​ დაკიდული ჭერი

შეკიდულ ჭერს ხშირად მოიხსენიებენ როგორც დაკიდული ჭერი.
მონტაჟის პრინციპი ამ შემთხვევაშიც შეკიდული ჭერის მსგავსია, სამაგრებზე ხდება ფილების დამაგრება ან თუ ფრანგულ შეკიდულ ჭერზეა საუბარი, ფირების გადაჭიმვა.
აღნიშნული კონსტრუქციების გაკეთება მოითხოვს სიზუსტეს და ცოდნას, შესაბამისად მონტაჟს ანხორციელებს დაკიდული ჭერის ხელოსანი.
დაკიდულ ჭერს არაერთი უპირატესობა აქვს, არის გამძლე, ბიუჯეტური და დიზაინის მხრივ საკმაოდ მრავალფეროვანი.
გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის სივრცეში, იქნება ეს საძინებელი, მისაღები ოთახი, სამზარეულო თუ სააბაზანო, თუმცა ოთახებში მონტაჟამდე გასათვალისწინებელია სიმაღლის თანაფარდობა ჭერთან, თუ დაბალჭერიანია ოთახი, სჯობს სტანდარტული ფრანგული ჭერი გააკრათ იარუსების გარეშე, ხოლო თუ სივრცე საშუალებას გაძლევთ სურვილისამებრ განსაზღვრეთ დიზაინი. ამ ტიპის ჭერი შესანიშნავად ერწყმის როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ინტერიერის სტილს და ქმნის განუმეორებელ და მიმზიდველ ინტერიერს.
პრო
ბარისოლი - ფრანგული გასაჭიმი ჭერი
ბარისოლი - ფრანგული გასაჭიმი ჭერი

მოგესალმებით! ვაკეთებთ ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის ფრანგულ გასაჭიმ ჭერს (ბარისოლს) პრემიუმ ხარისხის მასალით, 15 წლიანი გარანტიით. სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება. ჩვენი გუნდი შედგება პასუხისმგებლიანი და პროფესიონალი თანამშრომლებით. ზომების აღება და კონსულტაცია არის უფასო. არანაირ თანხას წინასწარ არ ვიღებთ, თანხას იხდით მხოლოდ საქმის დასრულები შემდეგ.

შეკიდული ჭერი ფრანგული ჭერი შეკიდული ჭერის გაკეთება ბარისოლი ფრანგული გასაჭიმი ჭერი გასაჭიმი ჭერი თბილისში გასაჭიმი ჭერის დიზაინი პლასტიკატის ჭერი დაკიდული ჭერი
ტელეფონი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი.
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 9 შეფასება

ვაკეთებ ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის გასაჭიმ ჭერებს (ბორისოლი) -უმაღღლესი ხარისხის, (პრემიუმი). -უმოკლეს ვადებში, -შეღავათიან ფასად, -ვარ ხარისხზე ორიენტირებული, -ვმუშაობ ასევე გასაჭიმი ჭერის აღდგენა-შეკეთებაზე, ასევე შესაძლებელია საფარდე და ლიანდაგური განათების მონტაჟი ბორისოლზე. (გარანტია 15 წელი) - საქართველოს მასშტაბით. საჭიროების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე, ალეკო

შეკიდული ჭერი ფრანგული ჭერი შეკიდული ჭერის გაკეთება ბარისოლი ფრანგული გასაჭიმი ჭერი გასაჭიმი ჭერი თბილისში გასაჭიმი ჭერი ქუთაისში შეკიდული ჭერის დიზაინი გასაჭიმი ჭერის დიზაინი დაკიდული ჭერი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბარისოლი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბარისოლი

ვაკეთებთ ყველანაირი სირთულის და და დიზანის ჭერს, ხარისხიანად და გარანტიით. ჩვენ გთავაზობთ: ✅ საფარდე პროფილს; ✅ ხაზოვან ნათებას.; ✅ ჩრდილოვან პროფილს, როგორც ნათებით, ისე ნათების გარეშე; ✅ სეკრეტ პროფილს; ✅ მაგნიტური სლოტის სისტემას; ჩვენ შეგვიძლია გავალამაზოთ თქვენი სახლი ახალი თანამედროვე ნათებით უმოკლეს ვადებში… ჩვენი გუნდი არის დაკომპლექტებული გამოცდილი და პროფესიონალი ხელოსნებით. დანარჩენი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

შეკიდული ჭერი ფრანგული ჭერი შეკიდული ჭერის გაკეთება ბარისოლი ფრანგული გასაჭიმი ჭერი გასაჭიმი ჭერი თბილისში შეკიდული ჭერის დიზაინი გასაჭიმი ჭერის დიზაინი პლასტიკატის ჭერი დაკიდული ჭერი

დაკიდული ჭერის ხელოსანი

დაკიდული ჭერის ხელოსანი დაგეხმარებათ ჭერის სამონტაჟო საქმიანობის ეფექტურად შესრულებაში. სერვისი საკმაოდ მოთხოვნადია და ამას ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადებების რაოდენობაც მოწმობს.
Servisebi.ge-ზე, სხვა სერვისებთან ერთად, იპოვნით, როგორც შეკიდული, ასევე გასაჭიმი ჭერის ხელოსანს.
მათი შერჩევისას გამოიყენეთ შეფასების სისტემაც, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე და აჩვენებს იმ მომხმარებლების კომენტარებს, ვინც თქვენამდე ისარგებლა სერვისით კონკრეტულ შემსრულებელთან.
ასევე, გირჩევთ გაესაუბროთ რამდნიმე შემსრულებელს, დააზუსტოთ მათი მუშაობის ტექნიკები, ფასები და ამის შემდგომ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი შეთავაზება.
მათი ჩართულობით შეძლებთ თქვენი ჩანაფიქრი რეალობაში მოიყვანოთ და შექმნათ ისეთი სივრცე, რომელიც ესთეტიურთან ერთად,კომფორტული და ფუნქციონალური იქნება.
ფრანგულ გასაჭიმი ჭერი - ბარისოლი
ფრანგულ გასაჭიმი ჭერი - ბარისოლი

ბარისოლი-ფრანგული გასაჭიმი ჭერები, რომელიც ბევრად უკეთესი და ეფექტურია სხვა ჭერებთან შედარებით, ბევრად ბიუჯეტურია ხარისხთან და ვიზუალთან მიმართებაში...დაზოგავთ დროს, რაც თქვენთვის ძალზედ ძვირფასია... ჩვენი გუნდი მოგემსახურებათ მაღალი დონის სტადარტებით...შეუკვეთეთ ჩვენთან, ჩვენ მზად ვართ გემსახუროთ... დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე. - ვმუშაობთ 27/7; - ფასები 25 ლარიდან;

video icon ვიდეო
შეკიდული ჭერი ფრანგული ჭერი შეკიდული ჭერის გაკეთება ბარისოლი ფრანგული გასაჭიმი ჭერი გასაჭიმი ჭერი თბილისში შეკიდული ჭერის დიზაინი გასაჭიმი ჭერის დიზაინი პლასტიკატის ჭერი დაკიდული ჭერი

მომხმარებლის შეფასებები

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
ქეთი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
5 თვის წინ

პირველი რაც მომეწონა შეთანხმებული დრო და საათი არ დაირღვა, მეორე კარგი ნამუშევარი, მესამე პროფესიონალიზმი! მადლობა ორივეს ალეკო

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
თეო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
9 თვის წინ

დროული და ხარისხიანი მომსახურება, რეკომენდაცია ჩვენგან! წარმატებებს გისურვებთ!

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
თათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-02-18 17:18:54

ძალიან სწრაფად და ხარისხიანად გაგვიკეთეს ჩვენი ახალი სახლის აბაზანა და საძინებლები.შეკვეთიდან 2 დღეში დაამთავრეს მთლიანი სამუშაო. შეასრულეს ყველაფერი სუფთად, მაღალი ხარისხით და მასალით მუშაობენ. დიდი მადლობა ყველაფეირსთვის ჩემი დიდი რეკომენდაცია მათ.

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
ნანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-11-22 18:41:45

საუკეთესო ხარისხი, მადლობა თქვენ ჯგუფს, შემიძლია თამამად გაგიწიოთ რეკომენდაცია

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
თათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-11-20 17:34:57

პატიოსანი, საქმის მცოდნე და პუნქტუალური ბიჭები. ურთულესი აბაზანის ჭერი გააკეთეს ძალიან სწრაფად და ხარისხიანად. ნამდვილად გავუწევდი რეკომენდაციას.

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
ზურა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-10-24 21:02:08

გეთანხმებით ძალიან ხარისხიანად და სწრაფად აკეთებენ ყველაფერს მომეწონა მომსახურება. თავის საქმეს ეკიდებიან სერიოზულად, ჩემს შემთხვევაში ურთულესი სამუშაო უმოკლეს დროში შეასრულეს.

თანამედროვე ჭერის დიზაინი - როგორი ჭერია მოდაში?

ინტერიერის დიზაინერები მუდმივად იგონებენ ახალ ტრენდებს ჭერის დიზაინის ეფექტური და კრეატიული წარმოჩენისთვის, შესაბამისად არ უნდა გაგვიკვირდეს რომ თანამედროვე ჭერის დიზიანი სავსეა ექსპერიმენტებით და უნიკალური სივრცის შექმნისთვის აერთიანებს ნოვატორულ იდეებს, გეომეტრიულ ფორმებს, ახალ მასალებსა და განათების ინტეგრირებულ სისტემებს.
▶ გეომეტრიული ფორმები და სტრუქტურები - თანამედროვე ჭერის დიზაინში ფართოდ გამოიყენება გეომეტრიული ფორმები, როგორიცაა სამკუთხედები, წრეები, კუბები და სხვა არაორდინალური კონფიგურაციები. ეს ფორმები შესაძლოა შეიქმნას სხვადასხვა მასალებისგან - თაბაშირ-მუყაო, ხის ფილები, ლითონის პანელები და ა.შ. 
ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური გახდა ე.წ ამოჭრილი ჭერი, ჭერზე იჭრება გარკვეული ფიგურები, რაც საბოლოდ ქმნის ერთიან გამოსახულებას.
▶ ინოვაციური მასალები - მართალია, ჭერის დიზაინში ტექსტილი გამოყენება ინვოაციას არ წარმოადგენს და გასაჭიმი ჭერის შემთხვევშიც იყენებდნენ, თუმცა კომერციულ ფართებში, ძირითადად რესტორნებში, ლაუნჯებსა  და სხვა დაწესებულებებში აქტიურად დაიწყეს ჭერის გაფორმება სხვადასხვა ნაჭრებით, შესაძლოა ძირითადი ჭერი გასაჭიმი ან შეკიდული იყოს, თუმცა გაფორმებისთვის იყენებნ ბადისებრ ან სხვა ტიპის ნაჭრებს, რაც საკმაოდ ლამაზია, თუმცა არც ისე უსაფრთხო, მარტივად აალებადობის თვალსაზრისით.
საცხოვრებელ ფართბში ალბათ იშვიათად შეხვდებით, თუმცა კომერციულ სივრცეებში აქტიურად იყენებენ ასევე სარკის ჭერს, რაც საკმაოდ ეფექტურია სივრცის მოცულობის გასაზრდელად და სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად.
კომერციულ ფართებში ასევე აქტიურად გამოიყენება არმსტრონგის ჭერი და ალუმინის ღეროვანი შეკიდული ჭერის სისტემა, რაც საკმაოდ რთული კონსტრუქცია გახლავთ, თუმცა ეფექტური და ძირითადად გვხვდება საკონფერენციო სივრცეებში, მისაღებ დარბაზებში, რესტორნებში,ბარებში, ბიბლიოთეკებსა და ბიზნეს და სავაჭრო ცენტრების ჭერის ინტერიერში.
▶ განათების სხვადასხვა ალტერნატივები - თანამედროვე ჭერის დიზაინში მნიშვნელოვანი როლი აქვს განათების ინტეგრირებას. შესაძლებელია გამოვყოთ შემდეგი მიდგომები: განათების ჩაშენება ჭერის სტრუქტურებში, ჭერის პანელებზე წერტილოვანი განათების დამონტაჟება ან ორიგინალური სანათების ჩაშენება დეკორატიული ეფექტის მისაღებად.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჭერის შერჩევის დროს იხელმძღვანელეთ არსებული სივრცის ინტერიერიდან გამომდინარე, განსაზღვრეთ როგორი წარმოგიდგენიათ სივრცე, როგორია თქვენი ბიუჯეტი, თუ ამ მხრივ შეზღუდული ხართ შეკიდული ჭერი ან ფრანგული გასაჭიმი ჭერი ბევრდად იაფი დაგიჯდებათ, მოიძიეთ კვალიფიციური ხელოსანი, საბოლოოდ კი მიიღებთ ისეთ ჭერსა და საერთო სივრცეს, რომლთაც ყველა კმაყოფილი დარჩება.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როგორი განათებაა პოპულარული თანამედროვე გასაჭიმი ჭერის დიზაინში?

თანამედროვე გასაჭიმი ჭერის დიზაინში განათების საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ამ ტიპის ჭერებისთვის ძირითადად გამოიყენება:
▶ ჩაშენებული წერტილოვანი LED განათება -  გასაჭიმი ჭერის კონსტრუქციაში ინტეგრირებულია LED ნათურები, რომლებიც უზრუნველყოფენ თანაბარ, ეფექტურ განათებას.
▶ ინტეგრირებული განათების სისტემები - ეს სისტემები შეიძლება იმართებოდეს სმარტ კონტროლერებით და ქმნის განათების სხვადასხვა ვარიაციებს საჭიროებიდან გამომდინარე.
▶ნათურების ზონირება: დიდი ზომის გასაჭიმი ჭერისთვის ხშირად იყენებენ განათების ზონირების პრინციპს, რაც გულისხმობს განსხვავებული ინტენსივობის ნათურების განლაგებას ჭერის სხვადასხვა უბანზე.

​როგორია თანამედროვე ჭერის დიზაინის ტენდენციები?

თანამედროვე ჭერის დიზაინში გამოიყენება გეომეტრიული ფორმები, ინოვაციური მასალები, როგორიცაა ქსოვილები და სარკეები, ასევე აქტიურად ხდება განათების ინტეგრირება ჭერის კონსტრუქციაში.
თანამედროვე ჭერის დიზაინი ცდილობს შეაერთოს ფუნქციონალურობა, ნოვატორული იდეები და ესთეტიკა, რათა შექმნას უნიკალური და მიმზიდველი სივრცეები.
თუმცა საბოლოოდ,  ჭერის დიზაინის შერჩევა პირადი გემოვნების და პრაქტიკულობის საკითხია.

რა მასალები გამოიყენება კომერციულ სივრცეებში ჭერის დიზაინისთვის?

კომერციულ სივრცეებში, როგორიცაა რესტორნები, ლაუნჯები და ბიზნეს ცენტრები, ხშირად გამოიყენება  სარკეები, არმსტრონგის ჭერები და ალუმინის ღეროვანი შეკიდული ჭერის სისტემები.