამდენი განათების წერტილის დამონტაჟება გვსურს.
ზუსტ თანხას გასაჭიმი ჭერის ხელოსანი დაგიანგარიშებთ, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი დეტალების გათვალისწინებით.

​გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, მაგალითად თუ ზედა მეზობელმა წყალი ჩამოუშვა და ჭერში დაგროვდა, როგორ მოვიქცე?

ფრაგნული ჭერის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა წყლის შეკავების უნარია, არ ზიანდება ზემოდან წყლის ჩამოშვების შემთხვევაშიც (1კვ.მ. აკავებს 100 ლიტრამდე წყალს), ასეთ დროს მნიშვნელოვანია დაიხმაროთ პროფესიონალი და თავად არ სცადოთ გამოტუბვა.
რადგან პროცესი საკმაოდ საფრთხილოა და მოითხოვს სპეციალურ ცოდნას.
Servisebi.ge-ზე შეძლებთ მოიძიოთ კვალიფიციური კადრები, ვინც დაგეხმარებათ ჭერში დაგროვილი წყლის დაცლაში.

რით გამოირჩევა ფრანგული ჭერი?

ფრანგული ჭერი მზადდება ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალისგან. გამოირჩევა: მონტაჟის სიმარტივით, აქვს ფერთა საკმაოდ დიდი პალიტრა, რაც გვაძლევს  ესთეტიკურ დიზაინს.
არის საკმაოდ ფუნქციონალური, მტკიცე და გამოიყენება მრავალი წლის განმავლობაში.

გასაჭიმი ჭერი რამდენად უსაფრთხოა?

გასაჭიმი ჭერის დამზადებულისას გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა მასალა, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ევროპულ სტანდარტს, არ არის ტოქსიკური, არ იცვლის ფერს, არ კარგავს სიპრიალეს, არ იკიდებს ნესტს და ლაქებს.
ფრანგული ჭერის ხელოსანი დაგეხმარებათ ხარისხიანი და უსაფრთხო მასალის არჩევაში.
სპეციალისტის მოძიებას კი ჩვენი პლატფორმიდან შეძლებ.