გასაჭიმი ჭერის დიზაინი

გასაჭიმი ჭერის დიზაინი ძალიან მრავალფეროვანია და მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ სივრცის მიხედვით.
დიზაინის შერჩევა დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე, ინტერიერის სტილსა და ოთახის დანიშნულებაზე. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტებისა და ფერთა თამაშის. 
▶ საძინებლებსა და მოსასვენებელ ოთახებში უპირატესობა მიანიჭეთ ნათელ, პასტელურ ფერებს
▶ მისაღებ ოთახებში შეიძლება უფრო მკვეთრი და ცოცხალი ფერების გამოყენება
▶ სამზარეულოში  შესაძლოა დამონტაჟდეს გლუვი ფაქტურის სხვადასხვა ღია ფერის ტონის გასაჭიმი ჭერები
ფორმითა და ეფექტებით კი შესაძლებელია 3D ფოტობეჭდვა, პერფორაცია და სხვა.
ნებისმიერ შემთხვევაში გაითვალისწინეთ ოთახების ფუნქციური დანიშნულება და საერთო ინტერიერის სტილი.
თუ დამოუკიდებლად ვერ მოახერხებთ სტილის შერჩევას, სწორი არჩევანის გასაკეთებლად პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერების რჩევა გამოგადგებათ, რომელთა მოძიებასაც ჩვენს პლატფორმაზე მარტივად შეძლებთ, სასურველი დიზაინის შერჩევის შემდგომ კი გასაჭიმი ჭერის ხელოსანი შეასხამს ხორცს თქვენს ჩანაფიქრს. 
პრო ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი.
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 8 შეფასება

ვაკეთებ ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის გასაჭიმ ჭერებს (ბორისოლი) -უმაღღლესი ხარისხის, (პრემიუმი). -უმოკლეს ვადებში, -შეღავათიან ფასად, -ვარ ხარისხზე ორიენტირებული, -ვმუშაობ ასევე გასაჭიმი ჭერის აღდგენა-შეკეთებაზე, ასევე შესაძლებელია საფარდე და ლიანდაგური განათების მონტაჟი ბორისოლზე. (გარანტია 15 წელი) - საქართველოს მასშტაბით. საჭიროების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე, ალეკო

შეკიდული ჭერი ფრანგული ჭერი შეკიდული ჭერის გაკეთება ბარისოლი ფრანგული გასაჭიმი ჭერი გასაჭიმი ჭერი თბილისში გასაჭიმი ჭერი ქუთაისში შეკიდული ჭერის დიზაინი გასაჭიმი ჭერის დიზაინი დაკიდული ჭერი
ტელეფონი 577 06 ** **

გაჭიმული ჭერის დიზაინი

გაჭიმული ჭერის დიზაინი საკმაოდ მრავალფეროვანია და იძლევა მრავალ საინტერესო შესაძლებლობას ინტერიერის გასამდიდრებლად.
განვიხილოთ რამდენიმე მთავარი ასპექტი:

ფერები და ტონალობები: გასაჭიმ ჭერზე შესაძლებელია ნებისმიერი ფერისა და ტონალობის გამოყენება - დაწყებული კლასიკური თეთრიდან, ნათელი პასტელური ტონებით და დამთავრებული მუქი ტონალობებით. შესაძლებელია გრადიენტული გადასვლებიც. 

ტექსტურები და ფაქტურები: გაჭიმული ჭერი შეიძლება იყოს როგორც გლუვი, ასევე სხვადასხვა ტექსტურის - ტალღოვანი, რელიეფური და ა.შ. განსხვავებული ფაქტურები ქმნიან განსაკუთრებულ ვიზუალურ ეფექტს.

ორნამენტები, ფოტობეჭდვა და 3D ეფექტები: თანამედროვე დიზაინში საკმაოდ გავრცელებულია ორნამენტები. მაგალითად: ზალის ჭერის დიზაინი ხშირად გაფორმებულია აბსტრაქტული ნახატებითა და გრაფიკული პრინტებით, ასევე ფოტობეჭდვისგან მიღებული ნახატით.
განსაკუთრებული ვიზუალური სიღრმის შესაქმნელად გამოიყენება 3D ეფექტებით გაფორმებული ნამუშევრებიც.

მომხმარებლის შეფასებები

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
თეო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-07-09 14:13:56

დროული და ხარისხიანი მომსახურება, რეკომენდაცია ჩვენგან! წარმატებებს გისურვებთ!

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
თათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-02-18 17:18:54

ძალიან სწრაფად და ხარისხიანად გაგვიკეთეს ჩვენი ახალი სახლის აბაზანა და საძინებლები.შეკვეთიდან 2 დღეში დაამთავრეს მთლიანი სამუშაო. შეასრულეს ყველაფერი სუფთად, მაღალი ხარისხით და მასალით მუშაობენ. დიდი მადლობა ყველაფეირსთვის ჩემი დიდი რეკომენდაცია მათ.

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
ნანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-11-22 18:41:45

საუკეთესო ხარისხი, მადლობა თქვენ ჯგუფს, შემიძლია თამამად გაგიწიოთ რეკომენდაცია

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
თათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-11-20 17:34:57

პატიოსანი, საქმის მცოდნე და პუნქტუალური ბიჭები. ურთულესი აბაზანის ჭერი გააკეთეს ძალიან სწრაფად და ხარისხიანად. ნამდვილად გავუწევდი რეკომენდაციას.

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
ზურა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-10-24 21:02:08

გეთანხმებით ძალიან ხარისხიანად და სწრაფად აკეთებენ ყველაფერს მომეწონა მომსახურება. თავის საქმეს ეკიდებიან სერიოზულად, ჩემს შემთხვევაში ურთულესი სამუშაო უმოკლეს დროში შეასრულეს.

ფრანგული გასაჭიმი ჭერი სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი
მარიამი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-10-07 21:08:46

ძალიან მომეწონა მომასხურება, უმოკლეს დროში შესრულდა სამუშაო, რაც მთავარია ობიექტურ ფასად და ხარისხიანად. დიდ რეკომენდაციას ვუწევ.

როგორ შევარჩიოთ გასაჭიმი ჭერის დიზაინი?

გასაჭიმი ჭერის დიზაინი გაძლევთ ექსპერიმენტებისა და შემოქმედებისთვის ფართო ასპარეზს, მონტაჟამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ ინტერიერის სტილი, ოთახის დანიშნულება, ზომები, განათების პირობები და პირადი გემოვნება. 
ოთახის დანიშნულება: გაითვალისწინეთ ოთახის ფუნქციური ნაწილი, მაგალითად, თუ გასაჭიმი ჭერის მონტაჟი საძინებელში გვინდა უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს მოსასვენებელი სივრცეა, ამიტომაც აქ უნდა იყოს ყველაფერი მაქსიმალურად სადა და მარტივი. შესაბამისად ინტერიერის დიზაინერების უმრავლესობა ჭერის დიზაინის შერჩევისას უპირატესობას ღია, პასტელურ ფერებს ანიჭებს.
მაგალითად: თეთრიდან კრემისფერში გარდამავალი ფერი აძლიერერებს კომფორტის შეგრძნებას, ღია ცისფერი ამშვიდებს.სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ 3D ეფექტებით შექმნილი ე.წ ,,ვარსკვლავებიანი ცა’’-ც.
თუ ფართი კომერციული დანიშნულებისაა გირჩევთ არჩევანი კლასიკურ, ერთტონიან დიზაინებზე შეაჩეროთ.
ინტერიერის სტილი: ინტერიერის სტილი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია გასაჭიმი ჭერის დიზაინის შერჩევისას. ჭერის დიზაინი თანხვედრაში უნდა მოვიდეს ოთახის ზოგად სტილისტურ ხაზთან და შექმნას ჰარმონიული, ერთიანი სივრცე. 
განვიხილოთ რამდენიმე გავრცელებული სტილი:
მინიმალიზმი:
მინიმალისტური სტილისთვის დამახასიათებელია ნეიტრალური ფერები. შესაბამისად, აქ იდეალურად მგვერგება გასაჭიმი ჭერი ერთტონიანი თეთრი ან ღია კრემისფერი ზედაპირით. 
კლასიკა: გულისხმობს კლასიკურ ჭერებს ორნამენტული ელემენტებით - ბაროკოს, როკოკოს და სხვა სტილების მოხატულობის დატანას გასაჭიმ ჭერზე.
თანამედროვე: თანამედროვე ჭერის დიზაინი როგორც წესი, არის გეომეტრიული, მინიმალისტური დიზაინის, ხშირად აბსტრაქტული ხაზებითა და ფორმებით გამოხატული, არ არის მკაცრი შეზღუდვები ფერებზე, შეიძლება მკვეთრი კონტრასტების გამოყენება, ფოტობეჭდვა და გრაფიკული ელემენტებით გაფორმება. 
დიზაინის შერჩევამდე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სივრცის ზომები და პროპორციები: 
პატარა ზომის ოთახებისთვის უმჯობესია არჩევანი გავაკეთოთ მინიმალისტური და მსუბუქი ვიზუალური ეფექტების სასარგებლოდ, რადგან მძიმე და გადატვირთული დიზაინები კიდევ უფრო შეამცირებს სივრცის აღქმას. 

ფოტო-პრინტით გაფორმებული ფრანგული ჭერი
გასაჭიმი ჭერი საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ჩვენი ფანტაზია განახორციელოთ და შევქმნათ განსხვავებული ინტერიერი. 
საკმაოდ მოთხოვნადია ჭერზე ფოტობეჭდვით სხვადასხვა დიზაინების დატანა.
ფოტოს დაპრინტვა შესაძლებელია ნებისმიერი ჭერის მასალზე იქნება ეს პვხ, თუ ნაჭრის ტექსტურა.
ბეჭდვა ხდება სპეციალური ფართომასშტაბიანი საბეჭდი მოწყობილობების საშუალებით, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საღებავებით.
შეგიძლიათ თქვენი საცხოვრებელი ან სამუშაო სივრცე გააფორმოთ საყვარელი ფეხბურთის გუნდის, მომღერლების, მსახიობების და უბრალოდ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე შერჩეული ფოტოებით.
სამუშაოები აუცილებლად კვალიფიციური ხელოსნის მიერ უნდა განხორციელდეს, ხშირ შემთხვევაში ისინი უზრუნველყოფენ ბეჭდვის ეტაპებსაც და თქვენ არ გიწევთ სარეკლამო კომპანიის მოძიება.


სტანდარტული პროცესი კი ამ თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი:
ფრანგული ჭერის ხელოსანი იღებს ზომებს და არჩევს ფოტო-სურათს ჭერისთვის.
ზომების შესაბამისად მზადდება ჭერისთვის განკუთვნილი მასალა
მასალის ზედაპირზე იპრინტება შერჩეული ფოტო
სტანდარტული მეთოდით, პროფესიონალის მიერ ხდება ჭერის დამონტაჟება.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

თუ გასაჭიმი ჭერი დაზიანდა შეკეთება შესაძლებელია?

გასაჭიმი ჭერი საკმაოდ ხანგრძლივი გამძლეობის კონსტრუქციაა
თუმცა მექანიკური ზემოქმედების შედეგად შესაძლოა დაზიანდეს, უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია შეკეთება და ჭერის დემონტაჟი საჭირო არ ხდება, თუ გამოცდილება არ გაქვთ გირჩევთ თვითნებურად არ სცადოთ  ჭერის ზედაპირის შეკეთება და პრობლემის წარმოქმნისთანავე დაუკავშირიდით ბარისოლის ხელოსანს.

როგორ შევარჩიოთ ბარისოლის ჭერის ფერი?

არჩევანი საკმაოდ დიდია, გირჩევთ ფერის შერჩევისას იხელმძღვანელოთ ზოგადი ინტერიერის, საკუთარი გემოვნებისა და სივრცის დანიშნულების მიხედვით.
თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ და დამოუკიდებლად ვერ წყვეტთ, რომელ ოთახში რა სტრუქტურისა და ფერის გაჭიმული ჭერი გააკეთოთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერიერის დიზაინერის მომსახურებით.
მასთან კონსულტაციის შემდგომ კი კვლავ Servisebi.ge-დან შეძლებთ პროფესიონალი ხელოსნის მოძიებას და სასურველი დიზაინის ჭერის ინსტალაციას.

​შეკიდული ჭერი სჯობს თუ გასაჭიმი?

ორივე მათგანს აქვს ბევრი დადებითი მახასიათებელი, რის გამოც ირჩევენ მომხმარებლები, ასევე მახასიათებლები რაც აერთიანებთ.
მაგალითად: ორივე ტიპის ჭერი გაძლევთ საშუალებას  დამალოთ ელექტრო გაყვანილობა და ვენტილაციის მილები კონსტრუქციაში.
გასაჭიმი ჭერის მონტაჟი შეკიდულ ჭერთან შედარებით უფრო მარტივია და არ ანაგვიანებს გარემოს, შესაძლებელია მინიმალური მტვრითა და არეულობით მოხდეს ინსტალაცია.
შეკიდული ჭერი უფრო მყარი მასალისგან მზადდება,რაც მეტად საიმედოს ხდის მას.
საბოლოოდ კითხვაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს, უნდა განსაზღვროთ თქვენი საჭიროებები, ფინანსური შესაძლებლობები რის შედეგადაც მარტივად შეძლებთ არჩევანის გაკეთებას.