მოგესალმებით! მოვამზადებ I-IV კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში ბინაზე მისვლით (ხუთი დღე) ან მაღალკლასელებს მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურაში (2 ან 3 დღე), გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5 საათი. ერთი გაკვეთილის ღირებულება იქნება 20 ლარი. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, გამოვირჩევი მაღალი აკადემიური მოსწრებით, ვიღებ როგორც სახელმწიფო, ასევე მერის სტიპენდიასაც. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა და მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის სამწლიანი გამოცდილება. სწავლის პროცესი იქნება მაქსიმალურად სასიამოვნო, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გრამატიკის შესწავლას, რაც მოსწავლეს ჩამოუყალიბებს გამართულად წერისა და მეტყველების უნარს. გარდა ამისა, შევეცდები მოსწავლე დავაინტერესო კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით. მათემატიკის სწავლების პროცესი არ იქნება რთული და მოსაწყენი, მოსწავლე შეძლებს მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.