აღწერა
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ბიოლოგიაში ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამის მიხედვით, პროგრამის შესაბამისი სახელმძღვანელოებითა და მასალებით, ინტენსიურად გავაკეთებთ ტესტებსა და სავარჯიშოებს მიღებული ცოდნის განმტკიცებისთვის, შევეხებით ასევე სამედიცინო თემებსაც, განვიხილავთ სხვადასხვა დაავადების შესახებ ქეისებს და თვალსაჩინოებისთვის გამოვიყენებთ ანიმაციებს და სასწავლო სლაიდებს მასალის უკეთ ასათვისებლად. მაქსიმალურად დაგეხმარებით თქვენთვის სასურველი შედეგის მიღწევაში. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ოქროს მედალზე დავამთავრე თბილისის კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. მაქვს ჩაბარებული ბიოლოგიის მასწავლებლის სასერთიფიკატო გამოცდა. მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილებაც, ჩემმა მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები. გაკვეთილები ჩატარდება როგორც ონლაინ, ასევე სახლში მოსვლით სურვილისამებრ. აბიტურიენტებისთვის გაკვეთილები ჩატარდება კვირაში სამჯერ, 1.5 სთ. ფასი - 150 ლარი სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ, 1-1.5 სთ. ფასი - 120 ლარი წარმატებებს გისურვებთ!
გადახდის მეთოდები
მდებარეობა
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.