აღწერა
გთავაზობთ ბუღალტრულ და აუდიტორულ მომსახურებას მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის. ვარ მაღალკვალიფიციური კადრი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, როგორც მიმდინარე ბუღალტერიის წარმართვაში, ისე ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და ანალიზში. მომსახურების ძირითადი მიმართულებები: • მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვა • ფინანსური ანგარიშგების შედგენა შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად • ძველი პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა – ოპერატიულად და დაზუსტებით • კონსულტაციების გაწევა საგადასახადო, ბუღალტრულ და ფინანსურ საკითხებზე (უფასოდ) • მომსახურება ხორციელდება დისტანციურად, თანამედროვე სამუშაო სტანდარტების დაცვით ბუღალტრული მომსახურება ხორციელდება ჩემი პროგრამული უზრუნველყოფის – “ორსის” ბაზაზე, რაც უზრუნველყოფს პროცესების ავტომატიზაციას, მონაცემთა დაცულობას და დროულ რეპორტინგს. გთავაზობთ თანამშრომლობას მაღალი პროფესიონალიზმით, ინდივიდუალური მიდგომით და სრულყოფილი სერვისით. მზად ვარ, უზრუნველვყო თქვენი ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვა მაქსიმალური სიზუსტითა და ეფექტიანობით. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დამიკავშირდეთ ნომერზე.
გადახდის მეთოდები
მდებარეობა
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.