ფრანგული გასაჭიმი ჭერის ფასები მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და არ არსებობს ერთიანი, სტანდარტული ღირებულება. ყოველი პროექტი უნიკალურია და შესაბამისად, ფასიც ინდივიდუალურად განისაზღვრება.
ხშირ შემთხვევაში გასაჭიმი ჭერის პროექტი იწყება საბაზისო მინიმალური ფასით, რომელიც მოიცავს მასალის, ხელობისა და მინიმალური მოსამზადებელი სამუშაოების ღირებულებას. ეს ფასი დამოკიდებულია ჭერის ზომაზე და იზრდება ზომასთან ერთად. არსებობს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი რომლის მიხედვითაც გამოიანგარიშება ფრანგული ჭერის ფასი.
▶
ჭერის ზომა - ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია, რაც განსაზღვრავს ფრანგული გასაჭიმი ჭერის ფასს, რაც უფრო მეტია მოსაპირკეთებელი სივრცის მოცულობა მით უფრო მეტი მასალა და სამუშაოა საჭირო. ღირებულების დასადგენად პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ჭერის მოცულობა,ზომა, თუ რამდენი კვადრატია.
▶
ჭერის ტიპი - ჭერის ტიპი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფასის განსაზღვრაში. კლასიკური ჭერები (გლუვი, პრიალა,) უფრო იაფია, ვიდრე ფაქტურული. ეს გამოწვეულია მასალის და წარმოების განსხვავებული ღირებულებით.
▶
ჭერის დიზაინი - ერთ ფერიანი გასაჭიმი ჭერის ფირები შედარებით იაფი ღირს, ვიდრე რამდენიმე ტონალობაში შესრულებული ან ფაბრიკული არტ და ფოტო ბეჭდვა.
▶
განათება - განათების არსებობა და ტიპი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. წერტილოვანი სანათები უფრო იაფია, ვიდრე LED ლენტა. საერთო ჯამში, განათება გაზრდის საბოლოო ფასს.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და მათზე ინფორმაციის მიღების შემდგომ უკვე შესაძლებელია ფრაგნული ჭერის ხელოსანმა გამოთვალოს ფასები და გითხრათ თუ რა დაჯდება ფრანგული ჭერის მონტაჟი.
საცხოვრებელი სახლის ან ბინის რომელ ოთახში სჯობს ფრანგული ჭერის დამონტაჟება?
ფრანგული გასაჭიმი ჭერის დამონტაჟება შესაძლებელია ნებისმიერ ოთახში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მისი გამოყენება უფრო მიზანშეწონილია. განვიხილოთ ის სივრცეები, სადაც ბარისოლის ჭერის დამონტაჟება განსაკუთრებით რეკომენდებულია:
მისაღებ ოთახში - მისაღები ოთახი სახლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც ხშირად ვმასპინძლობთ სტუმრებს. შესაბამისად, სასურველია ამ სივრცეს მივანიჭოთ მაქსიმალურად ორიგინალური, ლამაზი და თანამედროვე დიზაინი, რის საშუალებასაც ბარისოლის ჭერი გვაძლევს დიზაინი ფერების დიდი არჩევანისა და ფაქტურების წყალობით.
საძინებელში - ფრანგული ჭერი (
ბარისოლი) საძინებელ ოთახში ქმნის კომფორტულ და მშვიდ გარემოს დასვენებისთვის. გარდა ამისა, ბარისოლი არ იკრავს მტვერს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ალერგიული მდგომარეობების მქონე ადამიანებისთვის.
სამზარეულოში - ბარისოლის გაკეთება სამზარეულოში პრაქტიკულია რამდენიმე მიზეზის გამო: ჭერი არ იკრავს არასასურველ სუნებსა და ცხიმს, ადვილად იწმინდება და სჭირდება მინიმალური მოვლა. Დიზაინის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ფერადი ვიზუალის არჩევაც, რომლის საშუალებითაც მეტად გამოაცოცხლებთ სამზარეულოს ოთახს.
აბაზანა/საპირფარეშო - აბაზანასა და საპირფარეშოში ფრანგული ჭერის დამონტაჟება რეკომენდებულია მისი წყალგაუმტარი თვისებების გამო. ამავდროულად მასალა ნესტგამძლეა, არ იკრავს ბაქტერიებსა და სოკოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სველ სივრცეებში. ბარისოლის ჭერის დიზაინი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს თეთრი ან ლურჯი ფერის განსხვავებული გრადიენტებით, თუმცა ფერის შერჩევა საერთო ინტერიერზეა დამოკიდებული.
აღნიშნული სივრცეების გარდა, ფრანგული გასაჭიმი ჭერი შესაძლოა დამონტაჟდეს სახლის ნებისმიერ ოთახში. მთავარია სწორად შეაჯეროთ სივრცის ფუნქციონალური დანიშნულება, ვიზუალური მხარე და პრაქტიკული საჭიროებები.